როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

ბავშვთა კვების დროს  მშობლები ხშირად შეცდომას უშვებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პატარამ ბევრი უნდა ჭამოს და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, დააძალონ საკვების მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს.

როგორ შევურჩიოთ ბავშვებს კვების რაციონი და მივაჩვიოთ სწორად კვებას, კითხვებს პედიატრი ქეთევან ნემსაძე პასუხობს.

ნინო მამასახლისი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს (6 წლის) ვაჭმევთ ყველაფერს ნატურალურს (სოფლის), მას ძალიან უყვარს ტკბილეული, შოკოლადები და კანფეტები, რითაც ბებია-ბაბუა განსაკუთრებით ანებივრებს. რამდენად სასარგებლოა მოზარდებში ტკბილეულის მიღება და ხომ არ შეუშლის ხელს ბავშვის ფიზიკურ ზრდას?

-მოზარდობის პერიოდი გამოირჩევა მაღალი მოთხოვნებით მიკროელემენტებზე და ცილებზე. აქდან გამომდინარე ტკბილეული მისთვის არის პირამიდის კავშირი.

თუ წარმოვიდგენთ პირამიდას, რა უნდა მიიღოს ბავშვმა, ვნახავთ, რომ ქვემოთ არის ხორბლეული. შემდეგ მოდის ხილი და მოსტნეული. შემდეგ პროტეინები, ანუ ხორცი და რძის პროდუქტები და ბოლოს არის ტკბილეული. ტკბილეული ბევრი არ არის საჭირო და ის უნდა მიიღოს ბავშვმა საკვებთან ერთად.

ტკბილეული იწვევს კბილების დაზიანებას და სიმსუქნეს.

მკითხველი ქეთი:

3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, რის მიხედვით უნდა შევადგინოთ მენიუ, რომ მიიღოს ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი. გთხოვთ, გვასწავლეთ მენიუ (ორი კვირის).

-სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უნდა მიიღოს სამი ძირითადი კვება და ორი წახემსება. მისი კვების პირამიდა უნდა იყოს აგებული: საუზმე- რძე, რძის პროდუქტები, ხილი და კვერცხი.

სადილი - რაიმე სახის პროტეინი, ცხოველური ცხიმი, ან თევზი კვირაში ორჯერ. საღამოს მისთვის მნიშვნელოვანია ე.წ იოგურტის მიღება. (ეს შეიძლება იყოს მაწონი, ხილთან და ნამცხვართან ერთად), ორი წახემსება ეს არის ბავშვისათვის საყვარელი ხილი, ან ბოსტნეული.

შალვა შონია:

ჩვენი შვილი ვერანაირად ვერ მივაჩვიეთ საღამოს ჩაით და მსუბუქი საკვებით ვახშმობას. როცა მსუბუქად იკვებება, ღამით იღვიძებს და ვერ იძინებს, სანამ ტკბილეულს არ ჭამს. როგორ მოვიქცეთ?

-ბავშვებს, რომლებსაც ასეთი რეჟიმი მოსწონთ, გადავუტანოთ სადილი საღამოს. (მაგალითად: მოხარშული ხორცი, ან ხორცისგან დამზადებული რაიმე პროდუქტი ბოსტნეულთან ერთად.) ტკბილის მოთხოვნილება შეიძლება დაკმაყოფილდეს ნატურალური პროდუქტებით, როგორიც არის თაფლი, თხილი, ან მზეზე გამხმარი ხილი. (ქიშმიში,კურაგა და ა.შ.)

მკითხველი მანო:

რომელი ხილი შეიცავს ისეთ ვიტამინს, რომელიც ბავშვის ფიზიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს და რამდენად სწორად მოვიქცევი, თუ ბავშვს დამატებით, მედიკამენტებს მივაღებინებ. თქვენ რას მირჩევთ? (თუ არის ასეთი მედიკამენტი).

-ინტენსიური ზრდის პერიოდში ცხადია, იმ მინერალებით უზრუნველყოფა, რომელიც ზრდისათვის არის საჭირო, შესაძლებელია ალიმენტური კვების გზით ყოველთვის ჩანაცვლდეს.

ძალიან მაღალია მოთხოვნილება კალციუმზე,ფტორზე,ცინქსზე, სელენიუმზე და რკინაზე. ეს მიკროელემენტები არის რძის პროდუქტებში, ხილში და ბოსტნეულში. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი არაბალანსირებულად იკვებება, არ იღებს საკმარისი რაოდენების ცხოველურ ცილას, თევზს, ხილსა და ბოსტნეულს, შესაძლებელია რეცეპტის მიღება ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე. (შესაზლებელია კვებაში დაემატოს თევზის ქონი, კალცი, მოხდეს გამდიდრება საკვების ფტორით, იოდით, რკინით და ა.შ.)

ნათია ჟღენტი:

როგორ ვკვებოთ მოზარდი, რომ წონის პრობლემები არ შეგვექმნას სიმსუქნის მხრივ.

-მოზრდს არასდროს არ უნდა უთხრათ ეს შენთვის ცუდია. ჩვენ ბავშვს უნდა შევთავაზოთ და მივცეთ დადებითი რეკომენდაცია. უნდა ვურჩიოთ, რომ წაიხემსე ხილით, ყველით და პურით, მიიღე ხორცი, თევზი.

რა იწვევს სიმსუქნეს?- 1) ეს არის ტკბილეული, რომელიც იწვევს არამარტო სიმსუქნეს, არამედ კბილების დაზიანებას. 2) კონსერვირებული პროდუქტები, არის ზოგიერთი კონსერვანტი, რომელიც ქცევის შეცვლასაც იწვევს. ამიტომ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ძირითადად კვება უნდა იყოს ახლად მომზადებული პროდუქტის სახით და ოჯახური ტიპის კვება.

ერთადერთი აკრძალვა რომელიც მოზარდს უნდა დაუწესდეს, ეს არის ალკოჰოლი, ენერჯაიზერები, ანუ სასმელები, რომელიც არის ენერგეტიკული სასმელი. რაც დიდი რაოდენებით შეცავს შაქარს და საერთოდ არ შეიცავს იმ მიკროლემენტებს, რაც აუცილებელია ბავშვისათვის.

მარი მამალაძე:

ჩემი შვილი უკვე 2 წლისაა და ვერაფრით გადავაჩვიე ღამით ჭამას, ჭამს თხელ მანის ფაფას ბოთლიდან, დღის განმავლობაში ჩვეულებრივად იკვებება 4-ჯერ, ყველანაირი პრდუქტებით, ალერგიული არ არის და ყველაფერს მიირთმევს. როგორ გადავაჩვიო ღამე ჭამას, თუ არ ვაჭმევ ეღვიძება ხშირად და ტირის.

-არავითარი ჩვევა არ შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, თუ დედამ არ მიაჩვია. მას უკვე რეფლექსი აქვს გამომუშავებული იმპერიოდის საკვების მიღებაზე. ნელ-ნელა ეს ფაფა კიდევ უფრო თხელი უნდა გახდეს. და ჩაენაცვლოს წყლით.

მზია მეშველიანი:

ჩემი შვილი ორი წლისაა და ისევ წოვს ძუძუს. ვერ დავანებებინე თავი. გთხოვთ მირჩიოთ, ხომ არ მოქმედებს ეს ბავშვზე ცუდად?

-ამით ბავშვი იღებს იმუნურ დაცვას, დედის სითბოს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის ჩამოყალიბდა დედაშვილური მიჯაჭვულობა და დედამ უნდა შეძლოს თანდათანობით იმ სიყვარულის სხვა რაიმეთი ჩანაცვლება, რის გამოც ბავშვი ძუძუს წოვს. მანვებელი არავითარ შემთხვევაში არ არის. მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მხოლოდ სასკოლო ასაკი.

მკითხველი ეკა:

მყავს ორი შვილი, 6 წლის გოგო და 11 წლის ბიჭი,როგორ უნდა იკვებებოდნენ ამ ასაკის ბავშვები, რომ საკვების საშუალებით მიიღონ ვიტამინები, რაც აუცილებელია მათი ორგანიზმისთვის და განვითარებისთვის.

-ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა 2 ტიპის ვიტამინი. 1) რომელიც შედის ხილთან ერთად. 2) ცხიმში ხსნადი ვიტამინები. ეს ყველაფერი თანაბრად არის საჭირო, ამიტომ მხოლოდ ხილით და ბოსტნეულით ამას ვერ მიიღებს. ცხიმში ხსნადი ვიტამინები არის ხორცში, თევზში. (შესაძლებელია გახეხილი სტაფილო + ცხიმი). ჩვენი ბავშვები არ არიან მიჩვეული თევზის და თევზის პროდუქტების მირთმევას, რაც არის ცუდი. ძალიან კარგია თუ კვირაში ორჯერ მიიღებენ თევზის პროდუქტებს, იმისტვის, რომ ცხიმშიხსნადი ვიტამინები ჩაენაცვლოს. რაც შეეხება ხილს ის სრულად ანაცვლებს ვიტამინს (დღეში ერთი ვაშლი, სტაფილო და რამდენიმე წვეტი ცხიმი, რომ მიიღოს ბავშვმა, ეს ვიტამინების ბალანსს მთლიანად შეავსებს).

მკითხველი მაკა:

რამდენად სასარგებლოა ბანანი ბავშვისთვის და აქვს თუ არა მნიშვნელობა, წელიწადის რა დროს ვაჭმევთ მას (გაზაფხულზე, ზაფხულში და.ა.შ)

-ბანანი ერთადერთი ხილია, როემლიც ძალიან დიდი რაოდენებით შეცავს მიკროელემენტებს. განსაკუთრებით კალიუმს. C ვიტამინს. ზამთარში და გაზაფხულზე ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია. ზაფხულში იმდენი ხილია საქართველოში, რომ არამგონია ბანანი აუცილებლი პროდუქტი იყოს.

ნინი-ნინია:

მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამჯერ ვაჭმევ ბავშვს წვნიანს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები მაინც აქვს. რას გვირჩევთ?

-წვნიანი არ არის საკმარისი, რომ დარეგულისრდეს კუჭ-ნაწლავი. კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სინდრომს იწვევს არასწორი კომტამინაცია მიკრობებით, აწედან გამომდინარე, კვებასთან ერთად საჭიროა ჩანაცვლება გარკვეული პრობიოტიკებით, რომელიც ალბათ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განადგურდა. ინდივიდუალური კონსულტანცია უფრო უკეთესია.

მათიაშვილი ნანა:

წავიკითხეთ, რომ სტაფილო არც თუ ისე სასრგებლოა ორგანიზმისთვის, თქვენ რას გვირჩევთ, კვირაში რამდენჯერ და რა დოზით შეიძლება მივცეთ ბავშვს სტაფილო.

-ვერ დავეთანხმები, რომ სტაფილო არ არის სასარგებლო. იმიტომ, რომ სტაფილო შეიცავს ბეტაკოროტინს, რომელიც აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. სტაფილო და ის ყველაფერი, რაც მიწაში იზრდება უფრო მეტად იღებს შხამქიმიკატს. ამიტომ ვურჩევ, სტაფილო დაჭრან და გამდინარე წყალსი იყოს დიდხანს და შემდეგ ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

მკითხველი ეკამარი:

ხომ შეიძლება 3 წლის ასაკიდან ბავშვს მივაღებინოთ ჩვეულებრივი, უფროსებისთვის გამზადებული სადილი. (რათქმაუნდა, ცხარეს და მლაშეს არ ვგულისხმობ).

-ოჯახის კვებასთან ბავშვის მიახლოება იწყება 6 თვის ასაკიდან. ერთი წლის ბავშვი სრულად უნდა იღებდეს იმ სადილს, რომელიც არის ამ ოჯახში. მაგრამ დამატებით უნდა მიიღოს ვიტამინებით და მიკროელემენტებით გამდიდრებული საუზმე და წახემსება.

რუსიკო მელიქიძე:

ჩემი მეგობრი ხშირად წუწუნებს, რომ ბავშვს "d" ვიტამინი აკლია. თუმცა რძის პროდუქტებსაც იღებს და "d" ვიტამინიც მიაღებინა რამდენჯერმე, ბავშვი ასევე ხშირად ოფლიანობს, გვირჩიეთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

-ბავშვი, რომელსდაც აქვს ხშირი ოფლიანობა, უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, თუ რა იწვევს, შეიზლება სულაც არ აიყოს დამოკიდებული ეს “D “ვიტამინის, ან კალციუმის ნაკლებობასთან. მე ვურჩევდი, ბალანსირებულ კვებასთან ერთად თევზის პროდუქტების დამატებას და აქტიურ სეირნობას და ფიზიკურ აქტივობას.

D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდა პირველ კოსმონავტებს, რომლებიც იმობილიზირებული იყვნენ კოსმოსში. ფიზიკური აქტივობა, მზე და ბალანსირებული კვება.

შორენა ბურდილაძე:

ჩემს 5 წლის გოგონას არ უყვარს ხორცი. ქათმის და თევზის ხორცს მცირე რაოდენობით იღებს, ძროხის ხორცი კი გასინჯულიც არ აქვს. რამდენად საშიშია ხორცის ასეთი მცირე რაოდენიბით მიღება და კვირაში რამდენი გრამი ხორცი მიიჩნევა აუცილებელ მინიმუმად? არ უყვარს არც ფაფები. უყვარს რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო, ერთ ჭამაზე შეიძლება 200-გრამიანი ”პაჩკა” სულ მიირთვას. ეს ზედმეტი ხომ არ არის?

-ამ ბავშვზე მივხვდი, რომ ეს გახლავთ ”ოვო, მილკ, ვეგეტარიანი”, რომელიც იღებს კვერცხს, რძეს, სხვადსხვა ბოსტნეულს და ხილს., ეს არის სრულიად საკმარისი განვითარებისთვის. არ არის საჭირო დაძალება ძროხის ხორცის მითუმეტეს, რომელიც იწვევს ქცევის პათოლოგიებს და ამ ბავშვა იცის, რომ ეს არ უნდა მიიღოს. (ორგანიზმმა დაიცვა) ..კარგად იტყვიან, ”რაც დადის იმას ჩვენ არ ვჭამთ”. (მეც არ ვჭამ რაც დადის).. სჯობია, რომ ხაჭო ჩანაცვლდეს ყველით და იოგურტით (ეს უნდა შესთავაზონ) უნდა აუწყოთ საკვები, კვერცხის, რძის, ხილის და ბოსტნეულის პროდუქტებით.

შორენა ბ:

ამბობენ, რომ სპორტული ტანვარჯიში სიმაღლეში ზრდას უშლის ხელს. ასეა თუ არა?

-არცერთი სპორტი არ არის სიმაღლის ზრდის გამაჩერებელი. სიმაღლეში ზრდას ხელს უშლის ხშირი ავადობა, თუ ბავშვი მოფერებული არ არის. ბავშვს, როცა ეფერებიან და რეალიზებულია, როგორც წესი, ის მაღალი იზრდება. ზრდას ხელს უშლის ასევე არასწორი კვება. სპორტი - არა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას