რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე, ეს დამოკიდებულია სხეულის წონის რა რაოდენობა დაიკარგა სითხით.

დეჰიდრატაციის 2 ადრეული ნიშანია წყურვილი და მუქი ფერის შარდი. ეს არის ორგანიზმის ნიშნები, რომ გაზარდოს წყლის მიღება და შეამციროს სითხის დაკარგვა.

როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.

მკითხელი:

რა არის დეჰიდრატაცია?

-დეჰიდრატაცია არის გაუწყლოვანება. ჩვენს ორგანიზმში არის 60 პროცენტი წყალი.  აქერდან გამომდინარე წყლის დეფიციტის განვითარება, ანუ წყლის დაკარგვა არის დეჰიდრატაცია.

მკითხველი:

როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს წყალი აკლია?

-წყლის ნაკლებობის შემთხვევაში აღინიშნება კანის გამოშრობა. კანი იჭმუჭნება.  ეს არის გარეგნული ნიშნები. ასეთივე ნიშნებია შინაგან ორგანოებზე. ასეთ შემთხვევაში ადამიანს აწუხებს წყურვილის დაუოკებელი შეგრძნება. გარეგნულად ადამიანს მარტივად ემჩნევა რომ ადამიანის ორგანიზმი არის გაუწყლოებული.

მკითხველი:

შეიძლება თუ არა გაუწყლოებამ იმუნური სისტემის დაქვეითება გამოიწვიოს?

-როდესაც ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, ყველა უჯრედი კარგავს წყალს დიდი რაოდენობით. იმუნური სისტემის  ჩამოყალიბებაში მონაწილეობს უჯრდების მთელი კასკადი და  როცა ამ უჯრედებს აკლიათ წყალი, შესაბამისად  ფუნქცია დაკარგული უჯრედი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ვითარდება იმუნიტეტის დეფიციტი და ორგანიზმს აღარ შესწევს უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა მიკრობებს, პათოლოგიებს. აქედან გამომდინარე მარტივად ავადდება ორგანიზმი.

მკითხველი: შეიძლება თუ არა ორგანიზმში წყლის ნაკლებობამ თავის ტკივილი გამოიწვიოს?

- ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ნაკლებობა, ან წყლის სიჭარბე პირდაპირ აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, ამიტომ წყლის რაოდენობის დონე ორგანიზმში დამოკიდებულია ნერვულ სისტემაზე, თავის ტკივილთან და სხვადსხვა ნერვული დაავადებების გამოვლინებასთან.

მკითხველი:

როგორ შეიძლება წყლის ბალანსის რეგულირება ორგანიზმში?

-თუ ნორმალურად ფუნქციონირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ადამიანს შეუძლია დალიოს წყალი, მიიღოს ეს სითხე. მაგრამ თუ პათოლოგიური პროცესების გამო (პირღებინება, ფაღარათი) იკარგება ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე, მაშინ საწიროა ინტრავენურად მოხდეს გადასხმა ხსნარების, რომ აღდგეს ორგანიზმში წყლის ბალანსი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად- ფსიქოლოგის რჩევები