ორგანიზმის გაახალგაზრდავების საიდუმლო

ორგანიზმის გაახალგაზრდავების საიდუმლო

დაგროვილი ნალექებისა და ტოქსინებისაგან ორგანიზმის გაწმენდის მრავალი საშუალება არსებობს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

1. ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთი თვის განმავლობაში ათი სუფრის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს 1 ჭიქა კეფირი დაასხით და მიირთვით. ორგანიზმის ძლიერი გაჭუჭყიანების შემთხვევაში იგივე პროცედურა დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე გაიმეორეთ.

2. ორი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ, ჭამის წინ, ათი აბი აქტიური ნახშირი 1 ჭიქა წყლით დალიეთ.

3. ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა. მიიღეთ წყალზე დამზადებული მსუბუქი სუპები, წვენები, ხილი, ბოსტნეული, ბალახის ჩაი,

მინერალური წყალი და კეფირი.

4. კვირაში 2-ჯერ ბოსტნეულის წვენებით განტვირთვის დღე მოაწყვეთ (იდეალურია გოგრის წვენი). დანარჩენ დროს ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული ჭამოთ.

5. აფთიაქში შეიძინეთ მინდვრის შვიტა, მოხარშეთ ინსტრუქციის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ დალიეთ, როგორც ჩაი.

6. დღე დაიწყეთ ჭიქა ცხელი წყლით, რომელშიც შერეული იქნება ლიმონის წვენი ან ორი კოვზი ვაშლის ძმარი და ერთი კოვზი თაფლი.

7. ყოველდღე ჭამეთ ერთი ულუფა ბრინჯი ან შეგიძლიათ კვირაში ორჯერ "ბრინჯის დღე" მოაწყოთ. რამდენიც გენებოთ, იმდენი ბრინჯი მიირთვით, ოღონდ მარილის გარეშე. მრავალფეროვნებისთვის ასევე შეგიძლიათ ბრინჯი საწებელთან, თაფლთან, ფრუქტოზასთან, ხილთან და ბოსტნეულთან ერთად ჭამოთ.

გასაგებია, ერთი გაწმენდით ვერ გალამაზდებით. თმამ რომ იბრწყინოს, თვალებს ელვარება რომ არ დააკლდეს, ხოლო კანმა თავისი სინორჩით გარშემო მყოფნი გააოცოს, ორგანიზმი მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით - ვიტამინებითა და მიკროელემენტებით - მოამარაგეთ.

რომელი წყაროდან მივიღოთ ისინი? შემადგენლობის სიუხვით არც ერთ ხელოვნურ პრეპარატს არ შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს ყველაზე დაჩიავებულ-გაღარიბებულ ხილსა და ბოსტნეულსაც კი. თანაც საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან ერთად ხილი და ბოსტნეული სხვა ძვირფას ნივთიერებებსაც შეიცავს. მთავარია იცოდეთ, სად იპოვოთ ისინი.

ქორფა მწვანილი - ვიტამინებისა და მიკროელემენტების საიმედო წყაროა. მაგალითად, კამა 15-ჯერ მეტ  c ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი და სხვა საჭირო ვიტამინები. ამას ემატება 12 მნიშვნელოვანი მიკროელემენტი. ნიახური, საოცრად ბალანსირებული სახით B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექტს შეიცავს. არანაკლებ სასარგებლოა ოხრახუში და რეჰანი. გარდა ამისა, ყველა ქორფა მწვანილს ერთი საერთო თვისება გააჩნია - ისინი უჯრედების აქტივოაბს ამაღლებენ.

წიწაკა შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას - კაპსაიცინს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასში რეკორდული რაოდენობითაა კაროტინი (განსაკუთრებით წითელ წიწაკაში), ვიტამინი c, სილიციუმი (ის აუცილებელია ჩვენი თმების ნორმალური მდგომარეობისათვის). წიწაკა შესანიშნავია იმითაც, რომ მთელ თავის შესანიშნავ შემადგენლობას გაყინულ ფორმაშიც სრულად ინახავს.

ნიორი სხვა უამრავ სასარგებლო თვისებასთან ერთად კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აღადგენს და სახის კარგ ფერს უზრუნველყოფს.

თავხვეული კომბოსტო B ჯგუფის ვიტამინების მთელ ნაკრებს, ვიტამინ c-ს, თუთიისა და მანგანუმის დიდ რაოდენობას და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. კომბოსტო უჯრედების ზრდის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ სტიმულატორად ითვლება, ე.ი. მას აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებების ფლობს.

დამწნილებული კომბოსტო პოლივიტამინების წყაროა. ფერმენტაციის პროცესის წყალობით, მასში B12 ვიტამინის მეტი რაოდენობა წარმოიქმნება, დაცულია  c ვიტამინის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონაწილეობს პანტოტენოვის მჟავას (B12) წარმოქმნაში, რომელიც თმის ბრწყინვალებასა და ფრჩხილების სიმაგრეს განაპირობებს. დამწნილებული კომბოსტო, მიუხედავად მასში მარილის არსებობისა, ორგანიზმის შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა. ამისათვის საჭიროა კვირის განმავლობაში მხოლოდ ამ პროდუქტით იკვებოთ (შეგიძლიათ შავი პურიც დაუმატოთ).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

C

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი