ქალები მოჭრილი მკერდის გაზრდას შეძლებენ

ქალები მოჭრილი მკერდის გაზრდას შეძლებენ

ბრიტანელი და ავსტრალიელი მეცნიერები სულ მალე იმ ქალების პრობლემას გადაჭრიან, რომლებმაც მკერდის ამპუტაცია გადაიტანეს.

ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა, მკერდის უჯრედულ დონეზე გაზრდას უზრუნველყოფს. ასეთსა და ჩვეულებრივ მკერდს შორის არავითარი განსხვავება არ იქნება.

ტექნოლოგიის შემქმნელთა თქმით, ახალი მკერდი პაციენტის ცხიმოვანი უჯრედებისგან იქმნება, მკერდი 6-დან - 12 თვემდე იზრდება.

ჯერეჯერობით ახალი მკერდი საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა, მაგრამ ბრიტანელი და ავსტრალიელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ახალი მკერდის გაზრდა ნებისმიერი ქალისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

სავსებით შესაძლებელია, ამ ტექნოლოგიით ის სახელმწიფო და საქველმოქმედო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ, რომლებიც მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს ეხმარებიან.

მომზადებულია isra.com-ის მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი