ზუგდიდში, როლანდ ახალაიას სახლთან მისულ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ზუგდიდში, როლანდ ახალაიას სახლთან მისულ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატისა ბაჩო ახალაიას მამის, როლანდ ახალაიას სახლთან მისულ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, "მე-9" არხის, "მაესტროსა" და "ლაივპრესის" ჯგუფებს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაცც როლანდ ახალაიას სახლთან საგანგებო განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა, "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთმა წევრმა კახა მიქაიამ.

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას გადადგომა არ არის საკმარისი და უნდა მიეცეს პასუხისგებაში, უნდა დაისაჯოს ასევე მისი მამაც. "როლანდ ახალაიას არა აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი",-აღნიშნა მიქაიამ.

მისი განცხადების შემდეგ ჟურნალისტები ელოდებოდნენ როლანდ ახალაიას გამოსვლას. რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ მისი მეზობლები, რომლებიც უხეშად ექცეოდნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც და ამბობდნენ, რომ ხელს უშლიდნენ არსებობაში, რაშიც ალბათ ამაში ფულსაც უხდიან.

ცოტა ხანში სახლთან გამოვიდა როლანდ ახალაიაც და ჟურნალისტებს უთხრა - "გადით აქედან".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა