მიყვარხარ-არ მიყვარხარ

მიყვარხარ-არ მიყვარხარ

"არსებობს ადამიანი, რომელსაც უკვე 4 წელია, ვიცნობ. ნუ, თითქმის ჩემს ხელში გაიზარდა. "ხელში" მესიჯობა იგულისხმება, თორემ ისე ერთხელაც არ მინახავს, სურათების გარდა. თავის დასაძვრენი მიზეზები არ ელევა, რაღაცას გაურბის, ახლა სურათების გამოგზავნაც მიატოვა. არადა, დაცილება არ უნდა. ჩემი ნახვა სურს, მაგრამ როდის - არ იცის. შეხვედრას შემდეგ კვირას, ამ თვის დასაწყისში, იმ თვის ბოლოს, ამ წელს, მომავალ წელს და ასე მპირდება. რა ვუყო, არ ვიცი. ერთხელ, საბედნიეროდ, ვის დაბადების დღეზე დათვრა, არ ვიცი (მაგ ადამიანს კი ვეხუტე) და წამოსცდა, მიყვარხარო და ამ ბედნიერებამ სულ რაღაც, მეორე დილამდე გასტანა. იმ დილიდან კი დაიწყო: არ დაიჯერო, არაყმა ამალაპარაკაო. მეც, სხვა რა გზა მქონდა? არ დავიჯერე. ამის მერე გავრისკავ და ვეტყვი, მიყვარხარო? ან თავს დავუქნევ? თუ არ გამიმართლა და უარი მითხრა, მერე ხომ დავრჩი "დაქნეული"? არადა, სადაც უნდა ვიყო, მასზე ვფიქრობ, მისი სახელი ამეკვიატება ხოლმე და მერე ვერ ვიცილებ. უგუნურია ჩემი საქციელი?"

დონ-გიორგი

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება