რა სთავაზობს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" უძრავი ქონების შეძენის მსურველებს

რა სთავაზობს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" უძრავი ქონების შეძენის მსურველებს

რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა უძრავი ქონების განვადებით შეძენისას და რა აქციებს სთავაზობს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" უძრავი ქონების შეძნის მსურველებს. თქვენს კითხვებს გაყიდვების მენეჯერი, სოფო წამალაშვილი პასუხობს.

მკითხველი:

0 %- იან განვადებას ზოგჯერ ამბობენ, მაგრამ რეალურად მერე აღმოჩნდება, რომ დიდი პროცენტია გადასახდელი. თქვენ შემთხეევაში მართლა 0%-ნია განვადება?

-რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად 0% განვადებაა. ეს არის, პირველი პრეცდენტი უძრავი ქონების ბაზარზე, როცა კლიენტს აქვს საშუალება ბინა ნამდვილად 0 % განვადებით შეიძინოს.

მკითხველი:

ძალიან მომწონს თქვენი პროექტი. გთხოვთ, დეტალურად აგვიხსნათ თქვენი ახალი აქციის შესახებ. რომელ ბანკებთან თანამშრომლობთ. რამდენია წინასწარი შენატანი? გაქვთ თუ არა 10 ან 15 წლიანი განვადება?

-ამ აქციის ფარგლებში, "მაქრო ქონსთრაქშენი" ორ ბანკთან თანამშრომლობს. ეს არის "თიბის ბანკი" და "ბანკი რესპუბლიკა". პირობები ორივე ბანკში იდენტურია. 30 % -ანი თანამონაწილეობის შემთხვევაში კლიენტს, 100 თვიანი უპროცენტო განვადებით სარგებლობის საშუალება აქვს. ჩვენ, ჩვენს მომხმარებელს უფრო გრძელვადიან განვადებასაც ვთავაზობთ. ეს არის უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე. 10- წლიანი განვადების შემთხვევაში, წლიური პროცენტი მხოლოდ 1. 32 % -ია , ხოლო 15 %-წლიანი განვადების შემთხვევაში 3.99 % -ი.

მკითხველი:

დავუშვათ გავაფორმეთ განვადება და შემდეგ გადავწყვიტეთ თანხის ერთიანად გადახდა. მაინტერესებს, იქნება თუ არა რაიმე შეღავათი ამ შემთხვევაში. მაგალითად, 3-4 თვე რომ განვადებით გადავიხადო და დარჩენილი ნაწილი ერთიანად?

-როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ აქციის ფარგლებში "მაქრო ქონსთრაქშენი" ბანკებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, კლიენტი იპოტეკის ხელშეკრულოებას ხელს, ბანკთან აწერს. ამიტომაც, უკეთესი იქნება დეტალებზე უშუალოდ ბანკის წარმოამდგენელს თუ გაესაუბრებით. თუმცა, უშუალოდ ჩვენი კომპანიის შიდა განვადების შესახებ მოგახსენებთ, რომელიც მხოლოდ პირადობის მოწომობით კეთდება. ის, პროცედურულად გაცილებით უფრო მარტივია. პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი ბინის სრული ღირებულების 30% პროცენტს იხდის. დარჩენილი თანხა, ყოველგავრი დამატებითი პროცენტის გარეშე, 60 თვეზე უნაწილდება. ამ შემთხვევაში, კლიენტს აქვს იმის საშუალება რომ წინსწრებით დაფაროს თანხა ყოველგავრი წინსწრების საკომისიოს გადახდის გარეშე.

მკითხველი:

დაგვიკონკრეტეთ, როგორია განვადების პირობები მინიმალურიდან მაქსიმალურ ფართზე?

-ბინის ფართი, განვადების პირობას არ განსაზღვრავს. პირობა არის სტანდარტული - 30 %-ი პირველადი შენატანი. დარჩნეილი 70%-ი კი, უბრალოდ 100 თვეზე ყოველგავრი დამატებითი პროცენტის გარეშე ნაწილდება.

მკითხველი:

რა პირობებით ბარდება თქვენთან შეძენილი ბინა?

-ბინები სრული რემონტით- სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ტექნიკით, სრული კომუნიკაციებით და ინდივიდულაურად დამონტაჟებული გათბობის ქვაბით ბარდება.

მკითხველი:

როგორია თქვენთან პირობები საოფისე ფართებთან დაკავშირებით?

-იქიდან გამომდინარე, რომ 100 თვიან უპრტცენტო განვადებაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, "მაქრო ქონსთრაქშენმა" საოფისე და კომერციული ფართების რეალიზაცია, იგივე პირობებით გადაწყვიტა.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას