რუსეთში მოღვაწე ყველაზე პიკანტური ქართველი მამაკაცი - ოთარ კუშანაშვილი

რუსეთში მოღვაწე ყველაზე პიკანტური ქართველი მამაკაცი - ოთარ კუშანაშვილი

რუსეთში მოღვაწე სკანდალურ ქართველ ჟურნალისტ ოთარ კუშანაშვილს კიევში, გადაცემის გადაღებების დროს გულის შეტევა დაემართა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, უსიამოვნება გადაღლილობის გამო მოხდა.

ამჟამად, ტელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ექიმების რჩევისა, სახლში დარჩენილიყო,  იგი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხისთვის გადაცემა "დროის მანქანის" გადაღებებს აგრძელებს.

პირადი თუ სამსახურებრივი სკანდალებით ცნობილი 43 წლის ოთარ კუშანაშვილი წარმოშობით ქუთაისელია. სხვადასხვა დროს იგი რუსეთის სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა.

პოპულარობისთვის ჟურნალისტი გაშიშვლებასაც არ მორიდებია. 2011 წელს რელითი-შოუ - Big Brother-ში შოუს მონაწილეებისა და მაყურებლის წინაშე დედიშობილა წარსდგა. გადაცემაში უკვე ცნობილი ჟურნალისტი რიგითი წევრის რანგში მონაწილეობდა.

ოთარ კუშანაშვილი ამჟამად მარტოხელაა. ჟურნალისტს ორი ცოლი ჰავდა. მეორე ცოლს 2009 წელს დაშორდა. საინტერესოა, რომ  მისი ექს-მეუღლეები იურისტები იყვნენ, რისი წყალობითაც ოთარს მთელი უძრავი ქონება - მოსკოვის ბინა და ქალაქგარე სახლი წაართვეს.

ოთარის შვიდი შვილი ჰყავს. "ბევრი რამ გამიკეთებია ცხოვრებაში ისეთი, რისიც შეიძლება ახლა მრცხვენოდეს, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილებს ქალაქგარეთ ხუთსართულიან სახლში ეცხოვრათ", - განაცხადა კუშანაშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია natali.ua-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები