07:06 / 03-03-2011
მშობიარობის შემდეგ ქალები უფრო ჭკვიანები ხდებიან
უცხოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის მეორე-მეოთხე კვირას და მშობიარობიდან სამი-ოთხი თვის შემდეგ, ქალბატონებს ტვინის ზოგიერთ ნაწილში ნაცრისფერი ნივთიერების ზრდა აღენიშნებათ. ეს აღმოჩენა გარკვეულწილად სენსაციაა, რადგან ადრე მიაჩნდათ, რომ ადამიანის ტვინი ზრდას 15-16 წლის ასაკში წყვეტს.

ამ ეფექტს მეცნიერები მიაწერენ "ჰორმონალურ შეტევას", რომელსაც ქალის ორგანიზმი ორსულობისა და მშობიარობის დროს განიცდის. გაირკვა ისიც, რომ იზრდება ტვინის ის ზონა, რომელიც ემოციას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს აკონტროლებს. ასე რომ, სპეციალისტთა დასკვნით, ქალბატონები შვილის გაჩენის შემდეგ იმის გამოც ჭკვიანდებიან, რომ "ტვინი ეზრდებათ".

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49