საკვების ფერი წონაზე მოქმედებს

საკვების ფერი წონაზე მოქმედებს

როცა გული დარდისგან ილევა და იწურება, კუჭი ნერვიულ ნიადაგზე იკუმშება, ანუ როცა მსუბუქ დეპრესიაში იმყოფებით, მენიუ უნდა გამდიდრდეს არა მხოლოდ შოკოლადითა და ტკბილეულით, არამედ ცივი ფერის კერძებით, როგორებიცაა: მოხარშული თევზი, ბადრიჯანი, ყურძნის წვენი. როცა ენერგეტიკული ძალა გჭირდებათ, უნდა აირჩიოთ თბილი, ყვითელი ან ნარინჯისფერი ტონების საკვები: პომიდვრის წვნიანი მაკარონით, თევზი და ყველაფერი, რაც სასარგებლო მზისფერს ასახავს.

თეთრი: ამგვარი ფერის საკვები დეტოქსიკაციის სინონიმია, რაც ორგანიზმის შიგნიდან მოვლას გულისხმობს. თეთრი საკვები ეხმარება ცნობიერებას ძველი ან მძიმე მოგონებებისგან გათავისუფლებაში, სიმამაცეს გმატებთ. თეთრს მიეკუთნება არა მხოლოდ მაკარონის ნაწარმი და ბრინჯი, არამედ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ხახვი, ნიორი, სიმინდის ზეთი. არ დაივიწყოთ აგრეთვე ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახურის ძირი.

ყვითელი: მზისფერი მენიუ შესანიშნავია მათთვის, ვინც თავის ტვინისგან ბევრს ითხოვს. ყვითელი ფერი ეხმარება გონების კონცენტრაციას, შემოქმედებით მუშაობას, ინტუიციას. ყვითელი კერძები ასევე სასიკეთოდ მოქმედებს კომუნიკაციებისა და ურთიერთობების მოწესრიგებაში. ლიმონის წვენი, მაგალითად, წმენდს სისხლს, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების ფორმირებას და გაზანტებულ ღვიძლს ააქტიურებს.

მწვანე: თეფშზე მწვანე სალათა, არტიშოკი, ბარდა, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ. ფაქტობრივად, მწვანე საკვები ნერვულ იმპულსებს წარმოშობს, ენერგიას ამაღლებს, ახშობს აგრესიას და გაღიზიანებას. გარდა ამისა, მწვანე ფერი მთელი დღის დაძაბული მუშაობის შემდეგ სულიერ წონასწორობას აღადგენს. სალათის მომზადებისას არ გადაყაროთ ის ფურცლები, რომლებიც სხვებთან შედარეიბთ უფრო მუქად გამოიყურება. სწორედ ისინია განსაკუთრებით მდიდარი ბეტაკაროტინით.

ნარინჯისფერი: სტაფილო, გოგრა, ნესვი, ფორთოხალი და ყველა პროდუქტი, რომლებშიც მონაწილეობს ენერგიით სავსე წითლისა და ყვითლის სრული შეთანხმება. ნარინჯისფერი მენიუ ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, ამ ფერს განსაკუთრებით პატივს სცემენ და აფასებენ ოპტიმისტები, თავგადასავლების მოყვარულები და აგრეთვე ყოველდღიური რუტინით გაზარმაცებულები. ამ ფერს ქმნის ბეტაკაროტინი, ეფექტური ანტიმჟანგავი, რომელიც ხარშვის პროცესში არ იშლება და ორგანიზმს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს.

იასამნისფერი: უფრო ძლიერია, ვიდრე ლურჯი. ასუფთავებს სულის ყველა გზასა და ხვეულს. ეს საუკეთესო ფერია მათთვის, ვინც ღრმა მედიტაციას საჭიროებს და ცხოვრების რელიგიური აზრის ძიებაშია. იასამნისფერი კერძები დაგეხმარებათ თქვენს ხასიათში მატერიალური მიდრეკილება ჩაახშოთ და პირველ პლანზე სულიერი ასპექტი წამოსწიოთ. შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ბადრიჯანს, იასამნისფერ სატაცურსა და ზოგიერთი სახის იასამნისფერკანიან კარტოფილს შორის. ეს ფერი დადებითად მოქმედებს სუნთქვაზე და აჩქარებულ გულის რიტმს ანელებს.

ლურჯი: სიმბოლურად გამოხატავს ძალას. ამიტომ მენიუ, რომელიც მთლიანად წარმოდგენილია ლურჯ ტონებში, სასარგებლოა, როცა კონტროლს კარგავთ პირად ცხოვრებასა და ემოციებზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენდა შეუმჩნევლად საკუთარ მოთხოვნა-საჭიროებებს აღარ უსმენთ, ანგარიშს მხოლოდ სხვისას უწევთ. ასეთი პროდუქტებია მუქი ყურძენი, ქლიავი, მოცვი. ისინი მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც სისხლძარღვებსა და გულს, აგრეთვე მხედველობის ორგანოებს იცავს. ამასთანავე შესანიშნავი შარდმდენი საშუალებებია.

წითელი: წითელი ფერი აღვიძებს ვნებას და ახალი სიყვარულისკენ ინტერესს აძლიერებს. წითელი ბოსტნეული და ხილი მდიდარია პიგმენტებით, რომლებიც ძლიერ ანტიმჟანგავებად ითვლება და რომლებიც უჯრედებს დაბერებისგან იცავს. გარდა ამისა, მარწყვსა და ბალში ბევრია ფლავონოიდები, რომლებიც კაპილარებს ამაგრებს. წითელი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ქრომოთერაპევტების უკანასკნელი მონაცემებით, ჭარბი წონა ან მეტისმეტი სიგამხდრე ნაწილობრივ ცისფრისა და წითელი ფერის საკვების ბალანსზეა დამოკიდებული. "ჭარბწონიანებმა უპირატესობა მიანიჭეთ წითელ პროდუქტებს, - აცხადებს ფსიქოლოგი ნიკოლა სორენტინო, - ისინი, ვინც სიგამხდრით იტანჯებიან, იმავე პრინციპით, ლურჯ საკვებს უნდა მიეძალონ და წითლისგან თავი შეიკავონ".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი