რატომ ეძებს ახალგათხოვილ ლალი მოროშკინას ქმარი დილის ექვს საათზე

რატომ ეძებს ახალგათხოვილ ლალი მოროშკინას ქმარი დილის ექვს საათზე

ჯერ კიდევ სექტემბერში, როცა ლალი მოროშკინამ ჯვარი ირაკლი ჯაფარიძეზე დაიწერა, მის ჯვრისწერას დავესწარით. თუმცა, მისივე თხოვნით, ეს ამბავი არ გავახმაურეთ. ლალის მესამე ქმარი მესტიის მკვიდრი სვანი ბიზნესმენია და პრესის ფურცლებზე გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ შესაფერის მომენტს ვეძებდით, ლალისთვის ახალი სიყვარულის ამბავი რომ დაგვეცდენინებინა. ამასობაში მოროშკინამ მორიგი წიგნის წერა დაიწყო, რომელიც ქართველი ჟურნალისტების ცხოვრებას ასახავს და ინტერვიუს საბაბიც მოგვცა.

- ლალი, გათხოვებაც არ გიშლის ხელს და ისევ წიგნებს მიუბრუნდი…

- ჰო, ოღონდ ახლა კეთილ წიგნებს ვწერ (იღიმის). ისინი უფრო პრობლემურ საკითხებს ეძღვნებოდა, ეს იქნება კეთილი წიგნი იმაზე, თუ როგორი ლამაზი და მაგარი ქალები გვყავს საქართველოში. ჯერ ჟურნალისტებზე ვწერ, მაგრამ ამ პროექტს ექნება ყოველწლიური სახე, ყოველი წლის მარტში გამოვა ახალი წიგნი. წელს ჟურნალისტიკის წელი მაქვს, მომავალი წელი პოლიციელი ქალების წელი იქნება, შემდეგი წელი ჯარში მომსახურე ქალებს დაეთმობა და ა.შ. პროექტს ჰქვია "ბალზაკი - პლუს-მინუს ათი".

- რატომ დაიწყე ჟურნალისტებით?

- ჟურნალისტებით არ დამიწყია. დავიწყე პატიმარი ქალებით, ეს იყო ნათია გედენიძესა და გოგა ბერიძესთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელსაც "ქალის ოთხი სეზონი" დავარქვით. უბრალოდ, მაშინ არ იყო მომწიფებული ეს თემა. ძალიან ლამაზი ისტორიები გა-მოვიდა. თუმცა ეს პროექტი ჯერ წიგნის სახით არ გამოსულა. აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და მის გამოცემას ამიერკავკასიის მასშტაბით ვაპირებთ. ზოგადად გენდერული თანასწორობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირიც და ამერიკაც მუდმივად ჩაგვჩიჩინებს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ქალს უკავია მაღალი თანამდებობა, ჩვენთან ცოტაა ქალბატონები, ვისაც სერიოზული ბერკეტი უჭირავს ხელში. რატომ, როცა კავკასიელი ქალი ყველაზე ძლიერია? თვალნათელი მაგალითი გვაქვს წინ, ვინ გადარჩა. შეხედავ ტელეეკრანს და მიხვდები, რომ ჩვენს მედიაში დომინანტები არიან ქალები, როცა მთელ მსოფლიოში პირიქითაა.

- შენი მომავალი წიგნის პერსონაჟების ასაკი განსაზღვრულია...…

- 20 წლის ასაკში ყველა ლამაზია. 30 წლის ასაკში ყველა ლამაზი უნდა იყოს. კოკო შანელმა თქვა, თუ 30 წლის ასაკშიც არ ხარ ლამაზი, ე.ი. უტვინო ხარო. ვერ იპოვე შენი ფერი, სტილი, არ ჩამოგიყალიბდა გემოვნება. 40 წლის და უფრო დიდ ასაკშიც თუ ხარ ლამაზი, ე.ი. შინაგანად ძლიერი ხარ. ჩვენ ომგადატანილი თაობა ვართ. ბევრმა ოჯახმა მარჩენალი დაკარგა, გოგონებს ქმრები დაეღუპათ და თავის თავზე აიღეს ოჯახის რჩენა. რასაც ქართველმა ქალმა ხელი მოჰკიდა, გაცილებით უკეთ გამოუვიდა, ვიდრე კაცებს. ამიტომაც გადავწყვიტე, მათთვის სტიმული მიმეცა. ჩვენ ვართ მთელ კავკასიაში ქალების უნიკალური ვარიანტი. ამდენი გამოჩენილი, თვითრეალიზებული, კარგად შენახული ქალი კავკასიის სივრცეში არ არის.

- კონკრეტულ ჟურნალისტებზე დაწერ?

- რა თქმა უნდა, სოფიკო ნარჩემაშვილს ვეუბნებოდი, ჩემი მუზა შენ ხარ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს, ტელევიზორი რომ ჩავრთე და სოფიკო დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ქალბატონები, რომლებიც 20 წლის წინ მახსოვს ეთერში, დღეს უფრო წარმატებულები არიან, თან შვილიშვილებს ზრდიან. ასეთი ქალები სხვებისთვის მაგალითები არიან. ქუჩაში 60-ს გადაცილებულ ქალბატონებს რომ გადავხედოთ, მძიმე სურათი დაგვხვდება - არ მინდა, ჩვენც ასეთები ვიყოთ მაგ ასაკში ახალი თაობისთვის. შევძელით, რომ რისაც მთელ მსოფლიოს ეშინია, მესამე კრიზისის ასაკი, კარგად გავიარეთ. წიგნს ექნება ალბომის სახე, სადაც ჩავრთავ ბლიცინტერვიუებს და ფოტოებს ტელეკადრებიდან.

- ნანუკა ჟორჟოლიანი მოხვდება შენს წიგნში?

- არა, ნანუკას ეპოქა არ შეუქმნია, მე ასე მივიჩნევ, ეპოქა შექმნეს სოფიკო ნარჩე-მაშვილმა, ეკა ხოფერიამ, ნინო შუბლაძემ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიჰყავდათ გადაცემები მაშინ, როცა ქართული ტელევიზია ყალიბდებოდა. ამ წიგნში იქნება ნინო ჯანგირაშვილიც, ირმა ინაშვილი, მარინა სალუქვაძე, პოლიტიკური ნიშნით არავის ვყოფ. ეპოქალური ჟურნალისტია მაია ასათიანი. ეს წიგნი იქნება სტიმული იმ თაობისთვის, რომელსაც ღრმა დეპრესია აქვს. დღეს ყოველ მესამე გოგონას 25 წლამდე აქვს ღრმა დეპრესია. მათ თუ დღეს არ იმუშავეს და არ მოიშორეს ეს საშინელი სენი, 45 წლის ასაკში რას იზამენ? ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები, რომლებსაც სამონტაჟოებში გვკეტავდნენ იმის გამო, რომ გარეთ სამოქალაქო ომი იყო. ხან ვინ გვივარდებოდა შიგნით და ხან - ვინ. ყუმბარებს გვესროდნენ, ჩემი თაობის ჟურნალისტებს კანტუზია აქვთ. ჩვენ თუ არ დაგვემართა დეპრესია, შიმშილობა, უბედურება, წლობით უხელფასობა გადავიტანეთ და შევ-ძელით, რომ დღეს ადამიანებს ვგავართ, მათ რისგან აქვთ დეპრესია? საინტერესოა, უზრუნველყოფილი ცხოვრება ხომ არ უქმნის ახალგაზრდებს დეპრესიის საფუძველს?..

- წიგნს დავუბრუნდეთ, როდის წერ, რამდენიმე თვეა, რაც გათხოვდი.

- გამთენიისას. ჩემი მეუღლე დილის 6 საათზე საძინებლიდან რომ გამოდის, მხედავს, რომ კომპიუტერთან ვზივარ. ვიძინებ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, 1-2 საათზე, მაგრამ ვიღვიძებ ძალიან ადრე, 5-6 საათზე. დღე-ღამეში 4 საათს მძინავს და ეს მყოფნის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები