როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

ბავშვთა კვების დროს მშობლები ხშირად შეცდომას უშვებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პატარამ ბევრი უნდა ჭამოს და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, დააძალონ საკვების მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს.

როგორ შევურჩიოთ ბავშვებს კვების რაციონი და მივაჩვიოთ სწორად კვებას, კითხვებს პედიატრი მაია სურვილაძე პასუხობს.

მკითხველი:

როგორ შევადგინოთ მენიუ 3 - 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის?

-3-5 წლის ბავშვმა დღის განმავლობაში დაახლოებით უნდა მიიღოს 1550 კალორია. აუცილებელია ამ ასაკის ბავშვმა ოთხჯერ ჭამოს დღის განმავლობაში და მნიშვნელოვანია, რითი იწყებს ბავშვი კვებას.

საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები დილით 9 საათზე მიდიან ბაღში და 10 საათიდან იწყებენ კვებას. ასეთ შემთხვევაში მშობლები ან სახლში აჭმევენ, ან პირველი საუზმე იწყება ბაღში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული პირველი ეტაპი. თუ სახლში იკვებება ბავშვი, მნიშვნელოვანია მიიღოს ბურღულეულის ფაფა. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ალერგიული განწყობა. კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

გარდა ბურღულეულისა ამ ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ ცხოველური ცხიმი. კარაქის გარკვეული რაოდენობა, 3 – 5 გრამამდე. ცხიმი უნდა ჩაიდოს ფაფაში, ან უნდა იყოს პურზე წასმული.

ასევე სასურველია სითხე, ეს იქნება რძე, კაკაო (თუ ალარგია არ აქვს.) ჩაი - ოღონდ არ უნდა იყოს მუქი ფერის.

შემდეგი კვება არის სადილი - სამწუხაროდ ქართველ ბავშვებს ეს არ უყვართ, მაგრამ ეს არის ცოცხალი სალათები, ბოსტნეული, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის იგივე ვიტამინების, მინერეალების თვალსაზრისით.

სალათების მომზადება შეიძლება სეზონურად: თუ კიტრის და პამიდვრის სეზონია, ავიღოთ კიტრი და პამიდორი, ან სტაფილოს სალათი. ან ჭარხლის სალათი, რომელიც იქნება მომზადებული ზეთში.

მკითხველი:

როგორ და რა დოზით მივცეთ ბავშვს სეზონური ხილი?

-ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომელი ხილი, იმიტომ, რომ ყველა ხილს და ყველა ბოსტნეულს თავისი შემადგენლობა აქვს და ერთ "ბუკეტში" გვაძლევს ზუსტად ისეთ იდეალურ შემადგენლობას, რომელიც ბავშვისთვის არის საჭირო. ციტრუსებში უფრო მეტი არის ცე ვიტამინი, ზოგში B ჯგუფის ვიტამინები. ერთადერთი ხილი, რომელშიც არის ცხიმი, ეს არის ბანანი. თუმცა ეს არ არის ჩვენი ნაციონალური პროდუქტი, რის გამოც დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ყურადღება მივაქციოთ დამუშავების პერიოდს. ვინაიდან საქართველოში ჩამოდის დაუმწიფებელი ბანანი, შემდეგ ხდება მისი დამუშავება და ამიტომ უარყოფითად რომ არ იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუცილებლად როცა ბანანი გაიხსნება, დედამ ხელი უნდა დაიბანოს, რადგან რბილობს არ მოხვდეს.

სეზონური ხილის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და პრობლემები. თუ ბავშვმა დიდი რაოდენობით მიიღო ბალი, ეს აუცილებლად გამოიწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. თუ არის ალერგია - ბავშვი უნდა მოვარიდოთ მარწყვის და ჟოლოს მიღებას. აუცილებელია სწორად განსაზღვროს მშობელმა, რა რაოდენობით მიიღოს ხილი. სამიდან ექვს წლამდე ბავშვებმა დაახლოებით 250 გრამი ხილი უნდა მიიღოს. ეს შეიძლება გავანაწილოთ დღის მანძილზე.

მკითხველი:

რეკომენდირებულია თუ არა ბავშვებში ხორცის ნახარშის მიღება და კვირაში რამდენჯერ?

-ცხოველური ნახარშები - (ქათმის ბულიონი, საქონლის ხორცის ნახარში და ა.შ.) არ არის სასურველი და რეკომენდირებული, თუ არ არის გარკვეული ჩვენება. ამ შემთხვევაშიც ვითვალისწინებთ ბავშვის კონკრეტულ დამოკიდებულებას.

შესაძლებელია ბავშვს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს ბოსტნეულის წვნიანის მიმართ. მაგალითად ავიღოთ ბროკოლი. ხშირ შემთხვევბში ბავშვებში იწვევს ალერგიას. გასათვალისწინებელია ასევე გემოს აღქმის უნარი.

ბავშვების ნაწილს მოსწონს, როცა კერძი არის თხელი. ასეთ შემთხვევაში, კარგია თუ ეს ბოსტნეულის თუ ხორცის წვნიანი იქნება დაბლენდერებული. ნაწილს - პირიქით, უფრო მსხვილად დაჭრილი ბოსტნეულის წვნიანები მოსწონთ. მაგრამ აქ მთავარია, ეს წვნიანი შეიცავდეს კომპონენტს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ უმჯობესია ცხიმი დავამატოთ კერძს მაშინ, როცა უკვე მზა კერძს გადმოვდგამთ.

მკითხველი:

რა სახის ცხიმები უნდა მიიღოს ბავშვმა?

-ალბათ მცენარეულ ცხიმზეა საუბარი. ეს არის რაფინირებული და არარაფინირებული, არის ზეითუნის, მზესუმზირის და ა.შ. ყველა მცენარის ცხიმი შეიცავს სხვადასხვა ცხიმოვან მჟავეებს. ამიტომ მეტ ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ყველაფერი ეს მიიღოს ასაკის შესაბამისად. არის ასაკი, როცა უმჯობესია ბავშვმა მიიღოს რაფინირებული ცხიმი, არის მდგომარეობა, როდესაც არარაფინირებული კარგია. აქაც პედიატრის განსასაზღვრია, რომელი ჯობია და როდის. კონკრეტულ შემთხვევაში - კონკრეტულ ბავშვთან.

მკითხველი:

როგორ მოვხარშოთ ხორცი, რომ ბავშვმა ცილა ზომიერად მიიღოს?

-თუ გვინდა ცილა კარგად შეინარჩუნოს ხორცმა, მაშინ ჯობია რომ მდუღარე წყალში იყოს ჩადებული ხორცი. ვინაიდან ნახარში არ გვაინტერესებს და გვინდა რომ ცილა შენარჩუნებული იყოს, ის იკეთებს გარსს და შიგნით სასარგებლო ცილა სრულყოფილად რჩება. ამის შემდეგ კონკრეტულ ბავშვს, კონკრეტული რაოდენობით.

მკითხველი:

რა შემთხვევაშია სასარგებლო სტაფილო?

-სტაფილო არის ძირხვენი. მის შუაგულში ძალიან ბევრი არასასურველი ნიტრატები გროვდება და ამიტომ სასურველია გული ამოვაცალოთ, სქლად გაითალოს სტაფილო და ცოცხალი, ან მოხარშული სახით ცხიმთან ერთად მიეცეს ბავშვს.

მკითხველი:

მერამდენე თვიდან არის რეკომენდირებული ბავშვის დამატებიოთ კვებაზე გადაყვანა?

-არ შეიძლება დამატებით კვებაზე გადაყვანა დაბადებიდან 17 კვირაზე ადრე და 27 კვირაზე გვიან. ეს არის დაახლოებით ოთხი თვიდან- ექვს თვემდე.

ამ პერიოდიდან დედის რძეს, ან ხელოვნურ ნარევს არ აქვს საკმარისი ღირებულებები და თვისებები, რომ დააკმაყოფილოს ბავშვის მზარდი ინტერნსიურ ნივთიერებათ ცვლა. ამიტომ საჭიროა დამატებითი კვება.

დამატებითი კვება არის: ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილი, ხორცი, ხაჭო კვერცხი...

მაგალითად ხორცის მიღებას ვიწყებთ შვიდი თვიდან. ეს აუცილებლად ტავდაპირველად უნდა იყოს დაწყებული ძალიან მცირე რაოდენობით, ეს იქნება დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი და ჰომოგენური (ძალიან გაბლენდერებული) რატომ? - იმიტომ, რომ როცა ბავშვი იბადება კორდინირებული არ არის ენაზე კუნთები. ამიტომ ღებინების რეფლექსი არის ენის წვერზე. როგორც კი არათხევად საკვებს იღებს ბავშვი ღებინების რეფლექსი იწყებს მუშაობას და უკან აგდებს. (კოვზის გამოდევნის რეფლექსს ვეძახით პედიატრები).

ასაკთან ერთად კუნთების კოორდინაცია სრულყოფილი ხდება და ეს რეფლექსი უკან გადადის. ამის შემდეგ ბავშვი უფრო ადვილად იღებს მყარ საკვებს. ნაწილ ბავშვებში ეს ხდება ადრეულ ასაკში, არიან ბავშვები როცა ეს რეფლექსი სრულყოფილი ხდება 2 წლის ასაკში.

როცა მშობელი იწყებს ბავშვის დამატებით კვებაზე გადაყვანას, ხშირ შემთხვევაში იმ ფორმით არ იწყებს როგორც არის საჭირო. მინიმუმ 12-ჯერ მაინც უნდა გასინჯოს ბავშვმა საკვები, რომ მან აღიქვას მისი გემო. მნიშვნელობა არ აქვს რომელი დამატებითი საკვებია.

ძუძუზე მყოფი ბავშვები უფრო მრავალფეროვან გემოს აღიქვამენ ვიდრე ხელოვნურ ნარევზე. რატომ? - როცა მეძუძური დედა სხვდსხვა საკვებს მიირთმევს, ის ბავშვი თავისთავად აღიქვამს ამ გემოს. ხელოვნურ კვებაზე ერთი და იგივე გემოს აღიქვამს და უფრო უჭირს.

მკითხველი:

როგორ შევავსოთ ბავშვებში D ვიტამინის ნაკლებობა?

-პირველ რიგში საინტერესოა როგორ იკვებებოდა დედა ლაქტაციის პერიოდში.

ყველა ხელოვნური ნარევი ვიტამინის იმ რაოდენობით არის გამდიდრებული, რომელიც საჭიროა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამიტომაც არის ნარევები დაყოფილი პირველი ეტაპის, მეორე ეტაპის, მესამე, მეოთხე ეტაპის ნარევების სახით.

რა საკვები არის D ვიტამინით მდიდარი?- პირველ რიგში საკვებამდე გეტყვით, რომ ჰაერის და მზის სხივების კანზე მოქმედებით წარმოიქმნება დ ვიტამინი. ბავშვს D ვიტამინი რომ ჰქონდეს საკმარისია ცილა, რომელსაც მიიღებს დედის რძისგან, დამატებითი კვებიდან, როგორიცაა ხაჭო, მაწონი, ხორცი. თუ ბავშვს ეს ცილა საკმარისად აქვს რახიტი არ წარმოიქმნება.

მკითხველი:

რომელი ვიტამინი უწყობს ხელს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას?

-თუ სწორად იქნება ბავშვის მენიუ აწყობილი, ხელოვნურად დამატებითი ვიტამინები წესით არ არის საწირო. ამ შემთხვევაშიც პედიატრმა უნდა განსაზღვროს, როდის, რანაირად და როგორ.

დღეს ძირითადად რეკომენდირებულია ქარხნული წარმოების ფაფები. სადაც უკვე სტაბილური შემადგენლობებია, თუ ბავშვი ამას სწორად მიიღებს იმ რაოდენობით, რასაც პედიატრი დაუნიშნავს, მასინ მას ხელოვნურად დამატებითი ვიტამინები არ დასჭირდება. ან თუ დასწირდება, პედიატრს უკვე ეცოდინება კონკრეტულ ბავშვთან რომელი ვიტამინის დეფიციტია.

ვიტამინები ორ ჯგუფად იყოფა: ცხიმში ხსნადი ვიტამინები და წყალში ხსნადი ვიტამინები. ცხიმში ხსნადი ვიტამინებია რომლებიცგროვდება ორგანიზმში და ჭარბი რაოდენობით თუ იქნება მიღებული შეიძლება ტოქსიური ეფექტი მივიღოთ. ზოგადად ვიტამინების დეფიციტით ერთი უარყოფითი მხარეა და ჭარბი რაოდენობაც. 

მკითხველი:

რეკომენდირებულია თუ არა ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება?

-

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას