ბავშვის სქესის დადგენა მე-7 კვირაშიც შესაძლებელია

ბავშვის სქესის დადგენა მე-7 კვირაშიც შესაძლებელია

ექიმებმა შეიმუშავეს ტესტი სისხლის ანალიზის საფუძველზე, რომელიც მომავალი ბავშვის სქესს უკვე 7 კვირაში ავლენს და ეს სამი თვით ადრეა, ვიდრე აქამდე იყო

შესაძლებელი.  ახალი ტესტი დნმ-ში მამაკაცის Y-ქრომოსომის არსებობას ამოწმებს. მამაკაცის უჯრედები წყვილ ქრომოსომას შეიცავს,  ქალისა კი XX-ს, ამიტომ თუ მომავალი დედის სისხლში Y-ქრომოსომას აღმოაჩენენ, ბიჭი დაიბადება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტესტის სიზუსტე 99%-ს შეადგენს.

ახალი მეთოდს უკვე იყენებენ აშშ-ში, ისრაელსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ბრიტანეთში ამ ტესტის ღირებულება 300 გირვანქა სტერლინგია. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ორსულობის ასეთ ადრეულ სტადიაზე სქესის დადგენამ, შესაძლია, ზოგიერთ ქალბატონს ორსულობა შეაწყვეტინოს, თუ ტესტის პასუხი მომავალი ბავშვის სასურველ სქესს არ ემთხვევა. DNK

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)