გამოკითხვა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:30 / 21-09-2012
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხს პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებისკენ მოუწოდებს
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხს პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წევრები საბჭოს დატოვებით იმუქრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, წევრები სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი პატიმრების წამებისა და მათდამი სადისტურად მოპყრობის დამადასტურებელი ფაქტების ხილვის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ და მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი პროტესტის ასახვას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფართოდ გაშუქდეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა და მოხდეს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტის ასახვა ექსპერტთა თუ საზოგადოების წარმომადგენელთა შერჩევითობის პრინციპის გარეშე, რაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდისტული მანქანის მამოძრავებელი სტილი იყო. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის
ეთერში კვლავ გაგრძელდება კრიტიკული აზროვნების მქონე ექსპერტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა დაბლოკვა და საინფორმაციო გადაცემებში ფაქტებისა თუ კომენტარების მიზანმიმართულად დამახინჯება, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში მაინც ეთერს არ დაუთმობს თავისუფალ დისკუსიებს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, უარს ვიტყვით საზოგადოებრივი საბჭოს წევრობაზე", - ნათქვამია საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მაუწყებლობის შესახებ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან წელიწადში სულ მცირე ორჯერ შეხვედრას ავალდებულებდა, თუმცა, ეს ინიციატივა სამეურვეო საბჭოდან არ წამოსულა.

"აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი საბჭოს არსებობას დღემდე ფორმალური ხასიათი აქვს. იმის გამო, რომ დღემდე ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება სხდომების შეგნებულად არმოწვევის გამო არ მოგვეცა, ჩვენი პოზიციის გამჟღავნების ამ ხერხს მივმართეთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
23:44 / 21-09-2012
საზოგადოებრივი საბჭო ვის მოუწოდებს - კამერებს, კაბელებს, ანძას თუ იმ ყბაჩა იმბეცილ თავმჯდომარეს???
***
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:48 / 29-07-2014  Image რამდენი სიცოცხლე იხსნა ღვედმა საქართველოში?
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა წლების მიხედვით
11:44 / 29-07-2014  Image "მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება" - როგორ ისვენებენ კრისტი, დემე, ქრისტინე იმედაძე და მაკა შალიკაშვილი
"გადასარევად ვერთობით. სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ?"
11:18 / 29-07-2014  Image ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას
"მესხელი იყო სპეცოპერაცია "ენვერის" მთავარი ორგანიზატორი, მან შეათითხნა ეს საქმე"
13:33 / 29-07-2014  Image მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

წირვის შემდეგ მღვდელთან მრევლის წარმომადგენელი მივიდა და გადასცა დისკი, რომელზეც ვიდეო იყო ჩაწერილი

14:44 / 28-07-2014  Image როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები
Ambebi.ge პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ
"როცა ავთო სანაპიროზე გამოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი...
ნუცა ბუზალაძე: "სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი:...
"შეყვარებულთან ერთად მივიდა ყოფილ ქმართან შესახვედრად""ყოფილი ქმარი...