კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
მიმდინარე ინტერნეტკონფერენციები
შრიფტი
22:29 / 28-02-2017
ყველა ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ
C ჰეპატიტის ვირუსით საქართველოს მოსახლეობის 6,7%-ია ინფიცირებული. მისი გავრცელება კიდევ უფრო მაღალია ინტრავენურ ნარკომანებში და 70%-ს აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფასო სკინინგ-ცენტრები, საზოგადოების უმეტესობამ მაინც არ იცის C ჰეპატიტის გავრცელების რისკებსა და მკურნალობის მეთოდებზე.

რა არის C ჰეპატიტი, როგორია ინფექციის გადაცემის გზები და რა შემთხვევაში შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან დაინფიცირების რისკი.
გამოგზავნილი კითხვები:

მარი: სამსახუში მყავს თანამშრომელი ქალი, რომელსაც აქვს ც ჰეპატიტი და არ მკურნალობს, არის თუ არა საშიში გარშემო მყოფთათვის მასთან კონტაქტი?

-ძალიან ცუდი თუ არ მკურნალობს, ის საფრთხეს უქმნის ოჯახის

წევრებს, რომლებმაც შესაძლოა ისარგებლონ ქალის კუთვნილი ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელსაც სისხლთან შეხება შესაძლოა ჰქონდეს: საპარსით, პედიკურის და მანიკიურისთვის განკუთვნილი მოწყობილობით, კბილის ჯაგრისით. სამსახურში ის პრობლემას არ ქმნის, თუ არ მუშაობს ისეთ დაწესებულებაში, სადაც პაციენტის კანთან უწევს შეხება. არ უნდა იყოს მანიკიურის და პედიკიურის ხელოსანი, არ უნდა აკეთებდეს ტატუს, პირსინგს და ა.შ. ჰეპატიტი არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. იქნებ აუხსნას ვინმემ ოჯახის წევრებისთვის რა საფრთხის მატარებელია.

მაკო: ჩემს მეუღლეს აქვს ც ჰეპატიტი .არის თუ არა გადამდები? შეიძლება თუ არა მისი ბოლომდე განკურნება?

-გადამდები არის, მაგრამ მცირე პროცენტით. ამიტომ სჯობს დროულა გაიკეთოთ სკრინინგი და მეუღლესაც სასწრაფოდ დააწყებინოთ მკურნალობა, რაგან რაც უფრო მარტივია დაავადების ფორმა, მით მაღალია სწრაფად და ბოლომდე განკურნების შესაძლებლობა. საბედნიეროდ, ც ჰეპატიტი ბოლომდე იკურნება.

ჟანა: იმკურნალა და ანალიზების შედეგად გაირკვა რომ აღარ აქვს.  ახლა ხელმეორედ უწევს ანალიზის ჩაბარება. ხელმეორედ აღმოჩენის შემთხვევაში ისევ აფინანსებს სახელმწიფო?

-თუ ერთხელ აღარ დაფიქსირდა, ე.ი. განიკურნა. ხელმოერედ რატომ იკეთებს? თუ ეს სავალდებულო კვლევაა ა დაავადება ისევ დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კვლავ აფინანსებს მკურნალობას.

მანანა: დავასრულე მკურნალობის სამთვიანი კურსი, საბოლოო ანალიზმა აჩვენა რომ ვირუსი აღარ მაქვს, მაგრამ ვგრძნობ იგივე სიმპტომებს, რას მირჩევთ, სხვა სკრინინგ ცენტრში ხომ არ იქნება უკეთესი გადამოწმება, შედარებისათვის. გმადლობთ.

-სჯობს თქვენს მკურნალ ექიმთან დასვათ კითხვები. თვითნებურად ნუ იმოქმედებთ.

ანა: როდესაც ადამიანს აქვს ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რამდენ ხანშია შესაძლებელი იმის დადგენა აქვს თუ არა ჰეპატიტი. ანუ რა დრო სჭირდება გამოკვლევას, ანალიზებს და საბოლოო დიაგნოზის დასმას. მაინტერესებს როგორც C ასევე B-ს შემთხვევაში.

-შესაძლოა ც ჰეპატიტი დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმადინარეობდეს და ძალიან გვიან გამოჩნდეს სიმპტომები. ამ დროისთვის ღვიძლი ძალიან დაზიანებულია. ამიტომაც სჯობს, ყველა მოქალაქემ დაუყოვნებლივ გაიკეთოს გამოკვლევა სკრინინგ ცენტრებში, რომლებიც უფასოა და დაადგინოს სჭირს თუ არა დაავადება. სკრინინგ ცენტრში პირველადი გამოკვლევისთვის, რომელიც გიჩვენებთ გაქვთ თუ არა ვირუსი, სულ ათი წუთი კმარა სწრაფი ტესტით პასუხის მიღებას. თუ ვირუსის ანტისხეულები დაფიქსირდება, მაშინ შემდეგი ეტაპის გამოვკვლევა დაგჭირდებათ, რის შესახებაც ადგილზევე დაგაკვალიანებენ და დაგეხმარებიან.

ქეთი: ამბობენ C ჰეპატიტის პროგრამა უქმდებაო, მართალია?

-სიცრუეა. მეტიც, აბსურდი. საქართველო არის მოდელი სახელმწიფო, საიდანაც უნდა გადაიღონ მაგალითი, როგორ შეიძლება ც ჰეპატიტის დამარცხება. ამისთვის შეიქმნა ელიმინაციის აღმოფხვრის პროგრამა, რაც არამხოლოდ ც ჰეპატიტიზე უფასო მკურნალობას ნიშნავს, ასევე მოიცავს სკრინინგს, ყველა დაავადებულის გამოვლენას და დაავადების წარმომქმნელი რისკფაქტორების გაუვნებელყოფას.

ლაურა: როგორ მოვიქცეთ, როცა ოჯახში ავადმყოფია?

-ნუ აგრძნობინებთ, რომ ის ავად არის, მეტი სიყვარულით მოექეცით. ნუ იხმართ მის საყოფაცხოვრებო საგნებს, სხვა მხრივ მისგან საფრთხე არ გელით. სიყვარული, კოცნა, ჩახუტება ც ჰეპატიტის საფრთხეს არ ქმნის.

ნანა: ინფიცირებიდან რა ხნის შემდეგ არის დადებითი ანალიზის პასუხი?

-ვირუსის ინკუბაციას სჭირდება 3-დან 6 თვემდე პერიოდი. ამიტომაც თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ შესაძლოა დავირუსდით, დაელოდეთ ამ პერიოდის გასვლას. საერთოდ კი უპრიანია ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი, კვლევა, რადგან საფრთხე ძალიან ბევრგან არის ჩასაფრებული და შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ ოდესღაც ამ საფრთხესთან შეხება გქონდათ.

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: რა ბედი ელის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს - "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინატრებენ სასწაულს, რაც აქ ხდება"

15:35 / 27-03-2017
maia
0
სად შეიძლება ანალიზის გაკეთება?სად არის სკრინინგ ცენტრი,ხომ ვერ მეტყვის ვინმე?
10:42 / 10-03-2017
Maiko
0
Ramdenime dgea,rac gaviget,rom chems meugles aqcs c hepatiti.pirvelitipi.me da chems shvilebs ara.sanam mkurnalobas daiwyebs,aris tu ara gadamdebi.rogor moviqce,rom me da chems shvilebs argadagvedos.dzgtxovt mipasuxet
მსგავსი სიახლეები
"თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ კვლევის შედეგით პაციენტები სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართულები, მაშინ ეს უნდა შემოწმდეს"
+VIDEO: ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია,
+VIDEO: რამდენად საშიშია პარაზიტები ორაგანიზმში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება
კურორტები საქართველოში, სადაც დასვენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა {ვიდეო}
პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს
+VIDEO: კითხვებს ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე პასუხობს.
მალე შემოვა ახალი პრეპარატი, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და შეამცირებს გვერდით მოვლენებს
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
20:22 / 17-11-2017  Image "აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49