საქართველოს რეალტორთა ასოციაცია - სიახლე უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე

საქართველოს რეალტორთა ასოციაცია - სიახლე უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე

დასავლური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მალე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და დაქირავება-გაქირავებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი. პროფესიული განათლება, ლიცენზირება, საბროკერო საქმიანობის წესები, სტანდარტული ხელშეკრულებები, განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები - სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს რეალტორთა ასოციაცია, რომელიც 2014 წლის 11 აპრილს დაფუძნდა. ასოციაციის სადამფუძნებლო კრებაზე აირჩიეს ასოციაციის საბჭო, რომელიც დღეიდან ასოციაციის სახელით იმოქმედებს.

საქართველოს რეალტორთა ასოციაციის მიზნებია:

- მიიღოს წესები, რეგულაციები და ეთიკის ნორმები, რაც უზრუნველყოფს როგორც მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ასევე რეალტორების, როგორც უძრავი ქონების პროფესიონალების სამართლებრივ დაცულობას;

- უზრუნველყოს რეალტორთა პროფესიული განათლება და ჩამოაყალიბოს პროფესიული სერტიფიცირების სისტემა;

- აამაღლოს რეალტორთა მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხი;

- მოახდინოს რეალტორთა ინტეგრირება ერთიან სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფილია მონაცემთა გაცვლის სისტემის (Exchange) მიერ.

ასოციაციის წევრების განკარგულებაში იქნება ჰოლანდიური კომპანიის, Wazzup Georgia-ს მიერ შექმნილი საერთო საბროკერო ბაზა და თანამედროვე, დახვეწილი პორტალი - www.realtors.ge, რომელიც მიზნად ისახავს:

- გახადოს უძრავი ქონების ძიება მოსახერხებელი და მარტივი ქონების მაძიებლებისთვის;

- მომხმარებელს მიაწოდოს გადამოწმებული და რეალურ დროში განახლებადი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში წამყვანი ჰოლანდიური წარმოშობის კომპანია Wazzup-ი ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა. თანამედროვე ტექნოლოგიების, განვითარებული პროგრამირებისა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის მხარდაჭერით, Wazzup Georgia-ს მიზანია უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე დასავლური სტანდარტების დანერგვა, რაც ქართველ მომხმარებელსა და 500-მდე ბროკერს უძრავი ქონების შესახებ განთავსებულ ინფორმაციაზე მარტივად წვდომასა და ურთიერთთანამშრომლობაში დაეხმარება. მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მონაცემთა გაცვლის (Exchange) სისტემა მომხმარებლებლებს საშუალებას მისცემს სწრაფად, მარტივად და ეფექტურად მოახდინონ უძრავი ქონების ტრანზაქცია, ხოლო რეალტორებს გაუმარტივებს მუშაობის პროცესს.

სალომე შიხაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი