როგორ ავიღოთ ნებართვები თბილისის მერიიდან

როგორ ავიღოთ ნებართვები თბილისის მერიიდან

დედაქალაქის მერიიდან ამა თუ იმ საკითხზე ნებართვის აღება სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო. ფანჯრის გამოცვლიდან დაწყებული - ნაგვის გატანით დამთავრებული, ყველაფერს ქალაქის ადმინისტრაციის თანხმობა სჭირდება. როდის და რა შემთხვევაშია საჭირო მერიიდან ოფიციალური ნებართვის აღება, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პრობლემები და ჯარიმები თავიდან აიცილოთ. თქვენს კითხვებს დედაქალაქის მერიაში პასუხობენ.

სოფო:

მაქვს მიწის ნაკვეთი თბილისის გარეუბანში. მინდა სახლის აშენება. რა პროცედურებთან არის ეს დაკავშირებული, რა ნებართვები მჭირდება და რაც მთავარია, რა ხარჯებს უკავშირდება მშენებლობისთვის მოსამზადებელი პერიოდი?

-მნიშვნელობა არ აქვს თქვენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა ქალაქის გარეუბანში. კერძო სახლის მშენებლობისთვის ნებართვის ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურში“ და იყოფა შემდეგ სტადიებად:

I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა 12 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 დღეში - 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი;

II სტადია – თქვენს მიერ შემოტანილი არქიტექტურული პროექტის დამტკიცება 20 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 დღეში – 300 ლარი; 3 დღეში – 1000 ლარი; 1 დღეში – 1500 ლარი;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 1 დღეში - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი.

II და III სტადია შესაძლებელია სამსახურის მიერ გაიცეს გაერთიანებულად, 18 სამუშაო დღეში. დაინტერესებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებულ ვადებზე დაწესებული საფასურის შეკრება.

თამაზი:

როცა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება მინდა, რაიმე ვადები არის დაწესებული, რომე გარკვეულ დროში უნდა ავაშენო? უფასო პროექტებზეც მსმენია და იქნებ განმიმარტოთ, როგორ უნდა გამოვიყენო ეს პროექტები?

-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით განისაზღვრება სამშენებლო ვადები, კერძოდ არქიტექტორის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, სამსახური განსაზღვრავს მშენებლობის ვადას, თუმცა ამისათვის საკითხი უნდა იქნას შესწავლილი, ვინაიდან მშენებლობის ვადების გათვლა შესაძლოა მოხდეს ობიექტის კლასის მიხედვით. რაც შეეხება საჩუქარ პროექტებს, თქვენ შეგიძლიათ სამსახურის ვებ გვერდის WWW.TAS.GE საშუალებით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, შემდეგ უნდა განისაზღვროს შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობა თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შემდგომ თქვენი განაცხადის საფუძველზე სამსახურიდან გამოითხოვთ პროექტს 3 სამუშაო დღეში.

ნანა:

საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გვაქვს ეზო და სახლი. გვინდა, რომ ეს ეზოც და სახლიც გავყოთ, ანუ ორ მფლობელზე გავანაწილოთ. როგორ შეიძლება ამის კანონიერად გაკეთება?

-ობიექტის ან მიწის ნაკვეთის გამიჯვნის თაობაზე უფლებამოსილია იუსტიციის სახლი.

ქეთევანი:

კერძო ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გამოცვლას ნებართვა ჭირდება? გვინდა, ოდნავ შევუცვალოთ მდებარეობა.

-კერძო სახლის ეზოს ჭიშკრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გამოცვლას ესაჭიროება ნებართვა. თუ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს უნდა მიმართოთ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს" . სხვა შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "თბილისის არქიტექტურის სამსახური"–ში უნდა წარმოადგინოთ ფოტო და ფოტომონტაჟი.

ნანა:

რამდენ სამუშაო დღეში ხდება შეაძლებელი სამშენებლო ნებართვის აღება? რა თანხებთან არის დაკავშირებული?

-მშენებლობის ნებართვა იყოფა სტადიებად და ყველა სტადიას გააჩნია თავისი ვადა და არის უფასო გარდა მშენებლობის მოსაკრებელისა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახური“–ს გააჩნია დაჩქარებული მომსახურება და თანხობრივი ოდენობა განისაზღვრება სტადიების მიხედვით, კერძოდ:

I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა 12 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 დღეში - 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი;

II სტადია – თქვენს მიერ შემოტანილი არქიტექტურული პროექტის დამტკიცება 20 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 დღეში – 300 ლარი; 3 დღეში – 1000 ლარი; 1 დღეში – 1500 ლარი;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 1 დღეში - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი.

II და III სტადია შესაძლებელია სამსახურის მიერ გაიცეს გაერთიანებულად, 18 სამუშაო დღეში. დაინტერესებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებულ ვადებზე დაწესებული საფასურის შეკრება.

ლალი:

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მფლობელი და როგორ ხდება პროექტის დამტკიცება, რა საბუთებია საჭირო?

-მესაკუთრეს მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ქონდეს გამართული. არსებობს ზოგადი მშენებლობის ნებარვის სტადიები, თუმცა იმისათვის რომ განვსაზღვროთ რა ტიპის დოკუმენტაციები უნდა წარმოადგინოთ, სამსახურმა უნდა იცოდეს თუ რომელი კლასის ობიექტზეა საუბარი, ამისათვის უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახური“–ის საკონსულტაციო განყოფილებას.

I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა 12 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 დღეში - 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი;

II სტადია – თქვენს მიერ შემოტანილი არქიტექტურული პროექტის დამტკიცება 20 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 დღეში – 300 ლარი; 3 დღეში – 1000 ლარი; 1 დღეში – 1500 ლარი;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 1 დღეში - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი.

II და III სტადია შესაძლებელია სამსახურის მიერ გაიცეს გაერთიანებულად, 18 სამუშაო დღეში. დაინტერესებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებულ ვადებზე დაწესებული საფასურის შეკრება.

თამარი:

ვინ გასცემს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ბინის რემონტისათვის სანებართვო მოწმობას? კერძოდ, მინდა ორ ოთახს შორის კარის გაჭრა.

-უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს" .

მანანა:

თბილისში მიწის ნაკვეთზე კერძო სახლის ეზოში მსურს დამხმარე სათავსოს კერძოდ პატარა სამზარეულოს აშენება(2.5-2კვ.მ). რამე ნებართვა არის საჭირო?

-თუკი თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე არსებული საცხოვრებელი სახლის ფართი შეადგენს 60 კვ.მ–ზე ნაკლებს და გსურთ პატარა სათავსოს, კერძოდ პატარა სამზარეულოს მოშენება, ან გსურთ ცალკემდგომი დამხმარე შენობის განთავსება, უნდა წარმოადგინოთ ფოტო და ფოტომონტაჟი მასალებისა და ზომების დატანით, რაზეც ნებართვა გაიცემა 5 სამუშაო დღეში. ხოლო თუ არსებული საცხოვრებელი სახლი აღემატება 60 კვ.მ–ს ასეთ შემთხვევაში უნდა მოამზადოთ სრული არქიტექტურული პროექტი და ნებართვა უნდა გაიცეს სამი სტადიით, კერძოდ:

I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა 12 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 დღეში - 100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი;

II სტადია – თქვენს მიერ შემოტანილი არქიტექტურული პროექტის დამტკიცება 20 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 დღეში – 300 ლარი; 3 დღეში – 1000 ლარი; 1 დღეში – 1500 ლარი;

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა 5 სამუშაო დღეში უფასოა; დაჩქარებული მომსახურების საფასური 1 დღეში - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი.

II და III სტადია შესაძლებელია სამსახურის მიერ გაიცეს გაერთიანებულად, 18 სამუშაო დღეში. დაინტერესებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებულ ვადებზე დაწესებული საფასურის შეკრება.

მაია 222:

ვცხოვრობ 2 სართულიანი სახლის 1 სართულზე. მეზობლებმა ადრე გაწიეს წინ ლოჯიები. მეც მინდა მათ გაუსწორო და ისე გავაკეთო. რა არის ამისთვის საჭირო?

-ვინაიდან ცხოვრობთ საცხოვრებელი ორ სართულიანი სახლის პირველ სართულზე და გსურთ მოშენება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "თბილისის არქიტექტურის სამსახური"–ში უნდა წარმოადგინოთ ესკიზური პროექტი, რასაც განიხილავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "თბილისის არქიტექტურის სამსახური" და დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა შეათანხმოთ სრული არქიტექტურული პროექტი. დეტალური კონსულტაციისათვის მიმართეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ "თბილისის არქიტექტურის სამსახური"–ის საკონსულტაციო განყოფილებას.

ბადრი:

მეორე ტუალეტი გავაკეთე ბინაში (პირველ სართულზე ვცხოვრობ) და ეზოში არსებულ კანალიზაციის ჭასთან მინდა შეერთება. ვის მივმართო, როგორია პროცედურების თანმიმდევრობა და რა ღირს ნებართვის აღება?

-არსებული საკითხი, კერძოდ საკანალიზაციო ჭასთან მილების მიერთება შესაძლოა გულისხმობდეს სხვადასხვა მახასიათებლების გაყვანილობას, ასევე დასადგენია აღნიშნული სამუშაო ხდება თუ არა წითელი ხაზების შიგნით. იმისათვის რომ დადგინდეს აღნიშნული გარემოებები უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახური“–ის საკონსულტაციო განყოფილებას.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას