ლალი მოროშკინა: "ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდე"

ლალი მოროშკინა: "ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდე"

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

"გავიგე, ლალი მოროშკინა ყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ახლა მივხვდი, პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან... პრესცენტრმა მითხრა, უსაფრთხოების სამსახურშიაო. ეტყობა ამ მიმართულებით არის მრჩეველი".

ორი წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ლალი მოროშკინამ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩანგალიც გაუყარა... მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ თავად ჟორჟოლიანსა და მოროშკინას შორის დაძაბულ ურთიერთობაზეც. ეს ამბავი საზოგადოებას დავიწყებული ექნებოდა, რომ არა მოროშკინას განცხადება, სადაც ამბობს, - ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდეო...

მოროშკინას ამ განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა (სტილი დაცულია): "წავიკითხე ინტერვიუ, სადაც ქალი, რომელიც არის მინისტრის მრჩეველი, ამბობს: ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდეო... ჩვენ, ჟურნალისტებს, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. როდესაც ქალი ღიად ჰყვება, როგორ სცემა ვიღაც, როგორ არ მოსდო კიდევ დამატებით... სხვა არაფერია ეს, თუ არა პიარი. გახსოვთ ალბათ, მაშინაც, როდესაც ჩემს შოუში ეს ინციდენტი მოხდა, ვთქვი, ლალიმ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ციხეში ჩაჯდეს და წიგნი დაწეროს-მეთქი. მანამდე ამაზე უსაუბრია ჩემს კოლეგასთან. ასეც მოხდა! ლალიმ სრული სიზუსტით აღწერა ციხე და ეს წიგნი ლამის ბესტსელერი გახდა. მე ვამბობ, რომ ლალი მოროშკინა კარგად ერკვევა პიარტექნოლოგიებში: შეუძლია 18 წლის ბიჭზე თქვას, რომ მისი ბოიფრენდია, ოღონდ პიარი გაიკეთოს. სხვადასხვა სახის პიარს ირჩევს, მას სკანდალურობა უყვარს. გახსოვთ ალბათ, ბიჭოლასთან დაკავშირებული განცხადება, სადაც ის ბიჭოლას მისი ვაჟიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს მინისტრის მრჩევლის სტატუსით. მიჩვეულია სულ ეკრანზე ყოფნას, სხვადასხვა შოუში მიწვევას. ახლაც აირჩია რეიტინგული შოუს წამყვანი, რომ წინა ყდაზე მოხვედრილიყო, სხვათა შორის, დიდი ხანია, ლალი წინა ყდაზე არ მოხვედრილა. ხვდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალბატონებს ეხმარება და პატიმრებზე ათხოვებს, ან ხვდება მაშინ, როდესაც რაიმე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები