გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს

გრიგორი ლეპსი დღეს საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს

16 ივლისს გრიგორი ლეპსის დაბადების დღეა. წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე მომღერალი ტრადიციულად საკუთარ იუბილეს საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნავს.

ამჯერად კონცერტიდან შემოსული თანხით ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება.

საქართველოში კი გრიგორი ლეპსი 7 დეკემბერს პირველად გამართავს კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეში შედგება. კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო საპროდიუსერო ფირმა „ტრიდა პრომოუშენი“.

პირველად საქართველოში კონცერტი ჩატარდება საერთაშორისო დონის, უმაღლესი ხარისხის აპარატურით. სპეციალურად კონცერტისთვის იცვლება სპორტის სასახლის დარბაზის განლაგება, რის შედეგადაც დამონტაჟდება სპეც. აპარატურა ხმის მშთანთქავი ეკრანით, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის ხმის ჟღერადობას. სპორტის სასახლეში გამართული კონცერტების ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ხმის ხარისხზე.

წარმოშობით ქართველი, ქ. სოჭში დაბადებული გრიგორი ლეპსი დღეისათვის წარმოადგენს პირველი ეშელონის ტოპ შემსრულებელს რომელიც გაყიდული დისკების რაოდენობით წელს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამით აიხსნება ბილეთების მაღალი ფასი, თუმცა ლეპსის თბილისის კონცერტი წარმოადგენს იმ იშვიათ შემთხვევას როცა საქართველოში ჩამოდის ტოპ შემსრულებელი თავისი შემოქმედების ზენიტში.

დარბაზში უზრუნველყოფილი იქნება კლიმატ კონტროლი.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და biletebi.ge -ზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი