სილქნეტის უპრეცენდენტო აქცია ინტერნეტ აბონენტებს!

 სილქნეტის უპრეცენდენტო აქცია ინტერნეტ აბონენტებს!

31 ივლისიდან სილქნეტი ახალ აქციას იწყებს. მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სილქნეტის ინტერნეტით და სურთ სატელევიზიო სერვისში ჩართვა, 3 თვის განმავლობაში მომსახურების ანგარიშზე დაერიცხებათ 15 ლარი. აქციის პირობებით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც DSL, ისე ოპტიკური ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს.

აქციის ფარგლებში ტელე-სერვისზე რეგისტრირებულ აბონენტებისთვის პირველი თვის ავანსის დარიცხვა მოხდება ჩართვისთანავე, ხოლო მომდევნო ორი თვის ავანსის დარიცხვა კალენდარული თვის 5 რიცხვში.

Silk TV-ში 160-ზე მეტი არხია, მათ შორისაა ქართული და უცხოური სატელევიზიო არხები - მენიუ დაყოფილია სპორტულ, კინო, საბავშვო, გასართობ, შემეცნებით კატეგორიებად. არხებს თან ერთვის გადაცემათა ყოველდღიური პროგრამა. თვეში 15 ლარიდან მომხმარებელი იღებს 75-მდე სხვადასხვა შინაარსის არხს. მაქსიმალური პაკეტი Delux – 166 არხს მოიცავს და მისი ღირებულება 60 ლარია.

გარდა სატელევიზიო არხების ტრანსლირებისა, Silk TV-ის მენიუში განთავსებულია: სასკოლო პროგრამის ვიდეოგაკვეთილები "საშინაო სკოლა", ასევე ინგლისური ენის კურსი, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები - იოგა, ლათინური ცეკვები, სხეულის კორექციის სპეციალური ვარჯიშები. მომხმარებელს Silk TV-ის ვიდეოთეკიდან შეუძლია ერთჯერადად გამოიწეროს სასურველი ფილმი ან ისარგებლოს პაკეტი "კინომანით", რაც ვიდეოთეკაში (VOD) არსებული ფილმების შეუზღუდავად ყურების საშუალებას აძლევს. პოპულარული ქართული სიმღერები Silk TVის კარაოკეშია თავმოყრილი. 40 სიმღერა "მინუს" და "პლუს" რეჟიმშია ჩაწერილი. ფონოგრამის ტიპის შერჩევა პულტზე არსებული ღილაკის Sub-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. დეტალურ ინფორმაციას Silk TV -ის მომხმარებელი კომპანიის ცხელი ხაზით 2100-100 შეიტყობს, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, პაკეტის ცვლილება და ოპერატორის დახმარებით შესაძლებელია თემატური პაკეტების გააქტიურებაც და მოქმედი პაკეტით გათვალისწინებული არხების გარდა, კინო, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი და სხვა ჟანრის არხების დამატება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი