სიგარეტი ძვლებს ვნებს

სიგარეტი ძვლებს ვნებს

სიგარეტი რომ ფილტვებისათვის საზიანოა, ეს ალბათ ყველა მწეველმა იცის, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ სიგარეტი ძვლებს ვნებს. ამერიკელი ორთოპედების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მოწევა უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ძვლებზე, სახსრებსა და კუნთოვან ქსოვილებზე. ნიკოტინი ანელებს ქსოვილთა განახლების პროცესს და ახდენს C და E ვიტამინების ანტიოქსიდანტური მოქმედების ბლოკირებას. გარდა ამისა:

. მწეველებში იზრდება ძვლების მოტეხილობის ალბათობა;

. მოტეხილი ძვლების შეხორცების პროცესი ხანგრძლივდება;

. მწეველები უფრო ხშირად განიცდიან ტკივილებს ზურგის არეში, ვიდრე არამწეველები;

. მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ ხერხემლის გამრუდება და დისკოზი, ვიდრე არამწეველებს;

. მწეველებში ასევე ფერხდება ძვლოვანი უჯრედების წარმოშობის პროცესი;

. მწეველ ქალებს კი მენოპაუზის შემდეგ მეკვეთრად უმცირდებათ ძვლოვანი მასა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი