რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი

რა შემთხვევაში შეიძლება მოგენიჭოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი

სოციალურად დაუცველებისთვის სტატუსის მინიჭების წესები იცვლება. სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გია კაკაჩია პასუხობს.

ვახო:

ვარ უმუშევარი.  57წლის. სხვის სახლში ვცხოვრობ, რადგან მაქვს ჯანრთელობის პრობლემები. ერთი პერიოდი ვიღებდი პენსიას 28 ლარის ოდენობით. მერე მომიხსნეს ეხლა არ ვღებულობ არავითარ დახმარებას.  მესაჭიროება მკურნალობა რა შეგიძლიათ?

-სავარაუდოდ, რადგან 28 ლარზე ალაპარაკი, აქ იქნება შეზღუდული შესაზლებლობების მქონე სოციალური პაკეტი. ალბათ იყო ვადიანი და შესაბამისად, შესაძლებელია შემოწმებაზე არ მივიდა. აქედან გამომდინარე ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. თუ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, მან თავიდან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია სოციალური პაკეტის დანიშვნა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემებს, ზოგადად, სოციალურად დაუცველია თუ არა, ნებისმიერ დამიანზე ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შესაბამისად მას შეუძლია იმკურნალოს ამ პროგრამის ფარგლებში. თუ არის შემთხვევა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ხდება მისი დაფინანსება, მაშინ შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს იდივიდუალური დახმარების პროგრამაში. რისთვისაც უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დაავადების, "ფორმა #100"  და კალკულაცია.

ქეთევანი:

ვარ მარჩენალ დაკარგული, მყავს 14 წლის შვილი, რომელსაც ეძლევა ობლობის პენსია, სხვა შემოსავალი არ მაქვს, ვცხოვრობ სოფელში, მეკუთვნის თუ არა სოციალური დახმარება?

-კონკრეტული ოჯახი, რომელიც  ღებულობს მარჩენალდაკარგულის პენსიას, რაც შეადგენს თვეში 100 ლარის ოდენობას. ცალსახად ჩვენ ვერ ვიტყვით სოციალურ დახმარებას მიიღებს თუ არა, მაგრამ მან ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართოს თავის რაიონული განყოფილების სოციალური მომსახურების სააგენტოს. შეავსოს ფორმა, სადაც მიუთითებს ოჯახის წევრთა რაოდენობა. შედეგად განხორციელდება სოციალური აგენტის ვიზიტი და ამის შემედგ გვეცოდინება კონკრეტულად იქნება თუ არა ეს ოჯახი სოციალური დახმარების მიმღები თუ არა.

მაიკო:

რა კრიტერიუმებია საჭირო სოც. დაუცველთა სტატუსისთვის? ახლა კი მეძლევა, მაგრამ გავიგე მაცივარში არის თუ არა საჭმელი იმით შეაფასებენო? ჩვენ წლებია ყოველკვირა მონასტერი გვაწვდის საჭმელს, პროდუქტს და გამოდის, რომ ამის გამო უნდა მომეხსნას? გვაქვს კომპიუტერი, მაცივარი, რომელიც გვაჩუქეს, ამის ცნობაც მაქვს...ჩემს პატარა სახლში ვინც შემოვა მიხვდება, რომ ამ სახლის პატრონს არ შეიძლება რამე საკუთარი ფულით ნაყიდი გააჩნდეს, ისეთ მდგომარეობაშია. ვარ  პირველი ჯგუფის ინვალიდი, ონკოლოგიური ავადმყოფი, შვილი არ მუშაობს. გარდა სახელმწიფო დახმარებისა და ჩემი ინვალიდობის პენსიისა ჩვენ სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია.

-ზოგადად რომ ვილაპარაკოთ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე, აქ არის იგივე პროცედურა: პირველ რიგში მიმართავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს. შედეგად ხორციელდება აგენტის ვიზიტი ოჯახში და ივსება დეკლარაციის სპეციალური ფორმა. დეკლარაციაში არის სხვადსხვა ტიპის შეკითხვები, რომელიც შეეხება პირის სოციალურ სტატუსს. ამ შემთხვევაში იგულისხმება პენსიონერი, მარჩენალდაკარგული, შეზღუდული შესაძლებელობების  მქონე პირი, დევნილი, ბავშვები, ხანდაზმული პირები. შესაბამისად ამ კეტეგორიას გააჩნია თავისი "წონა" და რაც უფრო წონადია კატეგორიაა, მით უფრო დაბალია ოჯახის  ქულა. გარდა სოციალური სტატუსისა, სხვა შემთხვევაში არის შემოსავლების თემა. აქვს თუ არა ოჯახს გარკვეული შემოსავლები, რომლებიც ყოველთვიურად მოწმდება შემოსავლის ბაზაში და შესაბამისი ინფორმაცია არის დადსტურებული, ამასთანავე არის უკვე სხვა მონაცემები. როგორიც არის: ფლობს თუ არა ოჯახი მიწას, აქვს თუ არა მას გარკვეული ტექნიკა, მაგრამ ამავდროულად აქვთ დაბალი ქულა. შესაბამისად, მაცივარში რა პროდუქტები დევს ამას არავინ არ ამოწმებს. ეს კითხვები არ შედის დეკლარაციაში. არსებობს ოჯახის უფლებამოსილი წევრის ხელმოწერა დეკლარაციის თითოეულ გვერდზე და ის, ამით ადასტურებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც არის დეკლარაციის ფურცლებზე შევსებული შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად არის კიდევ ისეთი კატეგორია, სადაც გარკვეულ ოჯახებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, ან ცენტრალური ხელისუფლება, ან საერთაშორისო ორგანიზაციები ჩუქნიან გარკვეულ ნივთებს, ეს შეიძლება იყოს, მაცივარი, გაზქურა, გამათბობელი და ა.შ. თუ ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, რომ ის არის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი. ეს ნივთი არ გაითვალისწინება ქულათა გამოთვლის დროს.

დარეჯანი:

ვარ მარტოხელა პენსონერი, ონკოლოგიური დაავადებით. მეკუთვნის თუ არა სოციალურად დაუცვლის სტასუსი?

-სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის თუ არა, ამ შემთხვევაში სანამ არ მიმართავს კონკრეტულად სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჩვენ ამის შესახებ არ გვეცოდინება. საქართველოში დრეს მუშაობს სოციალურად დაუცველთა მონაცემთ ბაზა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული შინა მეურნეობის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ადამიანი არის უმუშევარი თუ არა. ფლობს თუ არა გარკვეულ შემოსავალს, თუ არა. ეს არის ერთობლიობათა ჯამი, კონკრეტულ ოჯახში რა სიტუაციია და როგორ არის. რა ნივთებია, რა სტატუსის ხალხის და რა შემოსავლებია. ყველაფერი ამის შედეგად, როდესაც ეს შეივსება დეკლარაციაში, მხოლოდ ამის შემედგ ხდება ქულის დაჯამება და შესაბამისის სარეიტინგო ქულის მინიჭება. შესაბამისად წინასწარ, ოჯახი მიიღებს თუ არა სოციალურ დახმარებას, ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს.  შეიძლება ოჯახში არსებობდეს გარკვეული შემოსავალი, მაგრამ ამასთანავე ოჯახში იყოს არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, სეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ეს შემოსავალი გადაწონოს ამ სოციალურმა კატეგორიამ და ოჯახის სარეიტინგო ქულა მაინც იყოს დაბალი.

ნინო:

ვართ ოჯახი, რომელსაც აფხაზეთში დაგვეღუპა შვილი.  მეუღლე პენსიონერია, ავადმყოფი.  მეც პენსიონერი. ერთი შვილი სტუდენტი გვეკუთნის თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი?

- ოჯახი თუ არის დევნილი, მას ეკუთვნის დევნილის შემწეობა ცალსახად. ამასთანავე მას შეუძლია ამოირჩიოს დევნილის შემწეობასა და სოციალურ დახმარებას შორის ერთ-ერთი. ასევე შეუძლიატ მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილსაც აქვს გარკვეული "წონები" და ეს ფაქტობრივად მოქმედებს ოჯახის სარეიტინგო ქულაზე. ის ამცირებს ამ ქულას. შესაბამისად ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გამოთვლილი იქნება სარეიტინგო ქულა.

ელენე:

შვილმკვდარ დედას რომელიც ჩავარდნილია ლოგინად არ ყავს მეუღლე. სახლში არავინ არ მუშაობს. ესაჭიროება წამლები, პამპერსი, საჭმელი. ყავს ინვალიდი მეორე შვილი რომელიც ვერ ხედავს. ასეთ ოჯახს თუ ეკუთვნის დახმარება და რა სახის?

-ამ შემთხვევაში, თუ არის ქალბატონი ჩავარდნილი, მას შესაძლებელია ეკუთვნოდეს  შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირის სტატუსი, მაგრამ ამისთვის მან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა დადგინდეს ეს სტატუსი. თუ ლაპარაკია უსინათლო შვილზე, მასაც აქვს ანალოგიური უფლება, რომ სტატუსი დაიდგინოს. შესაძლებელია ამასთანავე ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუ არის ოჯახში, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ მათ მიიღონ სოციალური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. შესაძლებელია ამსთანავე შეძღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჩაერთოს სხვადსხვა ტიპის პროგრამებში. ჩვენ გვაქვს დღის ცენტრის მომსახურება ზრდასრული სეძღუდული შესძლებლობის მქონე პირისთვის. ამისთვის მათ უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ მიიღონ ამ პროგრამაში მონაწილეობა.

ლიკა:

თუ გადახედავთ ამ სოციალურებს კარგი იქნება, მემგონი უკვე ყველას აქვს მინიჭებული.  ბაგები ამ სოციალურებით არის გადატენილი. ამათ გამო ბავშვებს ბაღში ვერ ვარეგისტრირებთ.

- დღეისათვის სოციალური მომსახურების მიმღები არის 440 ათასი ადამიანი. ეს არის მიახლოებით 40 ათსი ოჯახი საქართველოს მაშტაბით. მეთოდოლოგია დამტკიცებული არის 2005 წლიდან. გავიდა ხანგრძლივი პერიოდი, გარკვეული ცვლილებები მოხდა. დღესდღეისობით გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მეთოდოლოგიის გადახედვაზე. ლაპარაკი არის როგორც "წონების" შეცვლის, ასევე  ადმინისტრირების საკითხის უკეთესად დაყოფაზე. შესაბამისად დღეისათვის გაგვაჩნია კონკრეტული მონაცემები, ფლობს თუ არა ოჯახი გარკვეულ შემოსვალს. ჩვენ ყოველთვიურად ვღებულობთ ინფორმაციას, არის თუ არა ოჯახის საკუთრებაში  გარკვეული უძრავი ქონება, ფლობს თუ არა სატრანსპორტო საშუალებას.  კვეთს თუ არა ოჯახის წევრები საზღვარს. რა სიხშირით მიდიან უცხოეთში და ბრუნდებიან უკან და ა.შ. შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ ის სუბიექტური კრიტერიუმები, რომლებიც დღეს არის და ცალსახად დამოკიდებული სოციალური აგენტის შეფასებაზე, გადავიყვანოთ ობიექტურ კრიტერიუმებზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება, როდესაც სოციალური აგენტი თვითონ აკეთებს შეფასებას, მაგალითად მიიჩნევს, რომ ღარიბი არის ღატაკი. არის ოჯახში თუ არა ჰიგიენური საშუალებები. არის თუ არა კბილის პასტა და ა.შ. ეს კრიტერიუმები შეიძლება სტატისტიკურად ძალიან გამართლებული იყოს. მაგრამ რეალობასი ბევრ პრობლემებს ქმნის. ამასთანავე ოჯახებმა ძალიან კარგად იციან ეს მეთოდოლოგია და ხშირ შემთხვევაში ხდება თვითონ ოჯახის მიერ ამ ნივთების გადამალვა. ან თვითონ სოციალური აგენტი გარკვეულ შემთხვევაში შეღავათებსაც უწევს ოჯახს. ყველა ეს პრობლემა რომ მოიხსნას ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ.

ამასთანავე იცით, რომ ბაგა-ბაღების პრობლემა არ არის დამოკიდებული ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ რახან შეხება გვაქვს თითოეულ მოსახლესთან, მას შემედგ რაც საბავშვო ბაღები გახდა უფასო, არცერთ საბავშვო ბაღში ადგილები არ არის და რეალურად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ მოძებნონ გარკვეული შენობები, რათა რაიონების მიხედვით აღადგინონ საბავშვო ბაღი, რომ ეს პრობლემა ამოიწუროს.

მეგი:

სამსახურის გაუქმების გამო დავრჩი უმუშევარი.ვარ უქმარ-შვილო, ამჟამად ვცხოვრობ რაიონში მშობლებისგან დატოვებულ სახლში, არ მაქვს არანაირი შემოსავალი. თვეში 50-60 ლარით მეხმარება ძმა, რომელსაც თვითონაც უჭირს, ყავს 4 შვილი. მაინტერესება მეკუთვნის თუ არა სოციალური დახმარება?

-დღეს სოციალური დახმარება პირდაპირ არ არის დაკავშირებული უმუშევრობის სტატუსთან, არსებობს შრომისა და დასაქმების სტრატეგია, რომელიც მუშაობს ზუსტად იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე. უნდა მოხდეს მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამასთანავე გარკვეული სამუშაო ადგილების შეთავაზება. ადამიანი თუ არის უმუშევარი ეს არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ მან სოციალური დახმარება მიიღოს, ან არ მიიღოს. გარემოებები თამაშობენ გარკვეულ როლს. თუ არის უმუშევარი ადამიანი და არის შრომისუნარიანი, ამას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ადამიანი იყოს საპანსიო ასაკის და არ მუშაობდეს. ამასთანავე არსებობს სხვა ბევრი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. ეს დაკავშირებულია, იმაზე აქვს თუ არა ამ ოჯახს დროებითი შემოსავალი. ან სისტემატური შემოსავალი, თუნდაც ნათესავები, ან მეგობრები ეხმარებიან. ფლობს თუ არა ის, გარკვეულ უძრავ ქონებას. რა მდგომარეობა აქვს სახლში. აქვს თუ არა მას თანამედროვე ტექნიკა, აქვს ავტომობილი თუ არა. თუ ეს ფაქტორები არ არსებობს, სანამ კონკრეტული ადამიანი არ მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ მოხდება მისი შეფასება და დეკლარაციის შევსება. ძალიან რთულია იმაზე პასუხის გაცემა, მიიღებს თუ არა ის სოციალურ დახმარებას.

ანა:

მართლა გაჭირვებულებს უხსნიან სოციალურ დახმარებას და იმათ აქვთ, ვინც ბინის ქირაში თვეში 300 ლარს იხდიან და ხელფასი 1000 ლარზე მეტი აქვთ. მუშაობთ თუ არა მსგავსი საქმეების გადახედვაზე?

-რეალურად პრობლემები დაგროვდა. სამწუხაროდ არის გარკვეული თემები, რომელიც ადმინისტრირებას ჩვენ ვერ ვახდენთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადამიანს ეს ბინა აქვს ნაქირავები, მეგობრის მიერ ნაჩუქარი. ახლობლის მიერ დროებით დათმობილი. საკმაოდ რთული არის ამის გარკვევა. ჩვენ ვინტერესდებით, კონკრეტულად იმ საცხოვრებელი პირობებით, რომლის დეკლარირებას ახდენს ადამიანი და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ის ქირით აქვს თუ მისი საკუთრებაა. შესაბამისად გარკვეული შემოსავლები, რომლის ადმინისტრირებასაც ჩვენ ვახორციელებთ და ინფორმაცია მოგვდის, ეს შეიძლება იყოს სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი. ლაპარაკია იმაზე, რომ როცა ადამიანები დეკლარაციას ხელს აწერენ, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შეგვატყობინონ არის თუ არა ოჯახში დემოგრაფიული ცვლილებები. იცვლიან თუ არა ისინი მისამართს. ჩნდება თუ არა ოჯახში ახალი შემოსავალი. გარკვეული ინფორმაციები ჩვენ უნდა მოგვაწოდონ. ხშირ შემთხვევაში სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი არის ის მიზეზები, რომ ამის შესახებ მოსახლეობა ჩვენ არ გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენ სხვა წყაროდან, ან სახელმწიფო უწყებებიდან ვიგებთ აღნიშნულ ინფორმაციას. იყო შემთხვევები როცა ვხდებოდით, რომ ოჯახი, რომელიც შედგება ოთხი წევრისგან და ოჯახის ერთმა წევრმა დატოვა საქართველო და უცხოეთში წავიდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ადრე ჩვენ არ გვქონდა შეხება საზღვრიპირა დაცვის დეპარტამენტთან, თუმცა დღეს უკვე ყოველთვიურად მოგვდის ინფორმაცია და ტუ ის ადამიანი სამი თვის განმავლობასი საქართველოში არ დაბრუნდა და ოჯახმა ეს ინფორმაცია არ გვაცნობა, მაშინ ასეთ ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდება, შემდგომი გადამოწმების მიზნით.

დენიზი:

რამდენი ხანია ქირით ვცხოვრობ. ქირას ვერ ვიხდი ამიტომ იძულებული ვიყავი დამეცალა ბინა. ბარგის შესანახად მეზობლის გარაჟი მაქვს  დროებით. მეკუთვნის თუ არა სოციალური დახმარება. ხერხემლის სკოლიოზი. ვარ აფხაზეთიდან.

-სოციალური დახმარება ინიშნება იმ ადგილებზე სადაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს. ამ სემტხვევაში ძირიტადი არგუმენტაციაა, ის , რომ ადამიანმა დაადასტუროს რომ იმ ადგილზე მუდმივი მაცხოვრებელია. ეს შეიზლება იყოს ავტოფარეხი, ე.წ "ბუტკა". თუ ჩანს რომ ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ამ ადგილზე, მ მოხდებ ამისი სოციალური შეფასება და დაენიშნება დახმარება.

ცირა:

25 წელია ქირით ვცხოვრობ ოჯახით, არანაირი დახმარება არ შემეხო. გაჭირვებით ვიხდით ქირას. არავინ ვმუშაობთ. მარტო მეუღლე დღიურად. ჩემი თხოვნაა დამაკვალიანოთ ვის მივმართო არ შეიძლება მთავრობამ საცხოვრებელი გამომიყოს და ეს თანხა ბიუჯეტში გადავიხადო ყოველ თვე საბოლოო შესყიდვით ,ამ საკითხზე დაფიქრებულა ვინმე?

-ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით გავცეთ პასუხი. ერთი არის ისევ სოციალური დახმარება. სხვა ამ შემთხვევაში ამ ოჯახს არ ეკუთვნის ამ ინფორმაციით. შესაბამისად მათ უნდა მიმართონ სოციალური დახმარების სააგენტოს. სოციალური დახმარება პირდაპირ კავშირში არ არის ოჯახის შემოსვალთან. გააჩნია რამდენია ოჯახის წევრი. რამდენზე ნაწილდება ეს თანხა. ყოველთვიური შემოსავალი რამდენი არის. ამასთანავე სხვა პირობები როგორი არის. გვაქვს თუ არა სოციალურ სტატუსთან შეხება.  რაც შეეხება მეორე თემას ესარის უფრო ფართო თემა: ესარის უსახლკაროები. დღესდღეობით იცით რომ სოციალური დახმარების კანონის თანახმად, უსახლკაროების თემა არის ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენცია. შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობებმა უნდა მოახდინონ უსახლკაროების რეგისტრაცია და ერთიანი რეესტრის შექმნა. რადგან ეს პრობლემა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მხრიდან არ გადაიჭრა, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა პირველი უსწრაფესი ნაბიჯი, რომელიც იყო შარშან, კარვების ქალაქის გაკეთება, რომელიც სისტემურ ხასიათს მიიღებს და კარვების ქალაქი ემსახურება იმ კატეგორიის მოსახლეობას, რომელიც პირდაპირი გაგებით ქუჩაში ცხოვრობს. რაც შეეხება მეორე კატეგორიას: ვისაც არ გააჩნია საცხოვრისი სახლი, თვიდან თვემდე უწევს ბინის გამოცვლა იმის გამო, რომ ქირას ვერ იხდის. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ ხანგრძლივი სტრატეგიის შექმნაზე. სამწუხაროდ  ქვეყანაში სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორია საკმაოდ დიდია. ამ პრობლემის გადაჭრა მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ზუსტად ამისათვის ვმუშაობთ, რომ შემუშავდეს ხანგრძლი გეგმები. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ საცხოვრისის პრობლემა. ეს გარკვეულწილად დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის შემოსავლებთან. თუ მოხდა მხოლოდ საცხოვრისით დაკმაყოფილება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოჯახი სოციალურ-ეკონომიურად დაცული იქნება და მეორე დღეს ისევ ქუჩაში არ აღმოჩნდება.

მკითხველი:

ოჯახში ცხოვრობს 5 ადამიანი. სამი ბავშვი ერთი თვრამეტი წლის მეორე 16 და მესამე 12, აქვთ 1ჰა მიწა, 200 კილო თხილი. სხვა არანაირი შემოსავალი - 1 ლარიც კი. სახლი 5 ოთახიანია და ნორმალურად არცერთი არ არის მოწყობილი, ასეთ ოჯახს დახმარება არ უნდა ეძლეოდეს? შემოწმების შედეგად  88 ათასი დაუმტკიცეს.

დონა:

ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 83 წლის მარტო მცხოვრებ მოხუც ქალს მოუხსნეს სოციალური დახმარება. აგენტის განმარტებით, მარტოხელა ქალს პენსია უნდა ეყოს საარსებოდ და დამატებით დახმარებას არ საჭიროებს...და პენსია რომ ყოფნის ეს დასკვნა იქიდან გამოიტანა, რომ მოხუცს პენსია რომ არ ყოფნიდეს, დენის გადასახადსაც არ გადაიხდიდა ყოველთვიურად.

მკითხველი:

77 წლის კაცს რომელსაც 3 წელია მწოლიარე 72 წლის მეუღლე ჰყავს, არ ეკუთნის დახმარება, იმის გამო, რომ 30 წლის წინ გაკეთებული რემონტი აქვთ? (სხვა შემოსავალი გარდა პენსიისა აბა რა უნდა ქონდეთ?)ისინი მარტოები ცხოვრობენ 22 წელია.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას