ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან

ის, რაც კანის მოვლის შესახებ ჯერაც არ იცით - მიიღეთ რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგისგან

ლამაზი სახის კანი სილამაზის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორ მოვუაროთ კანს, რომ ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ. კითხვებს ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

მაკა:

ბავშვთა კრემში ვურევ აევიტის კაფსულებს, ლიმონის წვენს და აღნიშნულ ნაზავს ვიდებ სახეზე, ეფექტით კმაყოფილი ვარ, მაგარმ მაინტერესებს რეგულარული მოხმარებისთვის ხომ არ არის საშიში აევიტის (ა და ე ვიტამინი) გამოყენება?

-პირველ რიგში ამა თუ იმ კრემის გამოყენებისას უნდა დავაკვირდეთ ჩვენი კანის რეაქციას. თუ მომხმარებელი ამით ძალიან კმაყოფილია, მაშვნ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვეტყვით, რომ არ გამოიყენოს ეს კრემი, მაგრამ ზოგადად, მუდმოვად ლიმნის წვენის გამოყენება შესაძლოა კანის ზედმეტად გამოშრობა გამოიწვიოს, და ა და ე ვიტამინი გახდეს ალერგენი კანისთვის. ანუ, რაღაც დროის განმავლობაში შესაძლოა კანი მშვიდი იყოს, თუმცა შემდეგ დაიწყოს ალერგიული რეაქციები.

სოფო:

ვარ 30 წლის, მაქვს სახეზე ძალიან მშრალი კანი. ორი წელია ლავიწის ძვლებთან კანის ზედაპირზე გამომივიდა ფართე შავი ტალები (თუ ლაქები არ ვიცი რა ვუწოდო მუქი ყავის ფერი) ორივე მხარეს და სახეზეც ცხვირთან ახლოს. მაწუხებს კოლიტი, შეიძლება ეს იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? ვის მვმართო? რას მირჩევთ. (მზესთან ჩემი აზრით კავშირში არააა გამომდის ზამთარში)

-ძალიან ზოგადი კითხვაა, ის რომ აქვს მშრალი კანი და აწუხებს ლაქები. კანის დაავადებას აქვს ასეთი სპეციფიკა: ერთი და იგივე სიმპტომატიკა, ჩვენ შემთხვევაში ყავისფერი ლაქები, შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი. შეიძლება ეს იყოს პიგმენტური ლაქა ან სოკოვანი დაავადება, ასევე ნაირფერი პიტირიაზი. რაც შეეხება მშრალ კანს, მას სჭირდება აუცილებლად მკვებავი და დამატენიანებელი. შესაძლებელია ეს დაიყოს დღის და ღამის კრემად. ძალიან კარგია E ვიტამინი, იგივე ალფა-ტოკოფეროლი, რომელიც შეიძლება შედიოდეს მკვებავ კრემში.

მარი:

ბევრჯერ მსმენია რომ ცხიმიანი კანისათვის სარეცხი საპნით დაბანა არის სასარგებლო, ბევრი ვიცი რომლებიც სწორედ ამ ხერხს მიმართავს, იქნებ აგვიხსნათ თუ არის ამაში რაიმე სიმართლის მარცვალი, და საერთოდ, საპნით სახის დაბანა არის თუ არა რეკომენდებული?

-თანამედროვე კოსმეტოლოგიამ და დერმატოლოგიამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საპნით სახის დაბანა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, მითუმეტეს სარეცხი საპნით. თუმცა სიმართლის მარცვალი აქ იმაში მდგომარეობს, რომ სარეცხი საპონში შედის სოდა, რომელსაც აქვს კარგი ანტისეპტიური ან მადეზინფიცირებელი მოქმედება. თუმცა მუდმივად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებელი. სახის დასაბანად აუცილებლად უნდა შეირჩეს სახის კანის ტიპის მიხედვით სპეციალური დასაბანი საშუალება. ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის კარგია სებომარეგულირებელი, მატიფანტი გელები, პიგმენტური ლაქებისთვის, მათეთრებელი საშუალებები, მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, კი უფრო დამატენიანებელი და რბილი ყოველდღიური დასაბანი საშუალებები.

ლალი:

სახეზე ფერიმჭამელებისგან დარჩენილი ლაქები როგორ მოვიშოროთ? იქნებ გვირჩიოთ რაიმე საშუალება, თუნდაც ხალხური მედიცინიდან...

-სამწუხაროდ ფერისმჭამელის ანუ აკნეს შემდეგი ლაქები ხშირად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე თვითონ აკნე აქტიურ სტადიაში. ასეთ დროს ყველაზე კარგი არის ე.წ. პილინგები. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც სახლში, ასევე პროფესიონალურ კაბინეტში. ესენია, გლიკოლის, ხილისმჟავას პილინგები. გარდა ამისა არსებობს სპეციალური კოსმეტოლოგიური პროცედურები : მეზოთერაპიული, პლაზმოთერაპიული, რომელიც აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბურებისა და ჰიპერპიგმენტური ლაქების გაუფერულებას უწყობს ხელს. არსებობს ასევე ე.წ. ლაზერული მკურნალობა, რომელიც ცნობილია ჩO ანუ კარბოქსლილაზერო ფრაქსელის ლაზერით, რომელიც ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება სახლში მოხმარების გამაღიავებელ საშუალებებს, ნაკლებად ეფექტურია. ის ლაქები, რომელიც ისედაც გადავა, მას ჯობია არ შევეხოთ, ის ისედაც გადავა, რაც ღრმაა, ჯობია კოსმეტოლოგიური ჩარევით მოვიშოროთ.

ნანა:

რას გვეტყვით კოსმეტიკური ყინულების შესახებ, რამდენად ეფექტურია მათი გამოყენება სახის კანისთვის? რა დადებითი თვისებები გააჩნიათ და ასევე, იქნებ დაგვისახელოთ მშრალი და ცხიმიანი კანისთვის როგორი კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ და როგორ წავისვათ სახეზე?

-ალბათ საუბარია სახლში, სხვადასხვა სასარგებლო ბალახეულისგან დამზადებუ ყინულებზე. როგორც წესი მისი გამოყენება, თუ არის უპრობლემო და ნაკლებად მგრძნობიარე კანი, შესაძლებელია. სასურველია ეს იყოს გამოყენებული მასაჟის ხაზების მიხედვით. ესაა შუბლის ზონაში შუა ხაზიდან მარცხნივ და მარჯვნივ, თვალების გარშემო გარედან შიგნითა კუთხისკენ, ასევე ცხვირის, ტუჩის და ნიკაპის კუთხიდან ზედა მიმართულებით მოძრაობების გაკეთება. ამას მოყვება კანის გამკვრივების ეფექტი, რომელიც საკმაოდ მოკლე ვადიანია, თუმცა კანი უფრო ჯანსაღად განოიყურება.

ნათია:

მშრალი კანის გამო, ზაფხულში სულ აჭრელებული მაქვს სახე, რას მირჩევთ, რომ სახეზე ერთიანი ფერი შევინარჩუნო და სახის კანი ლამაზად გამოიყურებოდეს?

-ზაფხულის პერიოდში ვერ ვიტყვი, რომ მშრალი კანი უფრო პრობლემურია. ასეთი ტიპის კანი უფრო პრობლემური და სტრესული ზამთრის პერიოდშია. ზაფხულში და გაზაფხულზე უფრო პრობლემურია კუპეროზული კანი, სადაც სისხლძარღვები უფრო გამოხატულია და შესაბამისად სისხლის მიდინება ძლიერდება სეზონის გამო, გამოხატული სისხლძარღვები კი იქვევს სახის აჭრელებას. პირველ რიგში ამ დროს აუცილებელია მზის დამცავი და ღამის დამამშვიდებელი კრემები.

გიორგი:

რამდენად ხშირად მოგმართავენ სახის გაწმენდის მიზნით, რამდენჯერ არის რეკომენდირებული და მოგმართავენ თუ არა ამ პროცედურისთვის მამაკაცები.

-ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა მამაკაცების ვიზიტი კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში. შავი კომედონები, რომელსაც ჩვენ ფერისმჭამელებს ვეძახით, ძალიან აწუხებთ მამაკაცებს და განსაკუთრებით თ ზონაში. ესაა შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის უბანი. შესაბამისად ხშირად გვიწევს ასეთი ტიპის მომსახურების გაწევა.

გიორგი:

მაინტერესებს რა უპირატესობა აქვს ბიორევიტალიზაციას და როგორია მისი ფუნქცია გაახალგაზრდავების პროცესში?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცედურას გაახალგაზრდავების პროცესში. ბიორევიტალიზაციის პროცედურა არის ყველაზე უსაფრთხო და დახვეწილი ინექციური მეთოდი. ამ პროცედურის დროს კანის შუა შრეში ანუ დერმაში შეგვყავს ჰეარულონი მჟავა. ესაა კანის ბუნებრივი შემადგენელი უჯრედი, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება მისი რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, კი კანის ტონუსი მომატებულია, კარგავს ელასტიურობას და სიმკვრივეს, იცვლება ფერი. როდესაც გარედან შეგვყავს ჰეარულონის მჟავა, ხდება ასეთი რამ: ივსება არა მარტო ნაოჭები, მკვრივდება კანი, იბრუნეს ელასტიურობას და მასკულარიზაციას, არამედ ხდება ჩვენი საკუთარი უჯრედების, ანუ ფიბრობლასტების გააქტიურება. ამის ხარჯზე , კი ხდება კანის კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კანის გაახალგაზრდავებისა და შენარჩუნებისთვის.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას