"თიბისი ბანკის" ახალი იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით

"თიბისი ბანკის" ახალი იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით

"ლისი ვერანდას" ტერიტორიაზე თიბისი ბანკისა და "ლისი დეველოპმენტის" ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა.

ეს არის "თიბისი ბანკის" ახალი იპოთეკური სესხი, რომელიც შემუშავდა სპეციალურად "ლისი დეველოპმენტის" კლიენტებისათვის და რომლის საპროცენტო განაკვეთი 0-დან 8,44%-მდეა. კერძოდ, სესხი უპროცენტოა 15 თვის ვადის შემთხვევაში, ხოლო 5 წლიან სესხის წლიური პროცენტი სტანდარტულზე ბევრად დაბალი - 8.44%-ია.

"ლისი ვერანდა" ლისის ტბასთან ახლოს, გოძიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ("112"-ის შენობის უკან) მდებარეობს. ეს არის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა დასახლების კონცეფცია, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და თანამედროვე დახვეწილი არქიტექტურით.

"ლისი ვერანდა" 355 ჰექტარზე გაიშლება. შენობები მწვანე ტერიტორიის მხოლოდ მესამედს დაიკავებს, დანარჩენი კი უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.

"ლისი ვერანდა" განსაკუთრებულია კლიმატური პირობებით, თერმული წყლებით და თვალწარმტაცი ხედებით მთელ თბილისზე. საცხოვრებელი კომპლექსის ყველა ფანჯრიდან თბილისის ან ლისის ტბის უნიკალური ხედები იშლება. ამას განაპირობებს დაგეგმარების პრინციპი - განაშენიანების დაბალი სიმჭიდროვე და არაუმეტეს 4 სართულის სიმაღლის შენობები. აქვეა ახლად აშენებული იპოდრომიც.

"ლისი ვერანდა" კომპანია "ლისი დეველოპმენტის" პროექტია. ის საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ასეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს. კომპანიის მიზანია თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა და სრულიად ახალი, ეკოლოგიური, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება.

"ლისი ვერანდაზე" საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი შენდება:

1. დაბალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.

2. "თაუნჰაუსები" - საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საკუთარი ეზოთი.

3. ვილა ინდივიდუალური პროექტითა და საკუთარი ეზოთი.

პროექტი ასევე მოიცავს 4000 მ2-ის ფართობის პარკს, საცურაო აუზს და ფიტნეს დარბაზს. საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟი.

ამ ეტაპზე დასრულებულია 120 ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსის და 2 ვილის მშენებლობა. მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწყება, ითვალისწინებს 48000 მ² ის მშენებლობას და გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ეკოლოგიურ თვისებებსა და ენერგოდამზოგავ მონაცემებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი