გოთინგენის უნივერსიტეტთან არსებული კლინიკის თანამშრომლებმა ახალშობილი ბიჭუნა გადაარჩინეს, რომლის წონა დაბადებისას 275 გრამი იყო, სიგრძე კი 27სანტიმეტრი.
გერმანელი მედიკოსების მიერ გადარჩენილი ახალშობილი მსოფლიოში დღეს მამრობითი სქესის ყველაზე პატარა წარმომადგენელია.
ბიჭუნა 2009 წლის ივნისში ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა. როგორც წესი, 350 გრამზე ნაკლები წონის ბავშვები ვერ ცოცხლობენ. ეს იღბლიანი პატარა კი 6 თვის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში (პატარა უკვე 4 კილოგრამს იწონიდა) ბიჭუნა ინკუბატორიდან გამოიყვანეს და მშობლებს მისი შინ წაყვანის უფლება მისცეს.
ამ სენსაციის შესახებ მედიკოსებმა მედიას მხოლოდ ახლა აცნობეს. დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა ცნობილი - იაპონელმა მედიკოსებმა 297-გრამიანი ბიჭუნას სიცოცხლე იხსნეს, ამერიკელმა ექიმებმა კი - გოგონასი, რომელიც დაბადებისას მხოლოდ 243 გრამს იწონიდა.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















