26 ივლისს კლუბ "ექსკლუზივში" გრიგორი ლეპსის სიმღერების კარაოკე საღამო გაიმართება

26 ივლისს კლუბ "ექსკლუზივში" გრიგორი ლეპსის სიმღერების კარაოკე საღამო გაიმართება

26 ივლისს, 22:00 საათზე, კლუბი "ექსკლუზივი" (ჯიქიას 5) გეპატიჟებათ გრიგორი ლეპსის სიმღერების კარაოკე საღამოზე.

საღამო მთლიანად ლეპსის შემოქმედებას მიეძღვნება და საუკეთესო შემსრულებელი მისი კონცერტის ბილეთებით დაჯილდოვდება. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გათამაშდება სხვა პრიზებიც, რომლებიც თავად კლუბმა დააწესა.

გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში პირველად 7 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება. მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით “საქართველოს ფოსტის” ჯიხურებსა და ინტერნეტ პორტალზე - biletebi.ge.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი