კრიოსკულპტორი "ზელტიკისგან" - ინოვაციური მეთოდი ცხიმების შესამცირებლად ქირურგიული ჩარევის გარეშე

კრიოსკულპტორი "ზელტიკისგან" - ინოვაციური მეთოდი ცხიმების შესამცირებლად ქირურგიული ჩარევის გარეშე

"იდეალური ფიგურა, ვარჯიშის, დიეტისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე", - ეს ფრაზა ოცნებას გავს და არარეალურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ასრულებადი და საკმაოდ რეალური კლინიკა "მედი"-შია. გაინტერესებთ როგორ? პირველად საქართველოში, კლინიკა "მედი" გთავაზობთ ცხიმების შემცირების, არაქირურგიულ ინოვაციურ მეთოდს - "კრიოსკულპტორს". ბევერლი ჰილსისა და ლონდონის საუკეთესო კლინიკებში, ამ პროცედურაზე მოთხოვნამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

ეს კრიოლიპოლიზია (ცხიმის დაშლა მოყინვის მეთოდით)- მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდი.

მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცხიმის უჯრედები განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ. ასეულობით პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდების შედეგად შეიქმნა უნიკალური აპარატი ზელტიკი (ZELTIQ). რომელმაც 2014 წელს გარღვევა მოახდინა ცხიმის დაშლის ინოვაციურ ტექნოლოგიებში.

კრიოსკულპტორის უპირატესობები სხვა პროცედურებთან შედარებით

დღევანდელ დღეს, კრიოლიპოლიზი ზელტიკისგან, ცხიმის შემცირების მეთოდებში საუკეთესოა. მაგალითად ლიპოსაქცია, რთული ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს, ხოლო სხვა აპარატურული მეთოდების უმრავლესობა, აუმჯობესებს მხოლოდ კანის მდგომარეობას და ვერ ამცირებს ორგანიზმის ცხიმოვან უჯრედებს. ჩამოთვლილი მეთოდებისგან განსხვავებით, კრიოსკულპტორის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხო, უმტკივნეულო და კომფორტულია. ის არ საჭიროებს ანესთეზიას, გამორიცხავს კანის ნებისმიერ დაზიანებას და არ მოითხოვს სარეაბილიტაციო პერიოდს.

პროცედურის დასრულებისთანავეა შესაძლებელი დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესსა და საქმიანობას, რადგან ზელტიკის აპარატის უნიკალური ტექნოლოგია სრულიად გამორიცხავს შინაგან ორგანოებზე რაიმე სახის ზემოქმედებას.

აპარატი დამტკიცებულიაა.შ.შ.-ში FDA-ს ("Food and Drug Administration") მიერ და აღიარებულია, რომ 22,4 %-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა მსგავსი მეთოდები. მოყინვის მეთოდით, ცხიმოვანი უჯრედების ენერგეტიკული პოტენციალის შემცირების შედეგად, პროცედურა იძლევა სტაბილურ და მდგრად შედეგს.

რა პრობლემებს აგვარებს ზელტიკი ?

ზელტიკის პროცედურა სხეულის ყველა პრობლემურ ზონას მკურნალობს, თუმცა მეტნაკლებად ეფეტური მაინც მუცლის არეა. ეს ზონა ზოგადად რთულად ექვემდებარება კორექციას, რადგან მის ფორმირებას ჰორმონალური სისტემაც აძლიერებს და ორგანიზმის ერთგვარ "სტრატეგიულ რეზერვად " იქცევა.

"მე არ მინდოდა ქირურგიული ოპერაცია, არც მჭირდებოდა და სწორედ ამიტომ გავიკეთე კრიოსკულპტორი"

ქეთი მ.

მოყინვის მეთოდით მუცლის ცხიმების ენერგეტიკული პოტენციალის შემცირების შედეგად, რეზულტატი სტაბილური ხდება და ამცირებს ცხიმების მოცულობას.

55 წლის ვარ და პირველად მაცვია ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმი ბოლო 20 წლის განმავლობაში"

ირინა ა.

აპარატი ასევე საკმაოდ ეფექტურია ხელებზე, ფეხებზე, მუხლებზე, ზურგსა და თეძოებზე.

როგორ ტარდება პროცედურა?

კრიოსკულპტორი ზელტიკისგან, იმდენად კომფორტული პროცედურაა, რომ პაციენტს შეუძლია წაიკითხოს წიგნი, ან თუნდაც დაიძინოს.ექიმი სამკურნალო ზონას ამუშავებს სპეციალური აპლიკატორით. მგრძნობელობა შემდეგია: გრძნობთ როგორ იყინება და წნევის ქვეშ ექცევა კანქვეშა ქსოვილები.

ლოკალური "მოყინვა", პროცედურას, ცხიმოვანი უჯრედები თანდათან იშლება, რის შემდეგაც ბუნებრივი გზით გამოდის ორგანიზმიდან. სხეულის თითო დასამუშავებელ ზონას 60 წუთი სჭირდება. პაციენტს პროცედურის დასრულებისთანავე შეუძლია დაუბრუნდეს მის ჩვეულ საქმიანობას.

"ეს ის შედეგია, რომელსაც სხვა ვერ ამჩნევს, მაგრამ შენთვითონ გრძნობ. ამან მე შთამაგონა". ელენე ს.

მოსალოდნელი შედეგი:

პროცედურის შემდეგ, მოცულობის შემცირების გარდა, ასევე მცირდება ცხიმოვანი უჯრედების 20-40 % ერთ დამუშავებულ ზონაზე. პირველადი შედეგი, საშუალოდ 3 კვირის შემდეგ ჩნდება. ხოლო საბოლოო შედეგი თვიდან-ორ თვემდე დგება.

დღეს კრიოლიპოლიზი ყველაზე ეფექტური და რევოლუციური მეთოდია ზედმეტ ცხიმთან ბრძოლაში. რაც მთავარია განმეორებითი პროცედურების ჩატარება ყოველთვის არ არის საჭირო . ზოგი პაციენტისათვის ერთი პროცედურაც საკმარისია. თითოეული პაციენტისათვის დგება ინდივიდუალური პროგრამა. რაც მთავარია, თუ დაიცავთ ცხოვრების ჯანმრთელ წესს და არ მიიღებს კალორიულ საკვებს დიდი რაოდენობით, შედეგი იქნება ხანგრძლივი და სტაბილური.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი