მარკუს მეტრეველის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება

მარკუს მეტრეველის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება

მას შემდეგ, რაც ქართველმა მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ქართულ შოუბიზნესში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ მოვლენებზე აქტიურად დაიწყო საუბარი, ”ამბები.გე”-ს ინტერნეტკონფერენციის აუდიტორია მისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრებით დაინტერესდა. ვინ არის მარკუს მეტრეველი და როგორია მისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება. კითხვებს მომღერალი თავად უპასუხებს.

კითხვები მიიღება 28 მაისის ჩათვლით

კითხვებს მარკუს მეტრეველი ვარაუდოდ, 31 მაისს უპასუხებ

{FORM}

თორნიკე:

ინტერვიუებში ხშირად ამბობ, რომ საბერძნეთში კარგად ცხოვრობდი, რატომ ჩამოხვედი საქართველოში, ასევე მაინტერესებს მომღერალი ხარ, თუ დიზაინერი?

-საბერძნეთში კარგად ვცხოვრობდი, მაგრამ ნამდვილად მინდოდა გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ წამოვსულიყავი საქართველოში. საქარათველოდან ვინც მიდის, მაინც უკან დაბრუნდება ადრე თუ გვიან. მე მინდოდა ჩემი ახალგაზრდობა ჩემს ქვეყანაში გამეტარებინა. საქართველოს გარეშე ცხოვრება დიდი დანაკლისი იყო ჩემთვის. მინდოდა რომ წამოვსულიყავი ძაალიან მალე და ჩემი შემოქმედებითი ზრდა გამეგრძელებინა საქართველოში. საბერძნეთში რომ ვცხოვრობდი 5 წელი მქონდა ამოვარდნა, იმიტომ ჩამოვედი და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში დიზაინის განხრით.

ჩემი მეორე პროფესია არის ფეშენ დიზაინერი. ვარ დიზაინერი და რა თქმა უნდა მომღერალი.

სალო:

1) რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებამ გასწავლა?

-წარსულიდან მენატრება მხოლოდ ის ადგილები სადაც მე გავიზარდე, ანუ ისევ საბერძნეთი. ის უბნები სადაც მე ვთამაშობდი ბავშვობაში და მყავადა უამრავი მეგობარი, ასევე მენატრება ჩემი 2 შვილი.

2) ყველაზე მეტად რა გენატრება წარსულიდან, და რითი გინდა რომ ხალხს თავი დაამახსოვრო, როგორც კარგი ადამიანი თუ  როგორც წარმატებული მომღერალი?

-იყო ადამიანი, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ცხოვერებაში, ძალიან დიდი ნიჭია. ვფიქრობ, რომ "ადამიანობაზე" ბევრი ვიმუშავე და კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. ამის შემდეგ მინდა ჩემი შემოქმედებით საზოგადოებას თავი დავამახსოვრო.

3)წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს, რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს მომავლიდან?

-წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი ვიდრე დღესდღეობით ვარ. ჩემ თავს მივცემდი რჩევას, რომ ვყოფილიყავი უფრო მომთმენი და წავსულიყავი გარკვეულ დათმობებზე, რომ დღეს სხვა ეტაპზე ვყოფილიყავი.

4)რა არის ყველაზე დიდი სიურპრიზი რაც ცხოვრებამ მოგიმზადათ? და თუ არის ისეთი რამ რისი გაკეთების სურვილი ბავშვობიდან გაქვთ მაგრამ ჯერ ვერ აიხდინეთ?

-ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ჩემი პირველი შვილი ლუკა, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში შოკი, მე მას არ ველოდი. ისე მოულოდნელად და უცბად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო გამაოგნებელი შოკი და რა თქმა უნდა მეორე იყო ვივიენი ჩემი ქალიშვილი, რომელიც მოევლინა ამ სამყაროს და ამით მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ბავშობიდან მაქვს სურვილი, ვიცხოვრო ლაღად, თავისუფლად, ჯანსაღად ჩემს ქვეყანაში და არ მომიწიოს სხვადასხვა ქვეყანაში სირბილი. ავიწყო კარიერა, გავზარდო ჩემი საბანკო ანგარიშები. ჩემი ოცნება არის, ვიცხოვროთ მე და ჩემა ოჯახმა თავისუფლად და ბედნიერად.

მე ვიყავი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, როცა საქართველოდან წავედი და ძალიან კარგად ვიცი რა არის სხვა ქვეყანაში გადახვეწა, სხვა ქვეყანაში გაზრდა, სხვა ქვეყანაში მუშაობა და მაინც, რაც არ უნდა გააკეთო იქ, ხარ მეორეხარისხოვანი, ამიტომ ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ეს ქვეყანა იყოს გაერთიანებული, დემოკრატიული და შეგვეძლოს სუნთქვა თავისუფლად.

მარი:

ამბობდი, რომ ნინი შერმადინი გიყვარს, რა შეიცვალა?

-არაფერი არ შეცვლილა. მე და ნინი შერმადინს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. გვაქვს მიწერ-მოწერა . რა თქმა უნდა ეს ადამიანი მიყვარდა, დღესაც მიყვარს და პატივს ვცემ. იყო რაღაც მომენტები, რომელიც შეიძლებოდა უკეთესობისკენ წასულიყო, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა ეს ურთიერთობა შეაფერხეს და ამიტომ დღესდღეობით ვართ მეგობრები.

ლალი:

შენი ყოფილი ცოლი, ამბობდა, რომ ძალიან უყურადღებო მამა ხარ, რატომ? როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

-მე ვერ ვიტყვი ჩემს თავზე, რომ  უყურადღებო ვარ. როცა ჩემთან იყვნენ ჩემი შვილები მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდი. არა იმიტომ, რომ ეს ვალდებულება იყო, არამედ იმიტომ, რომ მე ასეთი ადამიანი ვარ. როცა ჩემს გვერდით არის ადამიანი, უნდა იყოს მაქსიმალურ კომფორტში და ანალოგიურად მეც ვითხოვ იგივეს. ჩემი შვილები არიან ჩემი საგანძური და არამგონია ლალის ფსევდო დაბრალებებით დამეკლო რამე ყურადღება. როცა ჩემთან იყვნენ მაქსიმუმს ვაკეთებდი მათთვის. ეს არის ფსევდო დაბრალება ჩემს მიმართ. ერთ-ერთ ცნობილ გადაცემაში დამაბრალა რაღაც - რაღაცეები და საშინელ ავანტიურაში გამხვია ესეც ფსევდო ბრალდებაა.

ეხლა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს შვილებთან სამწუხაროდ. ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, დავუკავშირდე ჩემს შვილებს, თუნდაც ლალის, რომ ვნახო ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ყველაფერი უშედეგოდ მთავრდება. ამას წინათ ჰქონდა დაბადების დღე ჩემს შვილს. მივწერე ლალის, დავურეკე, მაგრამ  ტელეფონს არ იღებდა. ეხლა საქვეყნოდ გეუბნები, ნუთუ არა გრცხვენია?- ამდენს გიკავშირდები ნაცნობების მეშვეობით, გწერ ფეისბუქზე, გირეკავ და არსად მპასუხობ.

ყველაზე საშინელება ის არის, რომ გაუჩინარდა სადღაც და თბილისში აღარ ცხოვრობენ. ძალიან მაინტერესებს, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? ნუთუ ესეთი საშინელება ჩავიდინე მის წინაშე, რომ ჩემს შვილებს მარიდებს. თუმცა ისიც ვიცი რატომ მარიდებს, იმიტომ რომ ჩემს შვილებს ზრდის ტყუილში და აწვდის ინფორმაციას, რომ მე მათი მამა არ ვარ და არის მამა, ის ადამიანი ვის გვერდითაც არის დღეს. შემეკითხა ერთ-ერთი ჟურნალისტი, თუ რატომ არ ვიწყებ იურიდიულად ბრძოლას. მე ბრძოლა და ხმალამოღებული გალაშქრება არ მჭირდება ჩემი შვილების სანახავად. მე მინდა, კანონების გარეშე მივიდე ჩემს შვილებთან და წამოვიყვანო ჩემთან.  წავიყვანო დასასვენებელად და გვქონდეს კონტაქტი. არ მინდა, რომ ისე მოხდეს როგორც დაგვინიშნავს კანონმდებელი, ორი დღე კვირაში და 200 თუ 300 ლარი გადავუხადო თითქოს რაღაც საბანკო დავალიანება მქონდეს. ესეთი ურთიერთობები არ შემიძლია. მინდა ცივილური ურთიერთობა როგორიც შეეფერება მამა შვილს.

გიორგი:

რა ხდება ამჟამად შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ? რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

-რაც შეეხება სიყვარულს. კი, შეყვარებული ვარ. სიყვარულის გარეშე არ შემიძლია, იმიტომ რომ სიყვარული არის ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო ლამაზი, უფრო ნათელი, ეფექტური და ნაყოფიერი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდი და გრანდიოზულია. რაც ჩამოვედი ჯერ განავახორციელე ჩემი შესაძლებლობების 5-10 პროცენტი. მინდა გავაგრძელო ალბომზე მუშაობა, ვგეგმავ კლიპების გადაღებას. ასევე მაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ფილმზე და გასტროლები საზღვარგარეთ. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმები.

ლელუკა:

როგორი ბავშვობა გქონდა, რაზე ოცნებობდი?

-ბავშვობა მქონდა ფანტასტიური. მადლობას გიხდით მშობლებო იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი და საოცნებო ბავშვობა მქონდა. მქონდა კომფორტი რაც შეიძლება ბავშვს ქონდეს. როცა მოსიყვარულე ოჯახში  იზრდება ადამიანი ეს ჩემთვის უპირველესია. როცა გყავს არაჩვეულებრივი დედა და მამა და მათ სიყვარულს უყურებ, ჩემთვის ეს მაქსიმუმია. მატერიალური ბაზა უკვე მეორე ხარისხოვანია ჩემთვის.

ვოცნებობდი რომ გავიზრდებოდი ვყოფილიყავი მომღერალი რაც ამიხდა. ასევე მყოლოდა სტაბილური ოჯახი რაც ჯერ არ ამიხდა, თუმცა იმედია ძალიან მალე ამიხდება.

იხილეთ ვიდეო

 

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას