დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს

დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს

ინტერნეტკონფერენციის თემა რეპროდუქციული ჯანმრთელობაა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, ორსულობის დაგეგმვის დადებით მხარეებზე, კონტრაცეფციის გამოყენებასა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე კითხვებს "ჰერა XXI"-ის ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია პარკაული პასუხობს.

- რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?

- თავად სიტყვა რეპროდუქცია კვლავწარმოებას გამრავლებას ნიშნავს, რეპროდუქციული ფუნქცია ემსახურება ადამიანის მოდგმის გაგრძელებას და შთამომავლობის შენარჩუნებას. ხშირად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას გამრავლების ფუნქციის გამართულად მუშაობასთან აიგივებენ მხოლოდ. თუმცა რეპროდუქციული ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად არის მენტალური და სოციალური კეთილდღეობა.

- როდიდან იწყება და სანამდე გრძელდება რეპროდქციული ასაკი, ანუ რა ასაკში შეუძლია ადამიანს გამრავლება?

- დიახ, რეპროდუქციული ასაკი არის პერიოდი, როდესაც ადამიანს აქვს უნარი განაყოფიერების და გამრავლების, ანუ როდესაც ქალს და მამაკაცს შეუძლია განახორციელოს შვილოსნობის ფუნქცია. ქალის რეპროდუქციული ასაკია 15-49 წელი, ხოლო მამაკაცის 15 წელი და ზევით.

- რეპროდუქცია მარტო შვილის ყოლის უნარია?

რეპროდუქცია არის როგორც შვილის ყოლის უნარი, ისე არასასურველი ( დაუგეგმავი) ორსულობის თავიდან აცილებაც.

- როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ არასასურველი ორსულობა?

არასასურველი ორსულობა შეიძლება ავიცილოთ კონტრაცეფციული (ჩასახვისსაწინააღმდეგო) სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და უსაფრთხო აბორტის ჩატარებით.

- რა პრობლემები შეიძლება შემექმნეს თუ სქესობრივ აქტივობას ადრე დავიწყებ?

- მოზარდი რომელსაც არა აქვს ინფორმაცია თავისი ორგანიზმის განვითარების და ფსიქოლოგიური სტატუსის შესახებ. ხშირ შემთხვევაში მოზარდებმა არ იცან რა არის პირველი სქესობრივი აქტი, რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, როგორ უნდა დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, აიცილონ არასასურველი ორსულობა.

- შეიძლება თუ არა დავორსულდეთ პირველივე სქესობრივი კავშირის დროს?

- გოგონა, რომელსაც უკვე აქვს მენარხე (პირველი მენსტრუაცია), იგი ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ შეიძლება დაორსულდეს

- მართალია რომ კონტრაცეფციული საშუალებები ასუქებს და ჭარბთმიანობას იწვევს?

- ეს მითია, ვინაიდან ბევრი თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალება გამოიყენება ჭარბთმიანობის და სიმსუქნის სამკურნალოდ.

- მართალია რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონალურ აბებს დავლევ მერე ვერ დავორსულდები?

- პირიქით, ჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებები გამოიყენება უშვილობის თერაპიაში (ე.წ. რებაუნდ- ეფექტის გათვალისწინებით). ასე რომ კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შვილოსნობის ფუნქციის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს.

- რა რისკებთან არის დაკავშირებული მოზარდებში ორსულობა?

- ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. გოგონები მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას (როგორც წესი, გოგონები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას თუ როდის გახდნენ დედა..ან რამდენი შვილის ყოლა სურთ)- ამას განაპირობებს, როგორც კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, - ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა ასეთი საშუალებების შესახებ.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მოზარდებში ორსულობას?

- როგორც აღვნიშნეთ, ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები.მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას . გარდა ამისა ხშირად მათ უწევთ სკოლის მიტოვება, ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლებიც.

- აივ ინფექცია/ შიდსის გარდა არის თუ არა სხვა დაავადებები რომელიც სქესობრივი გზით გადადის?

- დღეისათვის 30-მდე სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, სასქესო ორგანოების ჰერპესი, B და C ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია და ა.შ.

- შეიძლება ადამიანი იყოს ინფიცირებული რომელიმე სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციით, მაგრამ ვერ ამჩნევდეს?

- რათქმა უნდა, შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დასაწყისში უსიმპტომოდაც მიდიოდეს, მაგრამ უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- შესაძლებელია თუ არა სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციების თვითგანკურნება?

- არა, რათქმა უნდა, უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება;დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების ძირითადი გზა არის: ყველა სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (სწორედ ამ ნიშნით ხდება ამ ჯგუფში გაერთიანებული დაავადებების გაერთიანება) შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს ( ასეთი ინფექციებია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B და C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი, სიფილისი) ზოგიერთი სგგი გადადის დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ასეთებია: ციტომეგალოვირუსი, აივ/შიდსი, ქლამიდიური ინფექცია. შესაძლებელია ზოგიერთი სგგი-ის საყოფაცხოვრებო გზით გავრცელება. მაგალითად: ტრიქომონიაზი გადადის დაინფიცირებული ადამიანის თეთრეულის, პირსახოცის გამოყენებით, არასაკმარისად ქლორირებული წყლის აუზში ცურვის დროს. ხშირია პატარა ბავშვებში, თუ იგი წევს ინფიცირებულ მშობლებთან ერთად. გახსოვდეთ, აივ ინფექცია საყოფაცხოვრებო კონტაქტებით არ გადაეცემა!

- იწვევს თუ არა კონდომის გამოყენება იმპოტენციას (ერექციის არ ქონა მამაკაცებში)?

- ეს არის მითი, კონდომის გამოყენება, ერექციის მექანიზმთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ ... მამაკაცის კონდომის სწორად და ყოველი სქესობრივი აქტის დროს გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტურობა - კი -აივ ინფექციისგან დაცვის კუთხით საშუალოდ 80-95%-ია. ეს ნიშნავს, რომ კონდომის გამოყენება გვიცავს აივ ინფიცირებისგან იმ შემთხვევების 80-95%-ში, როდესაც მისი არ გამოყენება უცილობლად გამოიწვევდა ინფიცირებას (ეს არ ნიშნავს, რომ კონდომის მომხმარებლების 5-20% დაინფიცირდება აივ-ით!).

- მოქმედებს თუ არა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება სექსუალურ ცხოვრებაზე?

- ნარკოტიკების გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე, ისე ჩასახული ემბრიონის ჯანმრთელობაზე. ამასტანავე ნარკოტიკების გამოყენება იწვევს ფრიგიდულობასაც, ანუ სექსუალური კონტაქტებისადმი უინტერესობასა და სქესობრივი ლტოლვის არქონას.

- თუ მენსტრუაციული ციკლი დასრულდა ადრე 39 წლის ასაკში შეიძლება თუ არა დავორსულდე მაინც?

- სიტყვა "მენოპაუზა" მენსტრუაციის სრულ გაქრობას გულისხმობს და ქალის შვილიერების (ნაყოფიერების) შეწყვეტას ნიშნავს. მენოპაუზის პერიოდს გაივლის ყველა ქალი, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს. მენოპაუზის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ერთი წელია გასული. თუ მენოპაუზა 40 წლის ასაკამდე იწყება, მას ნაადრევს უწოდებენ და ის ჩვეულებრივ, მკურნალობას საჭიროებს. ბუნებრივად მენოპაუზის დროს, უკვე აღარ ხდება დაორსულდება, დამხმარე რეპროდუქციული არტ- მეთოდების გარეშე (იგულისხმება -ინ ვიტრო განაყოფიერება).

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას