"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში

"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში

რა მდგომარეობაა ქართულ ციხეებში, რა შეიცვალა ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ. რა რეფორმები განხორციელდა და როგორია მსჯავრდებულების და ბრალდებულების სამედიცინო მომსახურება. კითხვებს სასჯელაღსრულების ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი პასუხობს.

მანანა:

როგორც ცნობილია, სამედიცინო მომსახურების მხრივ ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. გვითხარით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ, როგორ და რა პირობებში ხდება პატიმრების მკურნალობა?

- ჩვენ სულ 14 დაწესებულება გვაქვს, ყველა დაწესებულებაში არის პირველადი ჯანდაცვის პუნქტები. 12 დაწესებულება გახლავთ ისეთი, სადაც სასჯელს იხდიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ორი დაწესებულება კი არის (მეთვრამეტე და მეცხრამეტე დაწესებულება) ე. წ. ცენტრალური საავადმყოფოები. მეცხრამეტე გახლავთ ციხის მრავალპროფილიანი ცენტრალური საავადმყოფო, სადაც ჩვენი პატიმრები სტაციონალური მომსახურების სრულ სერვისს იღებენ. მეცხრამეტე დაწესებულება არის ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი.

დანარჩენ 12 დაწესებულებას რაც შეეხება, აქ გახლავთ სამედიცინო ნაწილები, სადაც დასაქმებული გახლავთ ექიმები და ექთნები და 24 საათის განმავლობაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები იღებენ ამბულატორულ სრულ მომსახურებას.

გარდა ამისა, სამინისტროს ხელშეკრულება აქვს დადებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან. სამი დაწესებულება ამ თორმეტიდან გახლავთ დასავლეთ საქართველოში. ასევე დაკონტრაქტებული გვყავს დასავლეთ საქართველოს ასეთივე ტიპის ცენტრალური საავადმყოფოები.

გარდა ამისა, 50-ზე მეტი ექიმი-კონსულტანტი არის ჩვენთან დაკონტრაქტებული, რომელიც კვირაში ორჯერ სისტემატურად შედიან დაწესებულებაში, სხვადასხვა პროფილის ექიმებს ვგულისხმობ: (დერმატოლოგი, კარდიოლოგი, რენდგენოლოგი, ენდოკრინოლოგი, ეხოსკოპისტები და სხვა უამრავი, რაც კი შეიძლება მოიაზრებოდეს, ადამიანს შეიძლება დაჭირდეს).

ლალი:

არიან თუ არა იზოლირებულად ის პატიმრები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აქვს და სად, რა პირობებში მკურნალობენ?

-დღევანდელი მდგომარეობით ხუთ დაწესებულებაში მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება. გამოკვლევებისთვის საჭირო აღჭურვილობით აღიჭურვა და ეს ყველაფერი წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქვე დავძენ იმას, რომ წლევანდელი წელი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წლად გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ შევუერთდით ამას და ჩვენს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამატებითი სერვისი შევთავაზეთ.

ინფრასტრუქტურულად ყველგან დამონტაჟებულია პანდუსები. ამ სამედიცინო ნაწილებში არის ფუნქციური საწოლები.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წლევანდელ წელს მოხდება ეს გახლავთ ის, რომ ყველა პალატაში იქნება საპირფარეშო ადაპტირებული და საერთო საშხაპე. ასევე დაწესებულებაში გარდა სამედიცინო ნაწილისა, ერთი საკანი იქნება ადაპტირებული, ასევე იქნება საპირფარეშო, საშხაპე. მეექვსე საპყრობილეში გაკეთდება სრული რემონტი სამედიცინო ნაწილის ჩათვლით, კედელი რომ კედელია, ისიც კი სტომატოლოგიურ კაბინეტში შეიღებება ისე, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით არის აუცილებელი.

ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყოფილი წამალდამოკიდებულები. ასეთი ადამიანებისთვის რთულია ასეთ პირობებში მოხვედრა. კიდევ უფრო რთულია მათი ჯანმრთელობის მართვა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის გვყავს ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ წამალდამოკიდებულ ადამიანებს. მათ, ვისაც ამ ეტაპზე ფსიქო ჩარევის საჭიროება აქვთ და მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ კლებითი დოზებისკენ წავიყვანოთ.

მინისტრის ერთ-ერთი ცალსახა გზავნილი ორგანოების მიმართ არის ის, რომ ჯანმრთელი, რეაბილიტირებული და რესოციალიზირებული ადამიანი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს და შესაბამისად, ოჯახისთვის, საზოგადოების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფის საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. როგორც გითხარით, მოიცვა ყველა დაწესებულება და სამ თვეში ძნელია შედეგზე საუბარი, მაგრამ აქაც ვიტყვი, რომ ჩვენდა გასაოცრად, ისეთ პაციენტებთან მივიღეთ შედეგი და ისეთი ადამიანები გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო დამიკელი დოზაო, რომ ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ეს საოცრებაა.

ასევე მინდა შეჯამებასავით გავაკეთო და მივმართო თოთოეული მსჯავდებულის და ბრალდებულის ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობელს და ყველა ადამიანს, რომ ის, ვისზეც თქვენ ნერვიულობთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს ამ სიტუაციაში არიან, ცალსახად შემიძლია გითხრათ რომ, გარანტი მათი ჯანმრთელობისა, მათი რეაბილიტაციის გახლავთ პენიტენციური სისტემა, მინისტრის, ბატონი გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით.

მკითხველი:

რამდენად ხელმისაწვდომია მედიკამენტები?

-ჩვენ სისტემაში სრულად არის ხელმისაწვდომი მედიკამენტები. 500 დასახელების მედიკამენტს დღეს სისტემა შეისყიდის და აწვდის მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს. ეს არის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა. აქ არის ყველა ჩამონათვალი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ და სრულად მარაგდება ყველა დაწესებულება. 20-დან 25-მდე მოთხოვნა მოდის დაწესებულებიდან, რა მედიკამენტები გვესაჭიროება. გარდა ამისა, ყოველთვიურად არსებობს 10 ათასი ლარი მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული, რის ფარგლებშიც ჩვენ ვახდენთ იმ ბრენდული მედიკამენტების შეძენას, რომელიც შეიძლება ჩვენს ნუსხაში არ აღმოჩნდეს. ამჟამად ვმუშაობთ, რომ 10 ათასი ლარის ფარგლებში შესაძენი მედიკამენტები ნუსხაში გადავიტანოთ.

მკითხველი:

ვისგან და როგორ ხდება მსჯავრდებულების მკურნალობის ხარჯების ანაზრაურება?

-სახელმწიფოს აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე. ისინი არიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ადამიანები. კვებიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურებით. არცერთი თეთრი ოჯახის მხრიდან გასაღები არ არის. ის რაც საჭიროებაა, რაც მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელია, აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. ისინი არიან ისეთ გარემოში, რომელიც მათთვის ღირსების შემლახავი არასოდეს აღარ იქნება და მე შედარებას არ გავაკეთებ.

რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს, გადავწყვიტეთ, რომ ყოველი თვე ერთი დაწესებულების თვედ იყოს გამოცხადებული იმის პარალელურად, რომ ეს ყველაფერი რაც მიმდინარეობს, ერთ დღეს კონკრეტულ ერთ დაწესებულებას მიეძღვნას. ამაში იგულისხმება ის, რომ შაბათი და კვირა ჩვენს სტაციონარში დატვირთული იქნება იმ ოპერაციების ჩასატარებლად, რაც აუცილებელია მათთვის. ასეთ ოპერაციებში ვგულისხმობ: ცხვირის ძგიდის ოპერაციას, ტონგილოქტენიებს, გასტროსკოპიის გამოკვლევას და დელიკატურ ოპერაციებს, რომლებიც ჩვენი მსჯავრდებულებისთვის ძალიან ხშირად არის საჭირო.

ჩვენთან მნიშველოვანია ის, რომ ექიმმა იცის ძალიან კარგად, რა უნდა შესთავაზოს პაციენტს, (ჩემთვის ეს ადამიანები პაციენტები არიან) და თვითონ მსჯავრდებულმა და პაციენტმაც იცის, რისი მოთხოვნა შეუძლია.

ცხვირის ძგიდე ვახსენე, პერმანენტულად არის, როცა ერთი გაიკეთებს ოპერაციას, მერე ყველა ითხოვს. შეუძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება ყველასთვის. ვხუმრობ ხოლმე, რომ კავკასიური ცხვირი ჩარევას ყოველთვის საჭიროებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს კრიტერიუმი. თუკი სუნთქვა არის შეუძლებელი, ოპერაციას საჭიროებს ადამიანი. ჩვენ ვაკეთებთ კარდიოგრამას და აქაც, თუკი კარდიოლოგის კონსულტაციასთან ერთად კიდევ რამდენიმე ექიმის კონსულტაციით ჩაითვალა, რომ მას ცხვირით სუნთქვა უჭირს და მისი ჯანმრთელობისთვის ოპერაცია აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ.

ამას ვსაუბრობ ოჯახის წევრებისთვის. არ ინერვიულონ, რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ, სამედიცინო ნაწილი მინისტრის თაოსნობით, არის გარანტი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობისა. ასე რომ, გარწმუნებთ, რომ თითოეულის შესახებ მას ინფორმაცია აქვს. ჩვენ მას ანგარიშს ვუკეთებთ ყოველდღიურად.

აქედან გამომდინარე მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა სერვისი მოითხოვოს და რა უნდა მიეწოდოს მას საჭიროებიდან გამომდინარე.

არის შემთხვევბი, როცა მაღალტექნოლოგიურ კვლევას ვატარებთ. რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველაფერი არის მათთვის ხელმისაწვდომი, სრული დაფინანსებით. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ თავიდან ბოლომდე უნდა გამოვიკვლიო თავი. რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება არ არსებობს და შესაბამისად, კონსულტანტები და ჩვენი სამედიცინო ნაწილი რეკომენდაციას გვაძლევს, რა სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს.

მკითხველი:

რა პირობებში მკურნალობენ ტუბერკულოზით და C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულები?

-რაც შეეხება ტუბერკულოზის პროგრამას, ეს პროგრამა მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ჩართულობით. ამისთვის ჩვენ გვაქვს ცალკე დაწესებულება, სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი, რომელიც არის აღჭურვილი ინფრასტრუქტურით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში არსებული დაწესებულებების მსგავსად. ამ ეტაპზე იქ მკურნალობს 100-მდე მსჯავრდებული და ბრალდებული. ძალიან დაბალია დღეს არსებული ციფრი. ერთი სიტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა კლებისკენ.

C ჰეპატიტის პროგრამა ერთი წელია, რაც დაიწყო. სკინინგი დღემდე 8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. ჩვენ სისტემაში 10 ათასამდე მსჯავრდებული და ბრალდებულია. განკურნების მაჩვენებლი 228 ადამიანია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო პენიტენციური სისტემიდან და გადავიდა სამოქალაქო სექტორში.

ასევე მნიშვნელოვანია სუიციდის პრევენციის პოგრამა. 2015 წელს უკვე ამ პროგრამაში ჩაერთო - 23, საერთო ჯამში კი 128 ადამიანი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველამ ვიცით, რა მძიმეა ჩვენი სისტემა და ემოციური და ფსიქიკური აშლილობები არ არის ჩვენთვის უცხო. აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს დახმარება სჭირდება და სწორედ სუიციდის პრევენციის პროგრამა არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი.

C ჰეპატიტს რაც შეეხება, ამით ყოველთვის თავს იწონებდა ჩვენი სისტემა. პრაქტიკულად პენიტენციური სისტემა არის ორწლინახევრის ყველა იმ სერვისით, რასაც ახორციელებს, მაგრამ რეფორმას რაც შეეხება, ბოლო 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ 9 თვიდან 6 თვე ჩემი თანამონაწილეობაც არის და შემიძლია ძალიან თამამად და გულწრფელად ვთქვა, რომ რაც დღეს სისტემაში ხდება სამედიცინო კუთხით, მსგავსი სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც კი არ ხდება და კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენთან არის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას