ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - ორთოპედ-ვერტებროლოგის რჩევები

ხერხემლის პრობლემები მოზარდებსა და უფროსებში - ორთოპედ-ვერტებროლოგის რჩევები

როგორ დავაფიქსიროთ ხერხემლის გამრუდების მოსალოდნელი საფრთხე, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ როგორც მოზარდებში, ასევე უფროსებში? - კითხვებს ქირურგი ორთოპედ-ვერტებროლოგი ზაზა აზმაიფარაშვილი პასუხობს.

მაკა 28 წლის:

მაქვს საოფისე სამუშაო, დღე ღამეში 12 საათი კომპიტერთან ვზივარ. ძალიან მტკივა ზურგი, განსაკუთრებიოთ კისრის მალები, რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?-დასვენება გამორიცხულია...

21 საუკუნის დაავადებაა წელის ტკივილი, კისრის ტკივილი და ვურჩევ რომ აუცვილებ;ლად ივარჯიშოს. თუ მას აქვს საოფისე სამსახური, 1 საათი მუშაობისსემდეგ კარგი იქნება ტუ 10-15 წუთი ჩაიტარებს აერობიკის ტიპის ვარჯიშებს. ამას დასვენებას არ სველის ამას შველის ვარჯიში და ცურვა.

ნანა ნასყიდაშვილი:

მაქვს ხერხემლის გამრუდება ს- ებური. სქოლიოზი მარჯვენა წინა გულმკერდის არეში, გულმკერდის არეში მაწუხებს საშინელი ტკივილები, გარდა ხერხემლის ტკივილისა, მიშლის სუნთქვას, ასე მგონია რომ ფილტვებში რაღაც მაწვება და გულიც მიჩქარდება. ხანდახან ჩხვლეტებსაც ვგრძნობ, უამრავი წამლები მივიღე არასტეროიდული, ასევე მალამოებიც გარეგანი გამოყენებით. მაინტერესებს სად ან ვის მივმართო? ამასთან არის თუ არა ამის საშველი ჩემს ასაკში, ვარ 39 წლის.

დეფორმაცია აღარ მოიმატებს მისი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ სქოლიოზი ეს არის მტკივნეული დაავადება და სამწუხაროდ ტკივილები გაუარესდება თუ პაციენტმა არ მიხედა თავს. ძირითადი მიხედვა ეს გახლავთ ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროს, წონა უნდა გააკონტროლოს, სიმძიმეებს უნდა მოერიდოს და აისევდასიევ უნდა ივარჯოშოს. უნდა გაამაგროს კუნთო9ვანი სისტემა. დეფორმაციის გასწორება თუ უნდა დაგვიანებულია ოპერაციულად, მაგრამ საშველი რომ ტკივილი არ ქონდეს რათქმაუნდა არის. უნდა ივარჯიშოს თუ უნდა ექიმი ამას ორთოპედი სჭირდება და თუ ვარჯიში ამას ნებისმიერი მასაჟისტი ან შეუძლია ფიტნეს კლუბში ისწავლოს და აკეთოს ვარჯიშები.

მკითხველი ნანა:

ჩემს 8 წლის ვაჟს ორთოპედმა დაუსვა სქოლიოზის დიაგნოზი. გამოუწერა მასაჟები, ვარჯიშები და ცურვა ბრასით. აგრეთვე მირჩია გამომეყვანა ცეკვიდან. მაინტერესებს: 1. შესაძლებელია თუ არა სქოლიოზის ზუსტი დიაგნოზის დასმა ხერხემლის რენტგენოგრამის გარეშე; 2. მართლა საზიანოა ცეკვა ხერხემლისთვის? 3. რა რჩევები შეგიძლიათ მოგვცეთ, რომ თავი ავარიდოთ ხერხემლის მეტად გამრუდებას.

-სქოლიოზის დიაგნოზის დადგენა რა თქმა უნდა შეიძლება კლინიკურადაც, რენდგენის გარეშე. მაგრამ ჯობია დიაგნოსტიურებისთვის და სიზუსტისთვისგაკეთდეს აუცილებლად ხერხემლის სვეტის რენდგენოგრაფია პირდაპირი ფეხზე დგომით.ეს საჭიროა მონიტორინგისთვისაც,რათა დადფგინდეს მდგომარეობაუარსედება თუ არა. ასე რომ რენდგენი აუცილებელია.რაც შეეხება ცეკვას კვირაში 3-ჯერ დატვირთვა არ არის. ზოგადაად სქოლიუოზისთვის არ არის სასურველი ფიზიკური დატვირთვა, თუ ჩვენ ცეკვას აღვიქვამთ როგორც დატვირთვისთვის მაშინ არ არის სასურველი. მაგრამ კვირაში 3-ჯერ რომ ბავშვი წავიდეს, ერთი საათით იცეკვოს და ხელი გაშალოს ამას ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ეს თუ არსის პროფესიონალური ცეკვა დილით 5 საათი და საგამოს 5 საათი, სქოლიოზს ეს არ გაამრუდებს მაგრამ მას ექნებას ტკივილები. იმისთვის რომ გაკონტროლდეს სქოკიიოზი უარესდება თუ არა სწორედ ამისთვის არის საჭირო 6თვეში ერთხელ რენდგენოლოგიური კვლევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თავიდან აცილებას, დანიშნულება ძალიან სწორედ აქვს მიცემული ორთოპედს - ეს არის მასაჟი პერიოდულად, ვარჯიში და ცურვა.

ნათია შარმიაშვილი:

მყავს დედა (52 წლის), რომელსაც აღენიშნება კისრის ფიზიოლოგიური ლორდოზის სრული გადასწორება. უკანა კიდეებთან კი ძვლის რეაქტიული ცვლილებები. ჩამკეტი ფირფიტები ტალღისებურად დეფორმირებულია. ძლიერი ტკივილები აქვს ხერხემლის დასაწყისში და მთლიანად მარჯვენა ხელში. ახლა ნევროპათოლოგმა დაუნიშნა ლოქსიდოლი და კაპსიკამის მალამო, მაგრამ ტკივილი უყუჩდება მხოლოდ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. იქნებ გვირჩიოთ რა ვქნათ.

-თუ ტკივილი გაუსაძლისი ხდება, აუცილებელია გაკეთდეს კისრის მიდამოს მანგნიტო რეზონანსული კვლევა. მანამდე რეკომენდირებულია პაციენტს გაუკეთდეს საყელო, მოძრაობა შეიზღუდოს და მწვცავე ტკივილები ჩაცხრესე, ამის შემდეგ უკვე მსუბუქი მასაჟი, ფიზიო, ვარჯიში. თუ ამან არ უშველა უკვე გამოკვლევა მაგნიტორეზონანსული და შემდეგ დაისმევა დიაგნოზი. დადგინდება კონსერვატიული გზით წავიდეთ თუ ოპერაციული მკურნალობით. ამ ეტაპზე მწვავე პერიოდში სასურველია საყელოს გაკეთება, ეს ყველა მედიკამენტი რომელიც აფთიაქში იყიდება არის ტკივილ გამაყუჩებელი, თქვენ რაც ჩამოთვალეთ ამ პრობლემებს ვერ მოგიხსნით. ტკივილი გაყუჩდება მაგრამ ეს ყველაფერი ისევ დარჩება. ამიტომ ცოტა უფრო ღრმად ჩასახედისა პრობლემაში ვიდრე ტკივილის მოხსნა. ტკივილის მოხსნა საქმეს არ შველის. ეს ტკივილი აუცილებლად დაბრუნდება ოდესღაც. ამიტომ ცოტა ძირფესვიანი მკურნალობა უნდა.

თამაზ ზარიძე:

მყავს 4 წლის ბიჭი, 1 წელია ვუკეთებთ მხრების დამჭერ ქამარს, შედეგი აშკარად არის - გაიშალა მხრებში, მაგრამ ვიზუალურად შეიმჩნევა რომ ერთი მხარი მეორეზე ოდნავ პატარაა, ეს თუ გასწორდება და როგორ?

-არავითარ შემთხვევაში მხრის დამჭერი არ შეიძლება. პაციენტი როცა ამბობბს რომ აშკარა არის ეს მაშინ როცა უკეთია მხრის დამჭერი. როცა მოიხსნება მხრები ისევ წინ მოდის. არავითარ შემთხვევაშიო არ შეიძლება ბეჭდამჭერის ხმარება, ასე რომ ნჰუ მოიტყუებენ თავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ავნებნს პაციენტს. იმიტომ რომ კუნთი ისევ მოდუნებულია და კიდევ უფრო მოდუნდება. ამიტომ ჯობია პერიოდულად უკეთონ მასაჟები, ბავშვი სეიყვანოჯნ ცურვაზე და ავარჯიშონ. მხრის გასწორება სანახავია უნდა გაკეთდეს რენდგენოგრაფია თუ არსი სქოლიოზი. ამიტომ უნდა შენარჩუნდეს ის მდგომარეობა რაც არის და პაციენტი და მისი მშობლები ნუ მოიტყუებენ თავს, ბეჭდამჭერით მხრები არ გასწორდებას.

მკითხველი ლიკა:

თამაზ ზარიძის შეკითხვის მსგავსად, ჩემს 6 წლის შვილსაც ისევე ვამჩნევ, რომ ცალი მხარი უფრო დახრილი აქვს. თუმცა დამჭერი ქამარი არასდროს გამიკეტებია მისთვის.

-არავითარ შმთხვევაში ბეჭდამჭერი ქამარი არ შეიძლება, აუცილებლად უნდა ენახოს ორთოპედს. უნდა გამოიკვლიოთ ხერხემლის სვეტი ხომ არ არის გამრუდებული, ხომ არარის სქოლიოზი. მხრის ასიმეტრია არაუშავს, მათავარია სქოლიოზი არ გამოგეპაროთ, ამისთვის უნად ეჩვენოს ექიმს.

ანა გოგეშვილი:

მყავს 7 წლის გოგო, დაუდგინეს დისპლაზია და 1 ხარისხის ხერხემლის გამრუდება. ვუკეთებ მასაჟებს. მაინტერესბს რაიდთერაპია რამდენად კარგი იქნება მისთვის.

-რაიდ თერაპია ეს არის ერთადერთი საშუალება კუნთოვანი სისტემის გამაგრებისთვის. ნებისმიერი მკურნალობა მაშინ არის ეფექტური, როცა ეს არის მუდმივი და სტაბილური. თუ თქვენ შეძლებთ რომ ყოველდღე ატაროთ ბავშვბი ცხენზე რატომაც არა. მაგრამ ეჭვი გვეპარება რომ ახალ წელს, შაბათ კვირას, ზაფხულში როცა ბავშვი დასასვენებლად მიდის მსობელმა შეძლოდა ატაროს სადმე ბავშვი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელმა თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, ინიციატივა და სახლში ავარჯიშოს ბავშვი სპეციალური ვარჯიშებით. თუ ამას დაემატება ნებისმიერი მკურნალობა სდახლის გარეთ ძალიან კარგია, მაგრამ მე ვშიშობ რომ 17-18 წლამდე ყოველდღე ბავშვის სადმე ტარება წარმოუდგენლად მიმაჩნია და ვერც ხერხდება. ამიტომ ძალიან მნიშვლელოვანია რომ მშობელმა ვარჯოშოს ბავშვი სახლსში დამოუკიდებლად.

ვერა ღუდუშაური:

ვარ 19 წლის, 180სმ და მაქვს სქოლიოზი, დაახლოებით 5 წლის წინ გავიკეთე მასაჟები სპეციალისტთან. ამის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა , თუმცა ხერხემალი ვერ გასწორდა. მაინტერესებს არის თუ არა იმის საშიშროება , რომ არსებულ მდგომარეობა გაუარესდება?

-როგორც კი ზრდა სრულდება გოგონებში 16 წელი და ბიჭებში 17-18 წელი ხერხემლის დეფორმაცია აღარ პროგრესირებს. ანუ იმის საშიშროება რომ ხერხემალი კიდე უფრო გამრუდდეს არ არსებოსბ. მაგრამ იმის საშიშროება რომ პაციენტი შეაწუხოს ტკივილებმა არსებოსბ. ამიტომ სანერვიულო ეხლა დეფორმაციის მომატება არ არის. სანერვიულო არის ტკივილები არქ ონდეს. ამიტომ წონა გააკონტროლეთ, ჯდომა შეამცირეთ და ივარჯიშეთ.

მკითხველი მაისურაძე:

ხერხემლის არეში მაქვს ძლიერი ტკივილი, გაშეშებულივით ვარ, განსაკუთრებით მტკივა როცა ვწევარ,დილით ზურგის ტკივილი მაღვიძებს. ვიყავი რამდენიმე ექიმთან. ერთმა ნერვის ანთება მითხრა, მეორემ კალციუმის ნაკლებობა. მათმა წამლებმა ტკივილი ცოტა ხნით გამიყუჩა, მაგრამ მერე ისევ დამეწყო. ვის მივმართო ან რა გამოკვლევები ჩავიტარო?

-მინიმალური გამოკვლევა არის რენდგენის გადაღება. მიმაღთეთ ორთოპედს მანამდე მედიკამენტის იმედზე ნუ იქნებით. დაკავდით აქტიური ცხოვრებით, სპორტით და ცურვით. მინიმალური გამოკვლევა არის რენდგენოლოგიური კვლევა, ხერხემლის სვეტის რენდგენოგრაფია, ორი პროექცია პირდაპირი და გვერდითი. ეს აჩვენებს ხერხემალში ხომ არ არის სადმე პათოლოგიური პროცესი.

მაია რობაქიძე:

შეიძლება თუ არა, 14 წლის ბავშვს ეშველოს, რომელიც მოხრილი დადის. ჩვენ რაიონიდან ვართ და აქ არანაირი საშუალება არაა, რომ ვუმკურნალოთ.

-ხერხემალი ვერ გასწორდება, მაგრამ ის რომ ბავშვი მოხრილია და იაროს გამართულად, ამას ჭირდება დაკავება აქტიური ცხოვრებით, სპორტით, ვარჯიშით და ცურვით. რა საშუალება უდგას წინ ვარჯიშს? უნდა ივარჯიშოს აუცილებლად.

მკითხველი "ნანა ნანა":

მყავს 15 წლის გოგონა, რენდგენის სურათმა აჩვენა, რომ აქვს მეორე ხარისხის გამრუდება. დავიწყეთ მასაჟი, მაინტერესებს რამდენად შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა.

-ასაკი ისეთი აქვს რომ არის თეორიული შანსი ამ დეფორმაციის გაუარესების, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყურადგებით მარტო მასაჟი არ უშველის, ივრაჯიშეთ და 6 თვეში გადაიღეთ რენდგენი.

ლალი თევდორაშვილი:

1)რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ (თუკი ასეთი არის საჭირო) პირველ ეტაპზე (ხერხემლის რენდგენი უნდა გადავიღოთ თუ სხვა რამ?), როდესაც ვხვდებით რომ საქმე გვაქვს ხერხემლის გამრუდებასთან?

2. შ-ის ფორმის სქოლიოზი თუ ექვემდებარება გასწორებას უკვე ზრდასრული (25-დან 30 წლის ასაკში) ადამიანის შემთხვევაში. მე რამდენადაც მითხრეს, შესაძლებელია გასწორებაო, კერძოდ: მინიმუმ ერთ წლის ინტენსიური და მუდმივი ცურვის საშუალებითო. რამდენად სწორია? და რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?

-სქოლიოზის კვლევის ერთადერთი მეთოდი არის რედგონოგრაფია. სხვა კვლევა სქოლიოზს არ სჭირდება, ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი და არც თუ ისე ძვირი კვლევა. ამ კვლევით სქოლიოზის დიაგნოზი მთლიანად შეიძლება დაისვას. რაც შეეხება გასწორებას, ხერხემლის გასწორება არცერთ ასაკში არ ხდება არანაირი კონსერვატული მეთოდით, მხოლოდ და მხოლოდ ხდება ოპერაციული გზით. 25 წლის შემთხვევაში ეს დეფორმაცია არც მოიმატებს და არც დაიკლებს. პაციენტმა ივარჯიშოს მუდმავად, იცურავოს, რათა არ ჰქონდეს ტკივილები. იმიტომ რომ გამრუდებული ხერხემალი გაცილებით იოლად შეიძლება ატკივდეს ადამიანს ვიდრე სწორი ხერხემალი, ამიტომ ცურვა და ვარჯიში, პერიოდულად მასაჯი აუცილებელია იმიტომ კი არა რომ ხერხემალი გასწორედეს არამედ იმიტომ რომ ტკივილები არ ჰქონდეს.

ნიცა ქარჩავა:

12 წლის გოგონას აქვს შ მაგვარი, მესამე ხარისხის სქოლიოზი, 33 გრადუსი გულმკერდის ნაწილში, 25გრადუსი წელის არეში. საკმარისია სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, სამკურნალო ტანვარჯიში თუ საჭიროა რეაბილიტაციის სხვა ტიპის მკურნალობა ან ოპერაცია, ეფექტურია თუ არა რაიდთერაპია?

-არსებული გრადუსი სასწრაფოდ მოითხოვს მკურნალობას კორსეტით. ანუ 33% ეს უკვე შორსწასული ფორმაა, ძალიან მაღალია რისკი რომ დეფორმაცია გაუარესდეს და პაციენტს სჭირდება აუცილებლად კორსეტი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ძალიან მაღალია გაუარესების რისკი 7% დარჩენილი ოპერაციამდე 40% უკვე საოპერაციოა. ასე რომ 33% ეს არის ძალიან საშიში და ვთხოვთ მიმართოთ ორთოპედს და გაიკეთოთ კორსეტი.

ვანო აბაშვილი:

ხერხემლის ოპერაციები რომელ ასაკამდე შეიძლება, ასევე მაინტერესებს სქოლიოზის დროს თუ შეიძლება ვარჯიში (ტურნიკი, სირბილი, ველოსიპედი)... 18 წლის ვარ და ხერხემლის გამრუდება მიქმნის ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

-ბავშვის სიმაღლეს განაპირობებს მისი გენეტიკური კოდი. ამიტომ ორთოპედიური დაავადება კავშირში არ არის ბავშვის სიმაღლესთან. ეს უნდა მიმართონ პედიატრს და ენდოკრინოლოგს. ორთოპედიულ დაავადებებს არ შეუძლია გამოიწვიოს სიმაღლეში ზრდა ან ნაკლებად ზრდა.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას