მუსიკალური განათლება ბავშვებში

მუსიკალური განათლება ბავშვებში

ფოლკლორის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. მშობლების უმეტესობა ცდილობს ბავშვების სკოლის პერიოდში აქტიურად ატაროს ბავშვი ხალხური სიმღერების შემსწავლელ წრეებზე. როგორ უნდა გაიზარდოს თინეიჯერებში გემოვნებიანი მუსიკის მიმდევრობის ტენდენცია და რა შემთხვევაში მიმართავენ სპეციალისტები მუკისო თერაპიას. კითხვებს ფოლკლორის ეროვნული სკოლის დირექტორი, გიორგი უშიკიშილი და ფსიქოლოგი თამარ ბუჩუკური პასუხობენ.

მკითხველი:

თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ ინტერვიუებში, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებით ნაცნობობით ბავშვების მიღებას. გყავთ თუ არა სკოლაში ისეთი ბავშვები, რომლებიც საფასურს არ იხდიან?

-ძალიან კატეგორიული და შეუვალი ვარ როცა საქმე ეხება მეგობრის შვილობას, საკუთარ შვილობას. ჩვენს სკოლაში სემესტრის შემდეგ ხდება ბავშვების შეფასება ქულების მიხედვით. ყველა ბავშვთან გამოცდას ვიბარებ მე. ვაფასებ 10 ბალიანი სისტემით და მაქვს კრიტერიუმები რა შემთხვევაში ვწერ 10, 9, 8-ს და 7 ქულას. იყო შემთხვევბი ვიღაცს 10 დავუწერე, ვიღაცას 8 და მშობელს ეწყინა. ამის შემდეგ ბავშვი გაიყვანა. სკოლის ადმინისტრაცია მთხოვდა, რომ ნიშნები არ დამეწერა. ის, რომ ყველა ბავშვს 10-იანი დავუწერო ჩემთვის შეურაცხმყოფელია. საკუთარი შვილიც რომ იყოს ჩემი, შევაფასებ იგივე კრიტერიუმებით, რითაც ვაფასებ სხვებს. ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვი ყოფილა, რომელიც საერთოდ გადასახდის გარეშე მოსულა.

დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კარგი მონაცემების ბავშვი იმის გამო გავუშვათ სკოლიდან, რომ მის მშობელს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. არასდროს ასეთ რამეს არ გავაკეთებ.

მკითხველი:

მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს შეუძლიათ თუ არა ისარგებლონ შეღავათებით?

-სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები ჩვენთან არიან და მათი ქულების მიხედვით ზოგს აქვს განახევრებული სწავლის საფასური, ზოგი საერთოდ გათავისუფლებულია. ამ შემთხვევაში მე ვწყვეტ ამ საკითხს, რადგან მე უნდა მოვისმინო ყველა ბავშვი, რომელიც ჩემთან მოდის. თუ მიმაჩნია რომ ბავშვი არის ძალიან ნიჭიერი რა თქმა უნდა ფულს არ გადავახდევინებ, თუ მის ოჯახს აქვს პრობლემები.

მკითხველი:

პირველ რიგში მაინტერესებს, რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი ხალხური სიმღერების შესასწავლად?

-არის შემთხვები როცა 4 წლის ბავშვი მზად არის დაჯდეს გაკვეთილზე, მასწავლებელს მოუსმინოს და ათვისება დაიწყოს. კონკრეტული ასაკი რომ ვთქვა არ იქნება სწორი. მე ვფიქრობ, ოთხი წლიდან მშობელმა უნდა მიიყვანოს ბავშვი და მოსინჯოს მისი შესაძლებლობები.

მკითხველი:

გარდატეხის ასაკში ხშირად ბავშვებს უკრძალავენ სიმღერას, რამდენად სწორი მიდგომაა ეს?

-გარდატეხის ასაკში უკრძალავენ ბავშვს სიმღერას იმიტომ, რომ ხმა არ გაუფუჭდეს. ასეთი შემთხვევები არის. მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს არასწორია - დაანებებინო სიმღერას თავი. მე მაგალითად გარდატეხის ასაკში არ ვმღეროდი მაღალ ხმებს, ვმღეროდი ქვედა ხმებს, ანუ დაბალ ტონალობაში. მთავარია არ დაატანოს ბავშვმა ხმას ძალა. ის რომ სრულიად გამოეთიშოს სიმღერას- ეს უბრალოდ შეცდომა იქნება.

მკითხველი:

როგორია ქართული ფოლკლორის შემსრულებელთა სამომავლო პერსპექტივები?

-სამწუხაროდ ეს გახდა შოუბიზნესის ნაწილი. თუ ადრე ლოტბარი იყავი, იყო ანსამბლები სადაც განაწილებდნენ, მაგალიტად რაიონებში, იქ შეგეძლებოდა რომელიმე ანსამბლის ხელმძღვანელობა. დღეს ეს მიდგომები ფაქტობრივად აღარ არსებობს. დღეს საკუთარი თავი თავად უნდა დაიმკვიდრო. საკმაოდ პრობლემურად მიმაჩნია რომ ადამიანს, რომელიც ამ პროფესიით ცხოვრობს მას  ოჯახის სრულფასოვანი შენახვა არ შეუძლია. მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ არის ამ მიმართულებით, რომ სამსახური იშოვო, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამან განაპირობა ის, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამ მიმართულებით კარიერას არ აგრძელებს. მე ვიცნობ ადამიანებს, არიან ფოლკლორის შემსრულებლები, მაგრამ აქვთ სხვა პროფესია. მათთვის სიმღერა არის ჰობი.

მკითხველი:

როგორია სახელმწიფოს ჩართულობა ქართულ ხელოვნებაში, კონკრეტულად ფოლკლორში?

-სახელმწიფომ ზოგადად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი. ადამიანის ცნობადობის, მისი საქმიანობის ხარისხი და ამის მიხედვით უნდა განსაზღვროს დაფინანსების საკითხი. ძალიან ბევრი ფოლკლორული ანსამბლი, ძალიან წარმატებული, დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ დაფინანსების გარეშეა.

სახელმწიფომ უნდა შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. რაღაც დონეზე ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება რომ დაფინანსება მოიპოვონ. მეც უნდა მქონდეს რაღაც სტიმული, გაჩერებული არ უნდა ვიყო ან მე ან სხვა ადამიანი. იმიტომ, რომ რამდენიმე ანსამბლი, რომელიც ყოველ წელს დაფინანსებას იღებს არავინ არ ეკითხება რას აკეთებს. ამ დროს არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ. ეს არის ძალიან ცუდი. ეს ანგრევს ამ გარემოს, ადამიანებს გული უცრუვდებათ და ამ ფონზე აღარ იქმნება ახალი ანსამბლები.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამა, რომ ვიღაცა ერთი წლით, ან ორი წლით დააფინანსოს და ამ ორ წელიწადში ამ ანსამბლმა კონკრეტული პროგრამა დადოს.

მოდის ძალიან კარგი თაობა, რომელიც დაფინანსებას ვერასდროს ვერ ეღირსება და ეს არის ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა. აქ მთავარია სახელმწიფომ შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო.

ეს არ ეხება ამ ხელისუფლებას. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო. მაგალითად იგივე მე,- არასდროს დაფინანსება არ მქონია.

მკითხველი:

რომელი თაობის წარმომადგენლები არიან უფრო ხშირად დაინტერესებულნი ფოლკლორითა და ქართული საკრავებით?

-ახალგაზრდების დაინტერესება წამოვიდა ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ გაუგებარია ახალგაზრდებისთვის რა არის ფოლკლორი. ხშირად სოციალურ პორტალზე ფანდურით ხელში ბევრ გოგოს და ბიჭს ნახავთ, დები-ესენი, ბიძაშვილები ესენი, მამიდაშვილები ესენი და ა.შ ... ხალხს ჰგონიათ, რომ მათი შესრულება არის ხალხური. ეს არ არის ხალხური. არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს ხალხურთან. ეს არის ჩვეულებრივი ესტრადა. თანამედროვე მუსიკა. ეს ადამიანები თავად წერენ სიმღერებს. მაგალითად ვიღაც დაწერს, ან ვაჟა-ფშაველადან აიღებენ ხალხურ მოტივებზე ლექსს და მთის მელოდიებზე სიმღერებს აწყობენ. ეს შემდეგ პოპულარულია. უნდა ხდებოდეს ამის გამიჯვნა. ჩემი უფრო დიდი სიხარული იქნება, რეალურად ხალხური სიმღერების მიმართ რომ იყოს მეტი ინტერესი. რაც შეეხება ასაკს. მე მაგალითად რომ მხვდებიან ადამიანები მეუბნებიან, რომ "ბებიაჩემი შენზე გიჟდება" და მე მინდა რომ მანაც მითხრას, რომ ისიც უსმენს ქართულ მუსიკას. ვინც ხალხურ სიმღერას მღერის და მას კომპლიმენტს ეუბნებიან ეს ძალიან კარგია.

ერთ ამბავსაც მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინ ვიყავი მეგობრის დაბადების დღეზე ღამის კლუბში. მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ "რა მინდოდა იქ" და მე თავს ვიმართლებდი, რომ მეგობრის დაბადების დღეზე ვარ- მეთქი. რატომ ჰქონიათ ხალხს რომ სულ რესტორანში უნდა ვიჯდე და მწვადებს და ხინკალს ვჭამდე.

ხშირად მეკითხებიან რას ვუსმენ მანქანაში- ყველას ჰქონია რომ ჩაკრულო და მრავალჟამიერი მაქვს ჩართული... ვუსმენ სხვადსხვა მუსიკას, ეს ერთგავრი განტვირთვაც არის და ახალი ინფორმაციის მიღებაც.

მკითხველი:

როგორ ხდება მუსიკო თერაპია და რა შემთხვევაში გამოიყენება?

-ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ტექნიკაა ართ-თერაპია, მისისახეობებია: მუსიკო თერაპია, ხატვითი თერაპია, ძერწვა და სხვა. ართ თერაპიით ხდება სტრესის განმუხტვა და პოსტტრამვული სიმპტომების შემსუბუქება, არაცნობიერში შენახული ინფორმაციის გაცნობიერების ხელშეწყობა და ამბივალენტური დამოკიდებულებების ნაწილში თვითგამორკვევა, კრეატიულობის უნარების გაუმჯობესება, რაც თავის მხივ, "იცავს" ბავშვს სტერეოტიპული აზროვნებისგან.

რაც შეეხება, კონკრეტულად მუსიკო თერაპიას, მას ღრმა ფესვები აქვს, მუსიკით მკურნალობაზე საუბრობდნენ ჯერ კიდევ პლატონი და არისტოტელე. მუსიკის ზეგავლენაზეა საუბარი ასევე, ბიბლიაშიც, როდესაც დავითი არფაზე უკრავდა, რათა მეფე სოლომონი ეხსნა ბოროტი ძალებისაგან. მე-13 საუკუნეში არაბებს სამკურნალო დაწესებულებებში ქონდათ მუსიკალური ოთახები. მე-20 საუკუნიდან კი, როგორც მკურანლობის სახეობა დაინერგა ინგლისსა და აშშ-ში.

მკითხველი:

რა შედეგი შეიძლება განაპირობოს მუსიკო თერაპიის მკურნალობამ?

-მუსიკო თერაპევტები მუშაობენ მათთან, ვისაც აღენიშნებათ ბიჰევიორისტულ-ემოციური აშლილობები. მუსიკო თერაპიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა აუტისტ ბავშვებთან, განსაკუთრებული საჭიროების და განვითარების შეფერხების მქონე პირებთან. რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას, დადებითი ემოციების გამოწვევას და საკუთარი აზრის ფიქსაციას. მას აქვს ორი ტიპის ზემოქმედება: ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიური. პირველ შემთხვევაში, ტვინის ზოგიერთი ნაწილი იწყებს აქტიურ მოქმედებას, რამეთუ რითმი და მუსიკის მოტივი იწყებენ ტვინის უჯრედებზე ზემოქმედებას, რაც განაპირობებს ფსიქოლოგიური სტაბილურობის მიღწევას, მუსიკა იწვევს დადებით ემოციებს, რამეთუ იწვევს სასიამოვნო ასოციაციებს, მოგონებებს და საგრძნობლად აუმჯობესებს გუნება-განწყობას..

მუსიკოთერაპია არსებობს აქტიური და პასიური. აქტიური მოიცავს დამოუკიდებელ მოქმედებას სიმღერასა და ცეკვაში, რაც საჭიროა პაციენტის სოციალური ადაპტაციისათვის, ხოლო პასიური ითვალისწინებს პაციენტების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენას, რომლებსაც დადებითი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური შედეგები მოაქვს შემეცნებითი ფუნქციონირების, ემოციური განვითარების, სოციალური უნარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში .

მკითხველი:

როგორ მიმდინარეობს მუსიკოთერაპიით მკურნალობა?

-არსებოპბს მუსიკო თერაპიის სესია:

სპეციალისტი პირველ სამ შეხვედრაზე აგროვებს საჭსირო მონაცემებს პაციენტის შესახებ, ძირითად აქცენტს აკეთებს 7 უნარზე, ესენია: ფიზიკური, სოციალური, კოგნიტური, ბიჰევიორისტული, კრეატიულობა, კომუნიკაცია და მუსიკალურობა. ამის შემდეგ ხდება პრობლემათა იდენთიფიცირება და ინტერვენციის დაგეგმა. შემდეგი სესიები მთლიანად ეძღვნება უშუალოდ თერაპიას, სადაც გამოყენებულია სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები და პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა იმპროვიზაციისა და სხვა აქტივობის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აქტიურად იყენებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, კერძოდ, კი ჩაკრულოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან. ვინაიდან, ქართული ხალხური სიმღერები საუკუნეებს ითვლის, სოციუმს ანალიტიკური ფსქიოლოგიის მიხედვით, კოლექტიურ არცნობიერში აქვს კოდირებული სწრაფვა წმინდა ქართული კულტურისა. შესაბამისად მუსიკო თერაპიაში ქართული ხალხური სიმღერების გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას