Samsung Galaxy S5 "ალტას" მაღაზიათა ქსელში 11 აპრილიდან გაიყიდება

Samsung Galaxy S5 "ალტას" მაღაზიათა ქსელში 11 აპრილიდან გაიყიდება

ტექნოლოგიური მოვლენის - Samsung Galaxy S5-ის ოფიციალური გაყიდვები, "ალტას" მაღაზიათა ქსელში 11 აპრილიდან დაიწყება.

"ალტა"-ს მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და Samsung-ის ჰოლოგრამიან Galaxy S5-ს 100-ლარიან გალაქსი ქარდთან ერთად შეიძენენ.

Galaxy S5 მთლიანად მომხმარებლის სურვილებით და მოთხოვნებით არის შთაგონებული და შექმნილი. უახლესი სმარტფონი, Galaxy S5-ის ყველა ღირსებით არის აღჭურვილი, ამავდროულად, დამატებული აქვს იმდენი ტექნოლოგიური ინოვაცია, რომ მას არა მხოლოდ წინამორბედზე, არამედ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონზე მაღლა აყენებს.

"ამ მოვლენას მთელი მსოფლიო ელოდებოდა და გვიხარია, რომ შეგვიძლია რევოლუციური მახასიათებლებით გამორჩეული, ეს უახლესი სმარტფონი მომხმარებელს ექსკლუზიური პირობებით შევთავაზოთ. Galaxy S5-ი ეღირება 1399 ლარი, თუმცა მისი შეძენისას მომხმარებელი "ალტასგან" საჩუქრად 100-ლარიან Galaxy Card-ს მიიღებს და მის გამოყენებას სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში, სასურველ პროდუქციაზე დახარჯავს. ვაუჩერზე დარიცხული თანხის გამოყენება, ნებისმიერ ადგილზე იქნება შესაძლებელი, სადაც Liberty Bank-ის ტერმინალები ფუნქციონირებს. ერთი სიტყვით: ერთი და იგივე სმარტფონის შეძენას შესაძლებელია გაცილებით მეტი სარგებელი ჰქონდეს, თუ სწორ ადგილას შეიძენთ," - აცხადებენ ალტაში. აღსანიშნავია, რომ Galaxy Card-ი ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად "ალტას" მაღაზიათა ქსელში.

"ალტა" ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალურობით, ინოვაციითა და მომხმარებელზე ზრუნვით, შესაბამისად ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს Samsung Galaxy S5-ს ავტომატურად მიიღებს 100 ლარიან სასაჩუქრე Galaxy Card-ს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა მოისურვა S View Cover-ის შეძენა, აქაც სიურპრიზი ელოდება. მხოლოდ Galaxy Card-ით იქნება შესაძლებელი S View Cover-ის შეძენა 100 ლარად, რომელიც ჩვეულებრივ გაცილებით ძვირი ღირს.

რაც შეეხება სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს, Galaxy S5-ს აქვს გაუმჯობესებული და მაღალი დინამიური დიაპაზონის 16 მეგაპიქსელიანი (HDR) კამერა და გამოირჩევა უსწრაფესი ავტო-ფოკუსით. მენეჯმენტში განმარტავენ, რომ Samsung Galaxy S5-ის კორპუსი, წყალგამძლეა და აქვს მტვრისგან დამცავი ფუნქციაც. სმარტფონის 5.1 დიუმიანი ეკრანი, კი აღჭურვილია ბოლო თაობის არეკვლის ჩამხშობი ტექნოლოგიით, რომელიც ნებისმიერი გარე განათების დროს, საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს.

Galaxy S5-ს ელემენტის დაზოგვის თანამედროვე სისტემა გააჩნია. "Ultra Power Saving Mode"-ს მეშვეობით, სმარტფონის ეკრანი გადადის შავ-თეთრ რეჟიმში და ავტომატურად თიშავს მეორეხარისხოვან ფუნქციებს, რის შედეგადაც, ელემენტის მუშაობის პერიოდი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება." -აცხადებენ ალტაში.

Galaxy S5 ზრუნავს თავის მფლობელზე - მისი მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს - გაიზომოს პულსი. სმარტფონს ასევე აქვს ფიტნეს ინსტრუმენტები.

"ალტაში" მომხმარებლებს Galaxy S5-ის Cover-ის შეძანაც შეეძლებათ. ტყავისგან დამზადებული, განახლებული, მრავალფუნქციური და უფრო დახვეწილი Cover-ი ძალზედ აადვილებს და უფრო მოსახერხებელს ქმნის სმარტფონის მოხმარებას. Cover-ის ეკრანი ზომაშია გაზრდილი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს უფრო კომფორტულად გამოიყენოს სმარტფონი.

Galaxy S5-ის შეძენა, მომხმარებლებს "ალტას" ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობითაც შეეძლებათ. ამ შემთხვევაში, მომხმარებლები სახლში მიტანის უფასო სერვისით ისარგებლებენ.

Galaxy S5-ის სლოგანია - "მე მაძლიერებს Galaxy S5". სმარტფონი 145 გრამს იწონის.

"ალტა" კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. ალტას მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. ალტას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი