ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...

ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...

ზაფხული ყველა დასაქმებული თუ დაუსაქმებელი ადამიანისთვის შვებულებასა და კარგ დასვენებასთან ასოცირდება. ბევრი დასვენებაზე ფიქრს შვებულებამდე ერთი კვირით ადრე იწყებს. ოთარ ქირია იმ გამონაკლის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მოგზაურობაზე თადარიგს თვეებით ადრე იჭერს. არჩევს ქვეყნებს, ქალაქებს და თავად ადგენს ტურს, რომელსაც ხუმრობით ''ოთარ-ტურიც'' კი დაარქვა. ამ ზაფხულსაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ როგორც ადრე, ოჯახთან ერთად ბედნიერად იმოგზაურებდა. მართალია, ყველანაირად ეცადა, დაბრკოლებებს მისთვის ხასიათი არ გაეფუჭებინა, მაგრამ ეგვიპტურმა ათმა დღემ შესაძლოა სასამართლოს კარამდე მიიყვანოს.

-  ამ ზაფხულს მე და ჩემმა ოჯახმა დასვენების ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. ჯერ ათი დღე ბარსელონაში ვიყავით, შემდეგ მეუღლე და ბავშვი ერთი კვირა ათენში იყვნენ, ნათესავები მოინახულეს და ბოლოს ათი დღე ვიყავით ეგვიპტეში მეგობრებთან ერთად.

- ოჯახთან ერთად დასვენების ტრადიცია როდის ჩამოაყალიბეთ?

- სულ გვაქვს, მაგრამ ბავშვი პატარა რომ იყო, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ვმოგზაურობდით. მას შემდეგ, რაც გოგონა 5 წლის გახდა და მეც ფინანსურად მოვძლიერდი, წელს აღარ ვტოვებთ, რომ სამოგზაუროდ არ წავიდეთ. პირველად მთელი ოჯახი საზღვარგარეთ 2009 წელს წავედით. მთელი თვე ვიყავით და ბევრი ქალაქი დავათვალიერეთ - რომი, პრაღა, მიუნხენი, ვენა, ათენი. თითო ქალაქში ხუთი-ექვსი დღე ვრჩებოდით. ეს სასიამოვნო ტური თავად დავგეგმე. ასეთ ტურებს ''ოთარ-ტურს'' ვეძახი და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ნაცნობებსაც ვუგეგმავ, სად იმოგზაურონ. შემიძლია ვიჯდე და საათები ვხარჯო იმაზე, რომ იაფი სასტუმროები ვიპოვო, ან ფასდაკლებები მოვძებნო.

- ბავშვთან ერთად რთულია გარისკო და ექსტრემალურად იმოგზაურო. გიყვართ მოგზაურობის ეს სახეობა?

- არა, ასეთ რაღაცებს ვერიდები, მაგრამ ამ ზაფხულს ეგვიპტეში რომ ჩავედით, ყველაფერს გადავაჭარბეთ. ჩვენ რომ ჩავედით, იმ დღეს დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. მართლა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეგვიპტეში შარშანაც ვიყავით. საერთოდ, ევროპაში რომ მიდიხარ, ბევრს დადიხარ, შემეცნებით არეალს იფართოვებ, რაც შეეხება ეგვიპტეს, თურქეთს, ტუნისს, იქ ბოლომდე უნდა მოეშვა, არაფერზე იზრუნო, სასტუმროში იყო და ყველაფერი იქ არის. წელსაც ეგვიპტე იმიტომ ავარჩიეთ, რომ მეგობრებს ძალიან უნდოდათ. შარშანდელ სასტუმროში გავჩერდით, რადგან მაშინ ძალიან მომეწონა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები