ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს

ნინო ჟიჟილაშვილმა და თეა სიჭინავამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს

ტელეწამყვანებმა თეა სიჭინავამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს. ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო "მაესტროს" დამორჩილება, დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ”წესების გარეშე" და ცდილობს ”მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია " მაესტრო" მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო "ნაც. მოძრაობამ" სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის 'იმედი'. უფრო დაწვრილებით განცხადებას "მაესტრო” რამდენიმე დღეში გააკეთებს", - წერს ღლონტი.

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა არხზე ჟურნალისტ თეა სიჭინავას გადასვლას ადასტურებს.

"თეა სიჭინავა გადმოდის ჩვენს არხზე, ფაქტობრივად, უკვე გადმოსულია, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც თეასთან გავაკეთებთ," - განუცხადა ბაია ცანავამ ”ამბები.გე”-ს.

რაც შეეხება ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს, "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ჟიჟილაშვილს არხმა თანამშრომლობა შესთავაზა. "თუმცა, მის გადმოსვლას ჯერჯერობით, ვერ დავადასტურებ", – განაცხადა ბაია ცანავამ.

როგორც ცნობილია, სიჭინავა და ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია ”მაესტროში” 3%-იან წილს ფლობენ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები