რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა

რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა

ნუშურა ჯირკვლებს ადამიანის ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა აკისრია. თუმცა ანთებითი პროცესის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ყელთან, ყურთან, ცხვირთან, ნერვულ სისტემასთან, ენდოკრინულ, გულსისხლძარღვთა სისტემებთან, ასევე, ხერხემალთან და დაკავშირებული პრობლემები. არის შემთხვევები, როცა გლანდების ამოკვეთის შემდეგ ჯანმრთელობა ყოველთვის არ უმჯობესდება. საჭიროა თუ არა გლანდების ოპერაცია, კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნატო ნაკუდაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

სოფო ტაბატაძე:

ჩემი შვილი 6.5 წლისაა. ოთხი წლის ასაკში გადაიტანა ინფექციური მონონუკლეოზი,მას შემდეგ დარჩა გადიდებული გლანდები და ტრონზილები, დაუქვეითდა იმუნიტეტიც. პედიატრი მირჩევს ოპერაციას და ტრონზილების ამოღებასაც, მაგრამ მინდა ვიცოდე არსებობს თუ არა სხვა გამოსავალი. შესაძლებელია თუ არა ჯირკვლების დაპატარავება, დაექვემდებარება თუ არა ფიზიოთერაპიას. რა ეტაპები უნდა გავიარო იმისთვის რომ დადგინდეს რეალურად ოპერაციის აუცილებლობა?

-ჩემთვის როგორც ექიმისთვის საინტერესოა თქვენს ბავშვს აქვს თუ არა სასისტონზილებში თავისუფალი ჩირქი. ოპერაციის აუცილებლობა დგინდება არამარტო იმითი, რომ ადამიანმა ერთხელ ცხოვრებაში ინფექციური მონონუკლეოზი გადაიტანა, არამედ გამომდინარე იქიდან, ამჟამად როგორი მდგომარეობაა. არის თუ არა ორგანიზმის ინტოქსიკაციის სურათი , აქვს თუ არა ბავშვს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სწორედ ამ ინტოქსიკაციის სურათის ხარისხის შეფასების მიხედვით წყდება ექვემდებარება თუ არა ეს ბავშვი თერაპიულ მკურნალობას, როგორიცაა ფიზიო თერაპია, ადგილობრივი საშუალებების, იმუნური სისტემის მომაწესრიგებელი პრეპარატების გამოყენება ერთიანი კურსის სახით და ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვეტთ ოპერაციული ჩარევაა უფრო მნიშვნელოვანი მოცემული პაციენტისთვის , თუ შესაძლებელია მისი მკურნალობა თერაპიული გზით.

თიკო:

ვარ 23 წლის, საკმაოდ ხშირად მაწუხებს რევმატული ტკივილები, მუხლის არეში, მაჯებზე- ამინდის ცვლილებასთან ერთად. ჩიყვზე ვმკურნალობ დაახლოებით 5–6 წელია. (ნორმაში მაქვს, მაგრამ ვაკონტროლებ). დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიკეთე ანალიზები და მივუტანე ჩემს ექიმს, მას ვუთხარი ჩემი ტკივილების შესახებ და მითხრა რომ ასეთი ტკივილები იცის გლანდებმა,  ამასთან ზამთარში მაქვს დაბალი სიცხეები ხშირად, 37.5 ხაზი, ამაზე მაღალი არ მქონია დიდი ხანია. ვცივდები მარტივად. ამ სიპტომების ფონზე შესაძლებელია, რომ გლანდები ამოსაკვეთი მქონდეს?

-თიკო რასაკვირველია თქვენი ექიმი აბსოლიტურად მართალია. სახსრების ტკივილი ხშირად დაკავშირებულია სასისტონზილებში მიმდინარე ქრონიკულ პროცესებთან. რასაკვირველია ჩიყვისთვისაც ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია სახსრების ტკივილი , მაგრამ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ შეიცავს თუ არა თქვენი სასისტონზილები თავისუფალ ჩირქს და იწვევს თუ არა თქვენს ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ზეგავლენას მოახდენს სახსრების იმ მდგომარეობაზე რაც დღეს გაგაჩნიათ. საჭიროა პაციენტის გასინჯვა , ანუ კლინიკურად დადგენა, არის თუ არა თავისუფალი ჩირქი თქვენს სასისტონზილებში. გარდა ამისა, ვიყენებთ ლაბორატოლიური კვლევის მეთოდებს, როგორიცაა სერეაქტიული ცილის განსაზღვრა, ანტისტეპტოლიზინი და ა.შ. ეს გამომდინარეობს სიტუაციიდან რასაც ვნახავთ კლინიკური მონაცემების მიხედვით. მე თქვენ გირჩევდით ვიზიტს ოტორალინგოლოკთან რომელიც ნახავს,– შეიცავს თუ არა თქვენი სასისტონზილები თავისუფალ ჩირქს, მითუმეტეს რომ ტემპერატურა ხშირად სუპებრილური გაქვთ. აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა თქვენთვის შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ნაზიბროლა პაპუნაშვილი:

რა სიმპტომები ახასიათებს გლანდებს, ან როგორ უნდა გავიგო ამოსაკვეთი მაქვს თუ არა?

-სასისტონზილების ქრონიკული ჩირქოვანი ანთებისთვის დამახასიათებელია: წლის განმავლობაში რამდენჯერმე ანგინები, ანგინა ეს არის სასისტონზილების მწვავე ანთება. მაგალითად სხეულის ტემპერატურა 37-37,5 -დან 38-39,5 გრადუსამდე. ასევე დამახასიათებელია ტკივილი ყლაპვის დროს, ადვილად დაღლა, ოფლიანობა. შეიძლება გამოვლინდეს როგორც წინა რესპოდენტთან სახსრების ტკივილიც, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში დამახასიათებელია გულის არეში ჩივილი. ყველა პაციენტის შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური მიდგომა და განსაზღვრა იმისი , არის თუ არა მოცემულ შემთხვევაში სასისტონზილებში არსებული მდგომარეობა დაკავშირებული, ორგანიზმში არსებული ინტოქსიკაციის მდგომარეობასთან. ხშირად პაციენტს გონია, თუ მას ახასიათებს ადვილად დაღლა, შეიძლება ეს მხოლოდ და მხოლოდ გლანდების ბრალი იყოს დაფიქრობენ, რომ მარტო გლანდების ოპერაცია გადაწყვიტავს მის მდგომარეობას. თუმცა შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს სხვა რომელიმე დაავადებასთან . ადვილად დაღლით და მსგავსი სიმპტომებით ძალიან ბევრი დაავადება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე თქვენი სიპმტომები და ჩივილები დაკავშირებულია თუ არა ყელის მდგომარტეობასთან ამის გასარკვევად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. მთავარი ოპერაციის ჩვენება გახლავთ ის რომ პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს ჩირქოვანი შიგთავსი სასისტონზილებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამას ემატება სხვადასხვა სახით ინტოქსიკაციის სურათი.

ნინი:

ჩემი მეუღლე 25 წლისაა. ადვილად ცივდება, აძლევს მაღალ სიცხეს. ახლახანს ვირუსმა დაუტოვა ბროხების ანთება ადვილ ფორმებში. ანტიბიოტიკები დაუნიშნა ექიმმა და ნელ–ნელა გადის. სიცხე 37 მაინც აქვს, გლანდების ამოჭრა აუცილებელია? საკმაოდ მალე ცივდება. სხვა რა ნიშნით შეიძლება მივხვდეთ რომ გლანდების ბრალია?

-ბრონხიტი ადამიანს შეიძლება ცალკეც დაემართოს , აქ არ არის აუცილებელი სასისტონზილებთან იყოს ეს დაკავშირებული. იმ შემთხვევაში თუკი სასისტონზილა წარმოადგენს ინფექციის ბუდეს , მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვუკავშირებთ ინფექციის გავრცელებას ქვედა სასუნთქ გზებში სასისტონზილებს. მხოლოდ ისეთი სიმპტომით როგორიც ბრონხიტია იმის განსაზღვრა არის თუ არა ეს დაკავშირებული სასისტონზილებთან აბსოლიტურად შეუძლებელია, მითუმეტეს თუ არ გაისინჯა ასეთი პაციენტი. ბრონხიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და მათ შპორის თუნდაც იმას ვისაც ამოჭრილი აქვს იგივე სასისტონზილები. რადგან პაციენტმა ერთხელ ოპერაცია გაიკეთა გლანდების სულაც არ ნიშნავს რომ არასოდეს არ დაგემართებათ ან ყელის ტკივილი, ფარინგიტი, ან ბრონხიტი და ნებისმიერი სხვა რაიმე დაავადება.

ლია:

როგორ ხდება გლანდების ამოჭრა, თანამედროვე მედიცინამ თუ შეცვალა რამე და რა შემთხვევაშია  აუცილებელი?

-სასისტონზილების ამოკვეთის სხვადასხვა მეთოდი შემუშავდა წლების განმავლობაში. საზღვარგარეთაც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ისეთი მეთოდი, როგორიცაა რადიოტალღების გამოყენებით სასისტონზილების ამოკვეთა და ამ მეთოდით ჩვენც ვმუშაობთ. ასევე ვიყენებთ ჩვეულებრივი ბლაგვ წესს, რაც აქამდეც გამოიყენებოდა. ასევე ვიყენებთ ლაზერულ მეთოდს, მინდა აქვე ვთქვა რომ რაიმე პრინციპული სხვაობა არ არსებობს ოპერაციის მეთოდებს შორის, გარდა იმისა რომ უფრო მეტი კომფორტია ექიმისთვის და ამის საშუალებას ჩვენ თანამედროვე აპარატურა გვაძლევს.

ქეთინო:

მსმენია, რომ გლანდების პრობლემა სიყრუეს იწვევს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?

-გლანდების პრობლემა სიყრუეს არ იწვევს, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. თეორიულად რომ განვიხილოთ ასეთი საკითხი გეტყვით, რომ თუ ადამიანი გახდა რაიმე მძიმე ინფექციით ავად თავისთავად ცხადია ამან შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, მაგრამ ეს მძიმე ინფექცია იქნება ჩუტყვავილა, უფრო ხშირად წითელა ვიდრე სასისტონზილები. ასეთი მონაცემები ლიტერატურაში ამ ეტაპზე არ არსებობს.

2) ადენოიდების სამკურნალოდ რამდნად ეფექტურია ცხვირის აბაზანების ჩატარება, რას გვირჩევთ?

-ცხვირის აბაზანების ჩატარება ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი, რომლითაც დიდ ქალაქებში, მეგაპოლისებში მაცხოვრებელ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიცვას თავის თავი სხვადასხვა ინფექციებისაგან , პირის ღრუს ქრონიკული დაავადებებისაგან. ჩემი აზრით ამისთვის არის არაჩვეულებრივი მეთოდი რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს. ხდება ცხვირის ლორწოვანი გარსის დატენიანება ასეთი საშუალებით, გარდა ამისა მტვრის ნაწილაკების მექანიკურად მოშორებაც ხდება.

მკითხველი:

ჩემი შვილი 4 წლისაა. ადრეულ ასაკში საკმაოდ ხშირად აწუხებდა გლანდები, სიცხეც ხშირად ჰქონდა. ეხლა ხშირად აღარ აწუხებს, მაგრამ ვატყობ რომ გლანდები ზომით დიდია, საჭიროებს ოპერაციას?

-არა არ საჭიროებს. სასისტონზილების ზომა არ არის ოპერაციის ჩვენება, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს კი არის როდესაც სასისტონზილები თავისი ზომით უქმნის პრობლემას პაციენტს ყლაპვაში, როდესაც ამის გამო ბავშვი ვერ იკვებება და ფიზიკუერი ზრდის განვითარების ჩამორჩენილობაა. ოპერაცია არ კეთდება იმნისთვის რომ მშობელს ოდნავ დიდი ეჩვენება ვიდრე ეს საშუალო სტატისტიკურად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ შემთხვევაში ოპერაცია არ არის საჭირო.

გელა ბოჭორიშვილი:

მაინტერესებს 5,5 წლის ბავშვისთვის თუ შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს ცხვირის პოლიპებისა და გლანდების ოპერაცია. შეიძლება თუ არა გაკეთდეს ნარკოზით, ადგილობრივი ანესთეზიის ნაცვლად?

-5 წლის ბავშვისთვის თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს 2 ოპერაცია. უბრალოდ დავაზუსტებ ერთ რაღაცას. ცხვირში რაც კეთდება– ამას პოლიპები არ ჰქვია , ეს არის ადენოიდები და ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. პოლიპოზი ასეთი დაავადებაც არსებობს, თუმცა ეს სულ სხვაა და უფრო მოზრდილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. თავისუფლად შეიძლება ორი ოპერაციის გაკეთება და აქვე ვიტყვი რომ მე პირიქით გირჩევდით რომ ნარკოზით გაუკეთოთ ბავშვს ოპერაცია. ბავშვი ამ შემთხვევაში ნაკლებად განიცდის , ვერ იგებს ოპერაციის მსვლელობას რაც მისთვის ნაკლებად არის შემაწუხებელი და თავისთავად ცხადია რომ სტრესაც ვერ მიიღებს. აქვე ავღნიშნავ რომ როგორც ექიმისთვის ასევე ოპერაციის შედეგისთვისაც უკეთესია ნარკოზით გაკეთება როდესა\ც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესი.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას