კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
მიმდინარე ინტერნეტკონფერენციები
11:34 / 26-09-2013
სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში - გინეკოლოგის რჩევები
ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა. სექსუალურ პრობლემებზე საუბარს არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც ერიდებიან. რა არის სექსუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკუნალოთ მას. თქვენს კითხვებს სექსოლოგი, გია ბეროშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

სოფო:
მყავს მეუღლე და ორი პატარა ბავშივი. 5 წელია გათხოვილი ვარ. საერთოდ აღარ მაქვს სექსის სურვილი. რასაც მეუღლე ძალიან განიცდის. ჩემთვის ურთიერთობა მხოლოდ მოვალეობის მოხდად იქცა. არ ვიცი ალბათ ამისი მიზეზი ჩემი წონაში მომატებაა. თან ციკლიც სერიოზულად ამერია. ბავშვების გაჩენამდე, წიანასწარ შემეძლო განმესაზღვრა მომდენო თვის ციკლის თარიღი. ეხლა კი 2 თვეში ერთხელ მაქვს. გინეკოლოგთან მისვლისა და კონსულტაციების რიგში დგომის დრო არ მაქვს (სამსახური). იქნებ მირჩიოთ საიდან დავიწყო. ალბათ ისევ გინეკოლოგთან ვიზიტით არა?
-როგორც ჩანს სოფო თვითონვე ხვდება საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. თუ ახალგაზრდაა 30 წლამდე და ციკლი აერია, აქ შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები, რომელიც აუცილებლად ყურადღებას საჭიროებს. თუ ასაკი უფრო მეტია, შეიძლება დგებოდეს კლიმაქსური პერიოდი და ციკლის არევა ამ პერიოდისთვის ბუნებრივია. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს, ან გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რომ დადგინდეს ხომ არ არის რაიმე სხეულებრივი დაზიანებები. როცა სექსოლოგს მიმართვენ ასეთი პრობლემით, უნდა მივიდეს წყვილი, რადგან მათი პრობლემა ერთდროულად იხილება. ჩვენ ასევე არ ვიცით სოფოს როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახში, ხომ არ არის რაიმე კონფლიქტი, რაიმე დისჰარმონია, რის გამოც სექსისადმი ინტერესი გაუფერულდა. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და გაიაროს კონსულტაცია და საერთოდ ადამიანმა თავისი თავისათვის უნდა მოიცალოს თუ ეს პრობლემა აწუხებს.

მარი:

2 წელი გათხოვილი ვარ და სექსის დროს საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ, საერთოდ არანაირი შეგრძნება არ მაქვს. თუ იკურნება და რა შეიძლება იყოს მიზეზი. შვილი ჯერ არ მყავს.
- მარის დავაიმედებ, რა თქმა უნდა ინკურნება. ძალიან ცუდია როცა კითხვას სვამენ და ასაკს არ ასახელებენ. აქ აუცილებლად წყვილმა უნდა მიმართოს სპეციალისტს და დადგინდეს მიზეზი რის გამო არის სქესობრივცი სიცივე მარის მხრიდან. თუ ამას დროზე არ მიხედეს და რაიმე გამოსავალი არ იპოვნეს შემდეგ სექსუალური დისჰარმონია ღრმავდება და შეიძლება სხვა ტიპის პრობლემებში გადაიზარდოს: ნევროზში, ოჯახური დისჰარმონიაში და ა.შ.

გიგა:

მაინტერესებს, რომელ ასაკში შეიძლება დადგინდეს აქვს თუ არა ვაჟს ფიმოზი? თუ საოპერაციოა, როდის სჯობია ოპერაციის გაკეთება და რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციას? ასევე მაინტერესებს რამე ნაკლი ხომ არ აქვთ წინდაცვეთილ მამაკაცებს?
-ფიმოზის დადგენა ხდება მას შემდეგ როდესაც სქესობრივი მომწიფების ასაკი იწყება, როცა სასქესო ორგანოები იწყებენ ზომაში მატებას, გამოიხატება თმიანობა და მაშინ უფრო კონკრეტულად შეიძლება ითქვას არის თუ არა ფიმოზი ჩამოყალიბებული. ახალდაბადებულ ბავშვებს ჩუჩა ასოსი ვიწრო აქვთ და ხდება მისი გადაწევა, გაშიშვლება ექიმის მიერ. ახალდაბადებულზე ვერ იტყვი მას მომავალში ფიმოზი ექნება თუ არა. შესაბამისად როცა სასქ
ესო ორგანო იწყებს ზომაში მომატებას მაშინ უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას არის თუ არა ფიმოზი. რაც შეეხება მის მკურნალობას, ეს ძირითადად ხდება ქირურგიული ჩარევით. სხვა არანაირი მეთოდი ამ სფეროში არ ამართლებს. მკურნალობა ოპერაციულია და უმტკივნეულო, ერთ კვირაში ყველანაირი პრობლემა იხსნება, ნაკერებიც იხსნება. შემდეგ მამაკაცს 10-12 დღის განმავლობაში შეუძლია აღადგინოს სექსუალირი ცხოვრება. რაც შეეხება ნაკლს, თუ რელიგიური თვალსაზრისით განვიხილავთ ნახევარ მსოფლიოს ეს ოპერაცია ბავშვობაშივე აქვს გაკეთებული. შესაბამისად არანაკლებ წარმატებით მრავლდებიან, ვიდრე ის ადამიანები ვისაც არ აქვთ წინადაცვეთა გაკეთებული. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნაკლი ამ პრობლემას არ აქვს.

მკითხველი A.R.T. -233:

23 წლის ვარ...ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი წლის წინ გავთხოვდი დიდი სიყვარულით. წლის თავზე შვილი შეგვეძინა,რამაც ასმაგად უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ინტიმური ურთიერთობა თავიდანვე გვქონდა ძალიან მრავალფეროვანი და რომანტიული გარემოებების მომცველი,მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩემს მეუღლეს ორგაზმი სულ აქვს და მე ერთი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ განვიცადე. მეგონა ჩემი მშობიარობის შემდეგ რაღაც შეცვლებოდა... იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე?იმიტომ რომ ჩემ თავს ვადანაშაულებ.
-მეუღლეს ანუ მამაკაცს, რომ ორგაზმი სულ აქვს ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მამაკაცის ორგაზმი სხვა ფენომენია, ქალის ორგაზმი კი უფრო რთული, ფსიქოლოგიური ფენომენია. შესაბამისად მამაკაცი ორგაზმს ყოველთვის განიცდის და ეს ნორმალურია. რაც შეეხება ქალს ეს ნამდვილად პრობლემაა, მითუმეტეს ერთხელ უკვე განცდილი აქვს და ვეღარ აღწევს ორგაზმს. ამის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, რომლის ეკრანიდან ახსნა ცოტა რთულია. აქ უნდა მოხდეს გამოკვლევა, ხომ არ არის რაიმე დარღვევები სხეულებრივი, ან ფსიქოლოგიური ან ხომ არ წარმოიქმნა ოჯახური დისჰარმონია. თავიდან აღნიშნავს მკითხველი, რომ ძალიან მრავალფეროვანი იყო სექსი, შეიძლება შემდეგ უკვე გაფერმკრთალდა. ამიტომ შეიძლება ჩაერთოს სექს თერაპიის ელემენტები. ყველა ვარიანტში ესეთი პრობლემების წარმოშობისას ექიმ-სექსოლოგს უნდა მიმართოთ.

ანია:

ვარ 21 წლის . ოთხი თვეა რაც გავთხოვდი. ძალიან კი მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მჭირდება გინეკოლოგის დახმარება. ვერ ვახერხებ საქალწულე აპკის დაზიანებას და მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
-ამას ჰქვია ვირგოგამიური, ანუ ქალწულებრივი ქორწინება. საკმაოდ ხშირია და ეს მარტო ამ წყვილის პრობლემა არ არის. ქალები კი არა მამაკაცები ვერ ახერხებენ საქალწულე აპკის დარღვევას. ეს შეიძლება იყო განპირობებული იმით, რომ ქალბატონს ჰქონდეს ვაგინიზმი, ძლიერი შეკუმშვა საშოს კუნთების, რომელიც არ აძლევს საშუალებას მამაკაცს ჩაატაროს სქესობრივი აქტი. შეიძლება იყოს მამაკაცის მხრიდა ერექციული პრობლემა, ანუ არ იყოს ერექცია ისეთი ხარისხის, რომელიც საშუელბას მისცემს მოახდინოს შეღწევა და დაირღვეს საქალწულე აპკი. საქალწულე აპკი, იმდენად ფაქიზი და სიფრიფანა წარმონაქმნია, რომ მისი დარღვევა დიდ სირთულებთან არ არის დაკავშირებული, თუ რა თქმა უნდა არ არის ქალის მხრიდან ვაგინიზმი და მამაკაცის მხრიდან კი ერექციული დისფუნქცია. ეს პრობლემა გადაწყვეტადია და უნდა მიმართონ ექიმს. გინეკოლოგს შეუძლია მოახდინოს ხელოვნური დეფლორაცია ანუ საქალწულე აპკის ხელოვნური დარღვევა , თუმცა თუ აქ ვაგინიზმია მაინც გაუჭირდება სქესობრივი აქტის ჩატარება. საშოს კუნთების პრობლემა გინეკოლოგის ჩარევით არ იხსნება, თუ ერექციის პრობლემაა საქალწულე აპკის დარღვევის შემთხვევაშიც გაძნელდება აქტი. ამიტომ ეს ექიმთან უნდა გაირკვეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მკურნალობის ტაქტიკა.

ლალი:

ვარ 3 თვის გათხოვილი.გათხოვების დღიდან მაწუხებს ცისტიტი ხშირად. ხომ ვერ მირჩევთ ვისთან მივიდე სამკურნალოდ. წინასწარ გიხდით მადლობას.
-ლალის უნდა ვურჩიოთ, რომ მიმართოს უროლოგს, რადგან ეს სწორედ უროლოგის სფეროა.ეს პრობლემა საკმაოდ იოლად გადასაწყვეტია, პრეპარატების დანიშვნით ინკურნება. უნდა დადგინდეს ცისტიტის გამომწვევი მიზეზი, სექსის დაწყება პირდაპირ ცისტიტის მიზეზი არ არის. იქნება აუცილებლად რაღაც ბაქტერია, რომელმაც ეს ანთება გამოიწვია.

მკითხველი დადუ:

როდესაც მამაკაცს აქვს სექსუელური პრობლემა, ანუ ერექციის გარეშე (თუ არ ვცდები სწორად ვამბობ, ანუ არ უდგება ) ისე განიცდის ორგაზმს თანაც ძალიან სწრაფად და დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის რომ მიაღწიოს ერექციას, (იმედია სწორად გადმოვცემ) იქნებ გვითხათ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ეს პრობლემა?
-აქ მაინც პრობლემა არის ერექციისა, სასქესო ასო ვერ აღწევს შესაბამის სიმაგრეს, რომ შეკითხვის ავტორი დაკმაყოფილდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აქ არის ერექციული დისფუნქცია, რომელიც ადვილად გამოსწორებადია. თუ ახალგაზრდა მამაკაცია შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტით იყოს განპირობებული, ამიტომ აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმ- სექსოლოგთან და ეს პრობლემა გადაწყდება ადვილად.

ქრისტი:

უკვე მეოთხე წელია გათხოვილი ვარ და ორგაზმი არ განმიცდია, ბოლო თვეებში აღმოვაჩინე რომ სექსის დროს ფეხების ძლიერი მოჭერით ვაღწევდი ორგაზმს, წინა თვეში მუცელი მომეშალა (მეორეზე ვიყავი ორსულად) და გამომფხიკეს. მას შემდეგ მოჭერის ძალაც აღარ მაქვს და შესაბამისად ვეღარც ორგაზმს განვიცდი. შეიძლებოდა თუ არა გამოფხეკვას გამოეწვია ეს? და საერთოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი? ძალიან განვიცდი ამ პრობლემას და იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე როგორც წესია ისე მექნება სექსუალური აქტი. აღმგზნები საშუალებების გამოყენება თუ შეიძლება ექიმის გარეშე იქნებ ამაზეც მიპასუხოთ.
-ექიმის გარეშე საერთოდ არანაირი პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. რაც შეეხება ამ პრობლემას, ორგაზმი ქალისთვის ცოტა რთული ფენომენია და თუ აქ არ არის რაიმე ორგანული პრობლემები სხვადასხვა პოზიციების მიღებით რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებაში ქალები პოულობენ იმ პოზიციას, სადაც აღწევენ ორგაზმს. ორსულობის შეწყვეტის შემდეგ გინეკოლოგის ჩარევას, გამოფხეკვას არ შეეძლო გამოეწვია რაიმე პათოლოგიური ცვლილებები, რომ ორგაზმის ეს ტიპი, რაზეც ქრისტი საუბრობს, გამქრალიყო. ეს ალბათ ისევ აღდგება, უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდება. რაც შეეხება საერთოდ ორგაზმს, აუცილებლად წყვილის თერაპიაა საჭირო, ოღონდ როგორი ამას ექიმი გადაწყვეტს, მხოლოდ მას შემდეგ როცა ცოლსაც და ქმარსაც გაესაუბრება.

თამუნა:

ვარ 10 თვის გათხოვილი. საქალწულე აპკის დარღვევა ვერ მოხერხდა.ბუნებრივად მქონდა ძლიერი ტკივილი და კუნთის უნებლიე შეკუმშვა. შემდეგ დავარღვიეთ ქირურგიულად, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება ბოლომდე აქტის ჩატარება. ძლიერ აღარ მტკივა მაგრამ მაქვს უსიამოვნო შეგრძნება. რისი გაკეთება შეიძლება?
-ხელოვნური დეფლორაცია არ წყვიტავს პრობლემას, აქ არის ვაგინიზმი ან ფსევდოვაგინიზმი, რომელიც უნდა გადაწყდეს ექიმ სექსოპათოლოგთან. არის სპეციალური სექს თერაპიის მეთოდები, რომელიც ამ პრობლემას აუცილებლად გადაწყვეტს. ასეთი ტელეკონსულტაციით, ეს რა თქმა უნდა, არ გამოვა.

ნინი:

ვარ 4 წლის გათხოვილი, ძალიან მიყვარს მეუღლე, სექსის დროს ვერ განვიცდი ორგაზმს, ჩემი მეუღლე ვერ ხვდება ამას, ვერც მე ვეუბნები ვერაფერს. არ მინდა თავმოყვარეობა შევულახო, არადა სექსი ჩემთვის აუტანელი გახდა. ეს ამბავი ჩემი ბრალია თუ მეუღლის, თუ ორივესი ერთად?
-მსოფლიოში ესეთი სტატისტიკაა, ძირითადი შეკითხვები მაინც მოდის გოგონებისგან რომლებიც ვერ აღწევენ ორგაზმს. ქალის ორგაზმი 35% შემთხვევაში ეს პრობლემა არსებობს, ოღონდ პრობლემა გამოსწორებადია მას შემდეგ რაც მიმართავენ ექიმს. თუ ქალმა ორგაზმი არ განიცადა ანუ სქესობრივი დაკმაყოფილება, შემდეგ ეს უკვე გადაიზრდება სხვა ტიპის პრობლემაში, რომელსაც ჰქვია ოჯახური დისჰარმონია. სექსში უნდა იყოს აუცილებლად ჰარმონია ცოლსა და ქმარს შორის, წინააღმდეგ შეთხვევაში პრობლემები წარმოიქმნება.

მკითხველი boy:
1. რა სიხშირით არის შესაძლებელი მასტურბაცია მამაკაცებში?
-მასტურბაციას მამაკაცები იწყებენ სქესობრივი მომწიფების ასაკიდან და ეს გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ მათ სქესობრივი პარტნიორი არ ჰყავთ. შეუძლია ჩაატაროს მასტურბაცია, მაგრამ უკეთესია იპოვნოს პარტნიორი. ორგანიზმისთვის მასტურბაცია მავნებელი არ არის.

2. რა შემთხვევაში არის მასტურბაცია მავნებელი მამაკაცის ორგანიზმისთვის?
-მასტურბაცია არცერთ ასაკში არ არის მავნებელი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური საქმიანობის საგანი და ადამიანი არ უნდა იყოს მხოლოდ მასტურბაციაზე გადართული.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

17:12 / 29-07-2014  Image რამდენი მილიონი ვართ საქართველოში: უახლესი ოფიციალური მონაცემები ქალების, მამაკაცებისა და რეგიონების მიხედვით
ოფიციალური მონაცემები: რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხე
14:37 / 29-07-2014  Image ''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება
რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს
17:45 / 29-07-2014  Image ირაკლი ალასანიას 11 წლის ნათესავი, რომელიც მაცივარში მუშაობს
"გამრჯე და მუყაით ადამიანებზე ვგიჟდები, განსაკუთრებით ამ კაცზე"
13:33 / 29-07-2014  Image მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

წირვის შემდეგ მღვდელთან მრევლის წარმომადგენელი მივიდა და გადასცა დისკი, რომელზეც ვიდეო იყო ჩაწერილი

14:44 / 28-07-2014  Image როგორ მოიქცნენ პოლიციელები, რომლებმაც 2 მილიონზე მეტი იპოვეს - პატრულის თანამშრომლების საოცარი თავგადასავლები
Ambebi.ge პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ
ვინ არიან თალიბები? საკუთარი ხალხისა და რელიგიისთვის...
"დასავლეთს აქვს გავლენა თბილისზე და ჩვენს...
"ვიცი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა""...
ცოტამ თუ იცის, მცხეთის რაიონში არის სოფელი...