მწვანე უბანი ბაგებში - "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა სექტემბრიდან დაიწყება!

მწვანე უბანი ბაგებში - "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა სექტემბრიდან დაიწყება!

"მეტრა პარკი" კომპანია "მეტრა დეველოპმენტის" ახალი პროექტია. პროექტის განხორციელება რამოდენიმე წლის წინ, დეველოპერულმა კომპანია "იბერიამ" დაიწყო ("იბერია ჰილსი"), დღეს კი მის დასრულება-განვითარებაზე "მეტრა დეველოპმენტი" ზრუნავს. "მეტრა დეველოპმენტი" საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჯგუფის (რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი) მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც თბილისში სხვადასხვა საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. ჯგუფი მონაწილეობდა ასევე ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი უბნის, "პარკ თაუნის" განვითარებაში. "მეტრა დეველოპმენტი"-ს პროექტია ასევე "მეტრა ვარკეთილი" - საცხოვრებელი კომპლექსი ვარკეთილში.

რაც შეეხება უშუალოდ "მეტრა პარკს", ის ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში მდებარეობს. სიახლოვეს უკვე განვითარებულია სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო ობიექტი, ასევე სავაჭრო პუნქტები. იქვეა თბილისის გამორჩეული სარეკრეაციო და გასართობი ზონები, მათ შორის კუს ტბა და ვაკის პარკი, ასევე სპორტული ცენტრები. როგორც "მეტრა დეველოპმენტის" მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ზალდასტანიშვილი ამბობს, პროექტის კონცეფცია ეხმიანება ისეთ ყოფით აუცილებლობას, როგორიცაა მწვანე უბანი ქალაქის შუაგულში. მისი თქმით, სიმწვანეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება დღეს უკვე ქალაქის ცენტრალურ უბანშიც შესაძლებელი და ხელმისაწვდომია.

"საცხოვრებელი კომპლექსის დიდი ნაწილი გამწვანებული ტერიტორია იქნება, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. "მეტრა პარკის" არსებობა ნიშნავს იმას, რომ დღეს უკვე შესაძლებელია იცხოვრო ეკოლოგიურად დაცულ პირობებში ქალაქის ცენტრიდან გაუსვლელად. მომხმარებელი პრესტიჟული და ხარისხიანი საცხოვრებელის შეძენისას ძირითადად ორი არჩევანის წინაშეა - ცენტრალური უბანი, თუ ბუნებასთან სიახლოვე. "მეტრა პარკის" შემთხვევაში ეს არჩევანი უბრალოდ აღარ დგას დღის წესრიგში", - ამბობს მარიამ ზალდასტანიშვილი.

"მეტრა პარკი" 5.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. ტერიტორია გამწვანებულია ძირითადად წიწვოვანი ჯიშის ხეებით. პროექტში გათვალისწინებულია მწვანე სკვერები; საბავშვო მოედნები სკამებითა და საჩრდილობლებით; სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები და პანდუსები; ბარბექიუს კუთხეები.

"მეტრა პარკის" დასახლება სულ 20 საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. სართულიანობა კი ძირითადად ორიდან ექვსამდე იქნება. რაც შეეხება ბინებს, მათი ფართობი 60-დან 200 მ2-მდეა. თითოეული ბინისათვის გათვალისწინებულია თითო მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც ლიფტის საშუალებით დაუკავშირდება საცხოვრებელ სართულებს.

"ბინების გეგმარება მრავალფეროვანია. ჩაბარების პირობებს რაც შეეხება, საწყისი კონდიცია მეტრა სტანდარტი გახლავთ, რაც გულისხმობს სრულფასოვან თეთრ კარკასს დამატებულ რიგ სხვა პირობებს (გათბობის სისტემა და რადიატორები, კონდიციონერი, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია, სიგნალიზაცია (უსაფრთხოება) საჩუქრად ერთწლიანი საწევრო ხარჯით, უძრავი ქონების დაზღვევა ასევე ერთწლიანი საწევრო ხარჯით საჩუქრად). სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინა გარემონტებულიც ჩაბარდეს", - განმარტავს მარიამ ზალდასტანიშვილი.

"მეტრა დეველოპმენტმა" პროექტი 2013 წლის ბოლოს გადაიბარა. "მეტრა პარკის" დასრულება 2015 დეკემბერში იგეგმება. მარიამ ზალდასტანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გაყიდვები მხოლოდ 1 სექტემბერს იწყება, უკვე მოქმედებს "მეტრა პარკში" ბინის დაჯავშანის სისტემა და სექტემბრამდე ნებისმიერ მსურველს, მინიმალური თანხის შეტანით შეეძლება სასურველი ბინის დაჯავშნა.

დაინტერსებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.metra.ge, ასევე www.facebook.com/metra-development-ზე ან ტელეფონით, ნომერზე 2 23 75 75.

ნათია ლეშკაშელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი