რას უკავშირებს თიკო სადუნიშვილი საკუთარ უმუშევრობას

რას უკავშირებს თიკო სადუნიშვილი საკუთარ უმუშევრობას

თიკო სადუნიშვილი "იმედიდან" 2013 წლის პირველივე დღეებში გაუჩინარდა. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ეს არჩევნების შემდგომი პერიოდის "დამსახურებაა" და რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, ეს სფერო ყველა დანარჩენზე მაინც ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

სულ მცირე ხნის წინ უმუშევარ თიკო სადუნიშვილს პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" სერიებში მირიან ბარათეონის ცოლის, მომღერალ ნია ჩხაიძის როლში შევხვდით.

-  პირველ რიგში, "ჩემი ცოლის დაქალებზე" გკითხავ. ამ სერიალში როგორ აღმოჩნდი? სამსახიობო გამოცდილება, მგონი, პირველია შენთვის.

-  დავიწყოთ იმით, რომ ახალი წლის მერე, პირველი იანვრიდან სამსახური არ მქონია. მქონდა თავისუფალი დრო და გართობის ერთ-ერთი ნაწილი ის იყო, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებელი გავხდი. საერთოდ, სერიალებს არ ვუყურებ. შაბათ-კვირას ამ სერიალისთვის სახლში არ გავრბოდი, მაგრამ გადახვევის საშუალება არსებობს და მოგვიანებით ვნახულობდი ხოლმე. ერთ-ერთი და პრინციპში, ერთადერთი ქართული სერიალია, რომელზეც სრულიად საქართველო "ზის". როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა, მაგრამ ავნერვიულდი კიდეც, რადგან მართალი ხარ, სამსახიობო გამოცდილება არ მქონია და აქამდე თიკო სადუნიშვილის გარდა არავინ მითამაშია. ანუ თუკი სადმე გამოვჩენილვარ, საკუთარი თავი განმისახიერებია. გამიჭირდა თუ არა, ვერ ვიტყვი, ალბათ, მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მოვერგე თუ არა მირიან ბარათეონის ცოლის, მომღერალ ნია ჩხაიძის როლს.

-  სახელსა და გვარზე აუცილებლად უნდა გკითხო. ნია ჩხაიძეზე ყველას ნინო ჩხეიძე გაახსენდა.

-  (იღიმის) იმდენი ვიხუმრე ნინო ჩხეიძეზე, რომ ბოლოს ნია ჩხაიძის როლი შემომთავაზეს, მაგრამ ამ პარალელზე სერიალის შემქმნელებთან საუბარი არ მქონია. უბრალოდ, მითხრეს, რომ პოპულარული მომღერლის როლი უნდა შემესრულებინა. საქართველოში ნია ჩხაიძეს რომ ახსენებ, ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ნინო ჩხეიძე ყველას გაახსენდება, თუმცა სახელი და გვარია მიმსგავსებული და არ არის აუცილებელი, რომ რადგან ამ სახელისა და გვარის მომღერალს ვასრულებ, მაინცდამაინც "წაღვერი და თბილისი" უნდა შემესრულებინა სერიალშიც. ჩემი პერსონაჟი მიახლოებულია თბილისელი მომღერალი გოგოს სახეს.

-  სიმღერა, რომელიც სერიალში შეასრულე და საოცარი ტექსტი ჰქონდა, შენვე ჩაწერე?

-  მე ჩავწერე. ამ სიმღერას ისეთივე ტექსტი აქვს, როგორიც სხვა ქართულ უაზრო სიმღერებს - "მე და შენ და ისევ შენ და მე, წვიმა, სიყვარული, მოწყენილობა, აღარ მიყვარხარ, მაგრამ გაფასებ".

იხილეთ სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები