"ეტალონის“ წამყვანი ბიძინა ივანიშვილს ჰელმანდში მოხალისედ გაგზავნას სთხოვს

"ეტალონის“ წამყვანი ბიძინა ივანიშვილს ჰელმანდში მოხალისედ გაგზავნას სთხოვს

მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჰელმანდის პროვინციაში მოხალისედ გაგზავნის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ გოჩა ტყეშელაშვილმა ჟურნალ "რეიტინგს" განუცხადა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის მინისტრს - ბატონ ირაკლი ალასანიას მოგმართავთ თხოვნით: ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობოების ბაზაზე (ჰელმანდის პროვინცია) მიმავლინოთ, როგორც მოხალისე. მზად ვარ, ვიმსახურო ნებისმიერ პოზიციაზე, რასაც საჭიროდ ჩათვლით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მიმაჩნია:

- ქართულმა ჯარმა დღეს შექმნილ ვითარებაში არ უნდა შეწყვიტოს და უნდა დაასრულოს სამშვიდობო მისია ავღანეთში; დღეს ქართული ჯარის გამოყვანა ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, ასევე ცუდად აისახება ქვეყნის მოსახლეობის განწყობებზე;

- დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის ადამიანების სწორი და თამამი გადაწყვეტილებები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის მომავალზე; საქართველოში მცხოვრები ადამიანები პატრიოტიზმით, მსოფლიო ცივილიზაციისკენ ლტოლვით და სიმამაცით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.

ამასთან, ავღანელ ხალხს მინდა მივმართო და ვთხოვო, ნუ იმსჯელებენ საქართველოზე ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით.

აქვე ვადასტურებ, - ვარ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, აბსოლუტურად ჯანმრთელი და გადწყვეტილება მივიღე არა ემოციურ ფონზე, არამედ საღი და ცივი გონებით.

ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს.

პატივისცემით: სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი...", - აღნიშნულია გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები