ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიდან დაითხოვეს

ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიდან დაითხოვეს

ტელეკომპანია "იმედის" ახალმა ხელმძღვანელობამ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე თავად ტელეწამყვანი ავრცელებს.

"იმედის" ახალი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ვარსკვლავების ჟიურიშიც აღარც უნდა ვიჯდე!... სიმართლე გითხრთ, ეს უკვე მეც გამიკვირდა... რაღაცეები უკვე არ მესმის", - წერს ჟორჟოლიანი.

როგორც ტელეწამყვანი აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ ვინ შეცვლის მას შოუში.

"დაიბარეს გადაცემის პროდუსერი და უთხრეს, რომ ნანუკა უნდა შეცვალოს სხვამო! სახელიც უთხრეს. იმედია შეჯერდებიან ვინმეზე", - განმარტა ჟორჟოლიანმა.

ტელეწამყვანმა 17 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ნანუკას განცხადებით, ეს მისი მორალური ვალდებულება იყო. 16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ არხი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, გავრცელებული ინფორმაციით, "ნანუკას შოუ", შესაძლოა, უახლოეს მომავალში "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიხილოთ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები