როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ფსიქოლოგიის სწორად ჩამოყალიბებას

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ფსიქოლოგიის სწორად ჩამოყალიბებას

ინტერნეტდამოკიდებულება, გაღიზიანება, პროტესტი დუმილით, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რასაც მშობლები საკუთარ შვილებს ამჩნევენ და პრობლემიდან თავის დასაღწევად ფსიქოლოგებს მიმართავენ.

რა საფრთხის შემცველია გლობალური სივრცე და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ფსიქოლოგიის სწორად ჩამოყალიბებას, - ინტერნეტკონფერენციის მონაწილე მშობლების თხოვნით, კითხვებს ფსიქო-კორექციის ცენტრის, "დენდრონის" ხელმძღვანელი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი მაია ბეგაშვილი პასუხობს.

მკითხველი:

რა შედეგს მოიტანს ბავშვის აღზრდა სიმკაცრით ან ზედმეტი სინაზით?

-პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ბავშვის სწორად ფორმირებისთვის აუცილებელია მისი აღზრდა. მე თავად ვარ ბავშვის პოზიტიურად აღზრდის მეთოდის მომხრე.

რეალობაში თუ სიმკაცრე არ იქნება ბავშვისთვის დამაზიანებელი, ცხადია გარკვეული ფორმატით დასაშვებია, თუმცა გადამეტებულ სიმკაცრეს მოაქვს შეუქცევადი შედეგები. ზიანდება ბავშვის ფსიქიკა, ის ვეღარ პოულობს თავის ადგილს, ხდება შეფერხება კოგნიტურ განვითარებაში, ხდება ემოციონალური სფეროს მოშლა და ა.შ.

რაც შეეხება ზედმეტ სინაზეს: მე არ ვიცი რას გულისხმობთ სინაზეში, თუმცა პოზიტიური აღზრდის მეთოდი დღეს არის ყველაზე კარგად აღზრდის მეთოდი, შემოთავაზებულ მეთოდებს შორის. როდესაც ბავშვის საჭიროებები არის გაზიარებული ყველაზე უკეთ, როდესაც ბავშვის წახალისების მექანიზმია ბავშვთან ურთიერთობის ყოველი დღე და როდესაც მისი მოთხოვნები პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია იმ შესაძლებლობების ფარგლებში რა შესაძლებლობებიც მშობლებს გაგვაჩნია.

მანიპულირების შემთხვევბი როგორც წესი ლმობიერი აღზრდით კი არ არის განპირობებული, პირიქით, შესაძლებელია მკაცრი მიდგომების ფონზეც კი განვითარდეს. ზოგადად ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი საჭიროებების დაკმაყოფილება მოხდეს სათანადო ახსნით: "რატომ შეიძლება", "რატომ არგებს", "რატომ წაადგება" მას მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

რასაკვირველია არსებობს შეუთავსებელი მოთხოვნები, თუმცა დასაბუთებულად და არგუმენტირებულად უნდა აეხსნას ბავშვს, რატომ არ შეიძლება მისი განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას.

მკითხველი:

რა გავლენას ახდენს წყვილთა შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?

-წყვილთა შორის ურთიერთობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელმა კვლევებმა დაადგინა, რომ მოსიყვარულე წყვილების ბავშვები არიან კოგნიტურად უფრო მეტად განვითარებული, ემოციურად უფრო მეტად ჩამოყალიბებული და ადაპტირების უფრო მეტ საშუალებებს ფლობენ. რაც შეეხება ოჯახშიდა ურთიერთობების ფორმატს. სასურველია ოჯახი იყოს კეთილგანწყობის და წყვილთა შორის სუფევდეს ურთიერთგაგების ატმოსფერო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ზიანდება ორმხრივ, იმიტომ, რომ ორივე მშობელი მისთვის არის მნიშვნელოვანი. მისთვის ორივე მშობელი არის სასურველი, სამაგალითო ადამიანი, რომელსაც უნდა მიბაძოს, რომელმაც უნდა დაიცვას, რომელმაც უნდა იზრუნოს. როცა არის ურთიერთმოკამათე წყვილები და ოჯახში სტრესული სიტუაცია, ბავშვებში ხდება სხვადსხვა სახის მოშლილობების განვითარება. ნევროტიულობა ძალიან ხშირია.

როგორიც არ უნდა იყოს მშობელი , ის მისთვის სასურველი და საყვარელია. საქმე იმაშია, რომ მეორეს მხრივ ის ფლობს ინფორმაციას მშობლის მხრიდან წამალდამიკიდებულების, ალკოჰოლდამოკიდებულების, თამაშდამოკიდებულების შესახებ, ცხადია, რომ უკვე მენტალობაში ჩნდება ტენდენციები. შესაზლებელია მენტალობაში მიღებულმა ამ მავნე მომხმარებებმა მასში გამოიწვიოს შემდგომი ქცევის გასვლა ნორმის ფარგლებიდან.

რას განიცდის ბავშვი, რომელმაც პირველმა დაინახა მშობლის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ცხადია ეს არის მისთვის სტრესი. სტრესის შემდეგ ფორმირდება სტრესული მდგომარეობა, ხდება გადაფასება მშობლის ავტორიტეტის კომპეტენციების. ხდება შიდაპიროვნული ცვლილებები და ხდებ ამიდგომების გადამუშავება.

რა გააკეთოს ამ შემთხვევაში მეორე ჯანმრთელმა მშობელმა? - პირველ რიგში უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ეს არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და რომ ეს არის იმ დაავადების გამოვლინება, რომელიც მას აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია თუკი ამას აუხსნით სიყვარულით, მოთმენით. გარკვეულწილად ამბობენ, რომ "დაავადებაზე ბოდიშს არ ვიხდით, ბოდიშს ვიხდით ქმედებებზე, რომელმაც დაავადებამდე მიგვიყვანა. პირდაპირ სასიცოცხლო ჩვენებაა, ბავშვს პირდაპირ დავანახოთ ამ მოხმარების მანვნე შედეგები და საკუთარ თავზე განცდილი ის განცდები, რომელიც მთელი ცხოვრება კვალს ტოვებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მკითხველი:

როგორია ზღვარი ბავშვებში კრიტიკულ და მშვიდ პერიოდებს შორის და როგორ უნდა "მართოს" ბავშვის ფსიქოლოგია მშობლებმა?

-სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება დიდი რაოდენობით ჰორმონალური დისბალანსის გამოსროლა და ამ პერიოდში ცხადია, რომ ფორმირდება ფსიქიკა, მეობა, ხდება ახალი ინსტრუმენტების შეძენა, ახლებურ ცხოვრებაზე გადასვლისთვის, სკმაოდ მძიმე პერიოდია, თუმცა ამ პერიოდის გავლის შემდეგ ყველა იმ ინსტრუმენტს რასაც მოიპოვებს მომწიფების ხანაში მოზარდი, ხმარობს დანარჩენილ ცხოვრებაში. ცხადია ეს მექანიზმებია საჭიროა თვითმყოფადობისთვის, რეალიზებისთვის, ფიზიოლოგიური არსის შემეცნებისთვის და ა.შ. ამ პერიოდში მოპოვებული ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ ძალიან სასარგებლოა და გავლენას ახდენს მოზარდის მთელ ცხოვრებაზე.

რაც შეეხება როგორ მართოს მშობელმა ბავშვის ფსიქოლოგია, არ მიმაჩნია რომ მშობელმა უნდა მართოს ბავშვის ფსიქოლოგია. ჩვენ ვსაუბრობდით აღზრდის საკითხებზე. ზოგადად ყველაზე კარგი აღზრდაა ის, რომ ჩვენ მივცეთ საშუალება გამოვლინოს ყველაფერი ის კეთილად, რაც მასშია ჩადებული.

მშობლის ვალია არა რაიმე ჩარჩოში მოაქციოს ბავშვის პიროვნება და მართოს ის, არამედ გამოავლინოს ის ნიჭები და უნარები, რაც ბავშვშია ჩადებული, რათა შემდგომ მიეცეს საშუალება, რომ ამით იცხოვროს და დამკვიდრდეს და გახდეს სოციუმის სრულფასოვანი წევრი. ბავშვი და მსობელი უნდა გაიზარდოს ერთად.

მკითხველი:

უკანასკნელ წლებში კატასტროფულად იმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებსაც ლაპარაკი არ სურთ. რა არის ამის მიზეზი?

-პირველ რიგში სად ხდება ბავშვის ფორმირება?- მუცლადყოფნის პერიოდში. დავიწყოთ იქედან რომ მუცლადყოფნის პერიოდში საჭიროა ბავსვთან ძალიან ხშირი კონტაქტი, არამხოლოდ სხეულოვანი შეხებების სახით, არამედ ლაპარაკით. გადავცეთ მას ჩვენ სითბო, სიყვარული, სინაზე რომელსაც განვიცდით მის მიმართ და იმის შემდეგ რაც უკვე იბადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეს კონტაქტი მისი სამეტყველო აპარატის ფორმირებისთვის.

თუ ბავშვი ვერ ლაპარაკობს, სეიძლება ეს იყოს პრობლემა სამეტყველო აპარატში, ნევროლოგიურ მოუმწიფებლობაში, თუმცა ის მომენტი, როცა დუმს ბავშვი - ესეიგი აპროტესტებს. მან ვერ დაინახა საკუთარი თავის საჭიროება, ვერ დაინახა ის სიყვარული, პატივისცემა რითაც მას უნდა ეპყრობოდნენ და ამიტომ ჩათვალა რომ უმნიშვნელოა მისი სიტყვა და დადუმდა. რეალობაში ძალიან ხშირია სწორედ ეს შემთხვევები, როდესაც ბავშვმა იცის ლაპარაკი, შეუძლია მაგრამ არ ლაპარაკობს. ვერ ხედავს ამის საჭიროებას, ვერ გრძნობს ამის შედეგებს, ამიტომ ცხადია რომ ასეთი პასიური პროტესტით გვეხმიანება.

მკითხველი:

მაქვს ძალიან დიდი პრობლემა ბავშვთან დაკავშირებით. ჩემი შვილი არის ძალიან გულჩათხრობილი, მიუხედავად მრავალნაირი მცდელობისა, მეგობრულ კომუნიკაციას ვერ ვამყარებ. რას მირჩევთ?

-როდესაც მოზარდი დუმს, საწიროა ილაპარაკოს მშობელმა, როდესაც მოზარდი დუმს, არ უნდა მას რომ სემოვიდეს დიალოგში სასურველია მშობლებმა დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს საწიროებაზე, დავუსვათ მას კითხვები ჩვენგან გამომდინარე. დავეკითხოთ რჩევა ან ვაგრძნობინოთ დიდი სითბო და სიყვარული, ჩვენთან დიალოგი მას წაადგება ცხოვრებისეული პრობლემის გადალახვისას. გულჩათხრობილ ბავშვს ცხდებით ისეთ ოჯახებში, სადაც არ არის დიალოგის კულტურა. სადაც წყვილები ერთმანეთთან ძირითადად საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში არიან, ასეთ ბავშვებს არ უჩნდებათ სურვილი ამ ყოფით საკითხებზე საუბრის სურვილი. გულჩათხრობილობა ეს შეიძლება იყოს პროტესტის გამოხატულება, შეიძლება იყოს დეპრესიული განწყობის მაჩვენებელი, ასევე შესაძლებელია მისთვის იყოს რაიმე მძიმე პერიოდის გამოვლინება. თუმცა ცალსახად, მშობელი უნდა შეეცადოს დაელაპარაკოს, ისწავლოს მასთან მისასვლელი ენა. მშობლები ხშირად ვუშვებთ ერთ დიდ შეცდომას, - როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ბავშვებს ჩვენს ენაზე დიდაქტიკა ბავშვებთან გამოსაყენბელი არ არის. დიდაქტიკური ურთიერთობები ბასვებთან იწვევს ნეგატივს, მის გასვლას, ამიტომ სასურველია ჩვენ მას ველაპარაკოთ როგორც თანატოლებმა და გავიზიაროთ და ავხსნათ მისი საჭიროებები და ის ცხოვრებისული პრობლემები თანატოლების ენაზე და დონეზე. ეს ყოველთვის გამოიწვევს სასურველ ეფექტს.

მკითხველი:

სკოლის ნებისმიერი საგნის მასწავლებელი, ქართული იქნება თუ ხელოვნება, ბავშვებს აძლევს დავალებებს, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია უნდა მოიძიონ ინტერნეტის მეშვეობით. არის თუ არა ეს პრობლემა?

-თუ ეს პროცესი არ არის რეგულირებული, ეს გამოიწვევს ინტერნეტდამოკიდებულებას, იმიტომ რომ იმის მიღმა. როცა მოსწავლე სკოლის საგნიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას მოიძევს, წააწყდება სხვა მრავალ ინფორმაციას, მათ შორის არასასურველსაც. ამიტომ პირველ პერიოდში მაინც სასურველია მშობელი მიეხმაროს ინფორმაციის მოძიებაში. ასწავლოს ამ ინფორმაციის დახარისხება და პედაგოგებს ვურჩევ, რომ რის განმავლობაში ხუთივე მასწავლებელი ერთად ნუ მისცემს მსგავს დავალებას.

მკითხველი:

ჩემი 5 წლის ბიჭი მეტისმეტად აჟიტირებულია რობოტებით. ყოველთვის ამ გმირების ნახვა სურს. ამის გამო უმეტეს დროს ატარებს კომპიუტერთან. რამდენად ჯანსაღია ეს გატაცება და არის თუ არა საშიში?

-გატაცება ჯანსაღია ყველანაირი, რიტაც ბავშვია გატაცებული. ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პატივი ვცეთ მის გატაცებას და სურვილებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რობოტი, თოჯინა, მანქანა, თუმცა სასურველია ინტერნეტსივრციდან ეს სათამაშო გამოვიტანოთ გარეთ, მე ვურჩევ მშობლებს ბავშვთან ერთად იყოს თამაშის მონაწილე, შესაძლებელია ხელნაკეთი სათამაშოები დაამზადოს იმავე ანალოგიით და ერთობლივი თამაში მოხდეს არა ინტერნეტსივრცეში, არამედ ოჯახურ გარემოში. რაიმე სასიშროებას, რომ რობოტი რამეს იზამს მე ვერ ვხედავ, თუმცა საშიშროება რომ ინტერნეტზე მიჯაჭვულობა განვითარდეს, ამის საშიშროება არის, თუ თამასი არ გამოვიტანეთ გარეთ და არ გავხადეთ ნორმირებული.

მკითხველი:

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ბავშვს თანატოლებთან კონფლიქტური გარემო არ შეექმნას და ამავდროულად, ზედმეტადაც არ ჩავერიოთ მის და მისი თანატოლების ურთიერთობაში?

-    დედის ჩარევამ შეიძლება არამარტო გაამწვავოს კონფლიქტური სიტუაცია, არამედ გააღვივოს კიდეც. გააღვივოს ოჯახთა შორის დაძაბული ურთიერთობა. საწიროა ბავშვს ვასწავლოთ სწორი ურთიერთობა თავის თანატოლებთან, სად სწავლობს ბავშვი ურთიერთობას. პირველ გამოცდილებას ღებულობს ოჯახში, თუკი ის ოჯახში მიიღებს სწორ გამოცდილებას, თანატოლებთან ურთიერთობისას ეს გამოცდილება გამოადგება ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებისთვის. კონფლიქტური სიტუაციის გაღვივების მიზეზი ბევრია: თვითდამკვიდრება, ლიდერობა, ყურადღების მოპოვების სურვილი და ა.შ. ამ შემთხვევაში ვაცადოთ ბავშვს, არ ჩავერიოთ, გავდგეთ განზე და სწორი ინსტრუქციები მივცეთ სწორად სევამეცნებინოთ თვითონ კონფლიქტის არსი. მაგრამ ადგილზე ჩარევას არ ვურჩევ მშობელს.

არ ვურჩევ მშობელს მოიპოვონ ინფორმაცია სხვადსხვა მეგობარი ბავშვებზე დაყრდნობით, ეს ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ბავშვების თავლთვალი, პედაგოგებთან ჩუმი საუბარი და პედაგოგებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვება. გვახსოვდეს, ის არის სიმართლე, ის არის სწორი, რასაც გვეუბნება ჩვენი შვილები.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას