კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
მიმდინარე ინტერნეტკონფერენციები
19:11 / 09-08-2016
დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს
ინტერნეტკონფერენციის თემა რეპროდუქციული ჯანმრთელობაა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, ორსულობის დაგეგმვის დადებით მხარეებზე, კონტრაცეფციის გამოყენებასა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე კითხვებს "ჰერა XXI"-ის ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია პარკაული პასუხობს.

- რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?
- თავად სიტყვა რეპროდუქცია კვლავწარმოებას გამრავლებას ნიშნავს, რეპროდუქციული ფუნქცია ემსახურება ადამიანის მოდგმის გაგრძელებას და შთამომავლობის შენარჩუნებას. ხშირად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას გამრავლების ფუნქციის გამართულად მუშაობასთან აიგივებენ მხოლოდ. თუმცა რეპროდუქციული ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად არის მენტალური და სოციალური კეთილდღეობა.

- როდიდან იწყება და სანამდე გრძელდება რეპროდქციული ასაკი, ანუ რა ასაკში შეუძლია ადამიანს გამრავლება?
- დიახ, რეპროდუქციული ასაკი არის პერიოდი, როდესაც ადამიანს აქვს უნარი განაყოფიერების და გამრავლების, ანუ როდესაც ქალს და მამაკაცს შეუძლია განახორციელოს შვილოსნობის ფუნქცია. ქალის რეპროდუქციული ასაკია 15-49 წელი, ხოლო მამაკაცის 15 წელი და ზევით.

- რეპროდუქცია მარტო შვილის ყოლის უნარია?

რეპროდუქცია არის როგორც შვილის ყოლის უნარი, ისე არასასურველი ( დაუგეგმავი) ორსულობის თავიდან აცილებაც.

- როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ არასასურველი ორსულობა?

არასასურველი ორსულობა შეიძლება ავიცილოთ კონტრაცეფციული (ჩასახვისსაწინააღმდეგო) სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და უსაფრთხო აბორტის ჩატარებით.

- რა პრობლემები შეიძლება შემექმნეს თუ სქესობრივ აქტივობას ადრე დავიწყებ?

- მოზარდი რომელსაც არა აქვს ინფორმაცია თავისი ორგანიზმის განვითარების და ფსიქოლოგიური სტატუსის შესახებ. ხშირ შემთხვევაში მოზარდებმა არ იცან რა არის პირველი სქესობრივი აქტი, რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, როგორ უნდა დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, აიცილონ არასასურველი ორსულობა.

- შეიძლება თუ არა დავორსულდეთ პირველივე სქესობრივი კავშირის დროს?

- გოგონა, რომელსაც უკვე აქვს მენარხე (პირველი მენსტრუაცია), იგი ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ შეიძლება დაორსულდეს

- მართალია რომ კონტრაცეფციული საშუალებები ასუქებს და ჭარბთმიანობას იწვევს?
- ეს მითია, ვინაიდან ბევრი თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალება გამოიყენება ჭარბთმიანობის და სიმსუქნის სამკურნალოდ.

- მართალია რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონალურ აბებს დავლევ მერე ვერ დავორსულდები?
- პირიქით, ჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებები გამოიყენება უშვილობის თერაპიაში (ე.წ. რებაუნდ- ეფექტის გათვალისწინებით). ასე რომ კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შვილოსნობის ფუნქციის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს.

- რა რისკებთან არის დაკავშირებული მოზარდებში ორსულობა?
- ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. გოგონები მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას (როგორც წესი, გოგონები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას თუ როდის გახდნენ დედა..ან რამდენი შვილის ყოლა სურთ)- ამას განაპირობებს, როგორც კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, - ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა ასეთი საშუალებების შესახებ.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მოზარდებში ორსულობას?

- როგორც აღვნიშნეთ, ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები.მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას . გარდა ამისა ხშირად მათ უწევთ სკოლის მიტოვება, ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლებიც.

- აივ ინფექცია/ შიდსის გარდა არის თუ არა სხვა დაავადებები რომელიც სქესობრივი გზით გადადის?
- დღეისათვის 30-მდე სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, სასქესო ორგანოების ჰერპესი, B და
You must have Flash Player installed in order to see this player.
C ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია და ა.შ.

- შეიძლება ადამიანი იყოს ინფიცირებული რომელიმე სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციით, მაგრამ ვერ ამჩნევდეს?
- რათქმა უნდა, შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დასაწყისში უსიმპტომოდაც მიდიოდეს, მაგრამ უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- შესაძლებელია თუ არა სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციების თვითგანკურნება?
- არა, რათქმა უნდა, უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება;დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების ძირითადი გზა არის: ყველა სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (სწორედ ამ ნიშნით ხდება ამ ჯგუფში გაერთიანებული დაავადებების გაერთიანება) შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს ( ასეთი ინფექციებია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B და C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი, სიფილისი) ზოგიერთი სგგი გადადის დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ასეთებია: ციტომეგალოვირუსი, აივ/შიდსი, ქლამიდიური ინფექცია. შესაძლებელია ზოგიერთი სგგი-ის საყოფაცხოვრებო გზით გავრცელება. მაგალითად: ტრიქომონიაზი გადადის დაინფიცირებული ადამიანის თეთრეულის, პირსახოცის გამოყენებით, არასაკმარისად ქლორირებული წყლის აუზში ცურვის დროს. ხშირია პატარა ბავშვებში, თუ იგი წევს ინფიცირებულ მშობლებთან ერთად. გახსოვდეთ, აივ ინფექცია საყოფაცხოვრებო კონტაქტებით არ გადაეცემა!

- იწვევს თუ არა კონდომის გამოყენება იმპოტენციას (ერექციის არ ქონა მამაკაცებში)?
- ეს არის მითი, კონდომის გამოყენება, ერექციის მექანიზმთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ ... მამაკაცის კონდომის სწორად და ყოველი სქესობრივი აქტის დროს გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტურობა - კი -აივ ინფექციისგან დაცვის კუთხით საშუალოდ 80-95%-ია. ეს ნიშნავს, რომ კონდომის გამოყენება გვიცავს აივ ინფიცირებისგან იმ შემთხვევების 80-95%-ში, როდესაც მისი არ გამოყენება უცილობლად გამოიწვევდა ინფიცირებას (ეს არ ნიშნავს, რომ კონდომის მომხმარებლების 5-20% დაინფიცირდება აივ-ით!).

- მოქმედებს თუ არა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება სექსუალურ ცხოვრებაზე?
- ნარკოტიკების გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე, ისე ჩასახული ემბრიონის ჯანმრთელობაზე. ამასტანავე ნარკოტიკების გამოყენება იწვევს ფრიგიდულობასაც, ანუ სექსუალური კონტაქტებისადმი უინტერესობასა და სქესობრივი ლტოლვის არქონას.

- თუ მენსტრუაციული ციკლი დასრულდა ადრე 39 წლის ასაკში შეიძლება თუ არა დავორსულდე მაინც?
- სიტყვა "მენოპაუზა" მენსტრუაციის სრულ გაქრობას გულისხმობს და ქალის შვილიერების (ნაყოფიერების) შეწყვეტას ნიშნავს. მენოპაუზის პერიოდს გაივლის ყველა ქალი, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს. მენოპაუზის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ერთი წელია გასული. თუ მენოპაუზა 40 წლის ასაკამდე იწყება, მას ნაადრევს უწოდებენ და ის ჩვეულებრივ, მკურნალობას საჭიროებს. ბუნებრივად მენოპაუზის დროს, უკვე აღარ ხდება დაორსულდება, დამხმარე რეპროდუქციული არტ- მეთოდების გარეშე (იგულისხმება -ინ ვიტრო განაყოფიერება).
მკითხველის კომენტარები (5)
14 აპრილი 2017 16:20
უარესებიც ყოფილა ამ ქვეყანაში! და ამ საცოდავი ნიტას ნაირები რომ ყოფილიყვნენ მაშინაც, არამგონია საერთოდ დღის სინათლე ეხილა ბევრ "ფეშენ" ქართველს. თუმცა, ბევრი არც არაფერი დააკლდებოდა აქაურობას! მიდი ყლაპეთ კონტრაცეპტივები!
gogita
07 აპრილი 2017 10:54
"ერი გადაშენების პირასაა" ჰმ. სადღაა ერი? ესაა ერი, სადაც ვიღაც კაიფში მყოფი მძღოლი 9 წლის ბავშვს კლავს? ან იქაა ერი და ეროვნული შეგნება, სკოლის მოსწავლეებს რომ გადაუარონ ზებრაზე? საქართველო ძალიან ცუდი ქვეყანაა დედობისთვის და ბავშვის გასაზრდელად. არავითარი სურვილი არ მაქვს აქ შვილების გაჩენის და არც ვინმეს წინაშე არ ვარ ვალდებული! სანამ ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება, არც ვაპირებ! ახლა გამოხტებიან ჩამქოლავები, მაგრამ სანამ ლანძღვას დამიწყებთ, კარგად გაიაზრეთ რას ვწერ!!
Nita
26 ოქტომბერი 2016 18:45
მკურნალობა და გამოკვლევა ხელმისაწვდომი რომ იყოს მიხედავს ადამიანი თავს,ვისაც საშუალება აქვს კი მრავლდებიან ჩინელები კურდღლებივით.
tiko
06 აგვისტო 2016 17:52
აუცილებელი უნდა გავხადოთ კაცებმა საყვარლებთანაც უნდა გააჩინონ შვილები, რაც მეტი მით უკეთესი და შეიცვალოს სტატუსი,"საყვარელი"-ს ნაცვლად დაერქვას"საყვარელი ცოლი"
MIRABELLA
06 აგვისტო 2016 13:07
სახელმწიფომ ჯობია უშვილო წყვილების მკურნალობას მიხედოს ერი გადაშენების პირასაა
glexi
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მკვებავის წასმა რეკომენდირებულია 25 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის
ვალენსიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ლამაზ ქალთან გატარებული 5 წუთი მამაკაცის ორგანიზმში სტრესის ჰორმონებს ზრდის
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან
+VIDEO| "დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოვაყოლე რომელიც ბოლოს მიწოდე, ეს დასასრულია"
ბრალდებულმა თავის მამას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
მამაკაცის ცხოვრებაში უამრავი ქალი არსებობს
შუახნის მამაკაცი ბაზარში სოფლის პროდუქტების გასაყიდად სოფელ გარეჯვრიდან ჩავიდა
ქალბატონმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა
21:57 / 23-04-2017  Image "იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა" - ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები
"სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას"
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49