«რუსსკოე მორე»-ს ხიზილალის უმაღლესი ხარისხი ყველა ლაბორატორიამ და კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა

«რუსსკოე მორე»-ს ხიზილალის უმაღლესი ხარისხი ყველა ლაბორატორიამ და კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა

2014 წლის პირველ ივლისს საქართველოს ბეჭდვით მედიასა და ინტერნეტ სივრცეში, მასობრივად გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შპს «რუსსკოე მორე»-ს წითელ ხიზილალაში, «სურსათის ეროვნული სააგენტო»-მ, მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოაჩინა.

როგორც წყარო («სურსათის ეროვნული სააგენტო») იტყობინებოდა ნიმუშის ლაბორატორიულმა კვლევამ (23.06.2014 წ. ოქმი № 366) აჩვენა, „რუსსკოე მორე"-ს მიერ (დამზადების თარიღი 26.08.2013, ვარგისიანობის ვადა - 20.08.2014) წარმოებული წითელი ხიზილალა მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და არ შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს, კერძოდ: 1,0 გრ პროდუქტში აღმოჩნდა კოლიფორმები, St. Aureus და სულფიტმარედუცირებელი კლოსტრიდიები, ასევე, მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები 2,5 x 104 კწე/გ და საფუარის სოკოები 60 კწე/გ.

მიუხედავად იმისა, რომ «რუსსკოე მორე»-ს პროდუქციის ექსკლუზიური იმპორტიორი, დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია «კანტი»-ს მენეჯმენტი, დარწმუნებული იყო, რომ ადგილი გაუგებრობასთან ქონდა, პრობლემის გარკვევამდე გააჩერა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია და მოახდინა მთლიანი პარტიის ამოღება ქსელიდან. აღნიშნულ ფაქტს შპს «კანტი»-ს გენერალური დირექტორი შემდეგნაირად ხსნის:

სავაჭრო მარკა «რუსსკოე მორე» თითქმის ყველა იმ ევროპულ ქვეყანაში იყიდება, სადაც სურსათის ხარისხის მიმართ არსებული მოთხოვნები, მოცემულ ეტაპზე, გაცილებით უფრო მკაცრი, ხოლო მისი კონტროლი ბევრად უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე საქართველოში. «რუსსკოე მორე»-ს პროდუქცია მთელ მსოფლიოში სწორედ იმითაა ცნობილი, რომ ის არასდროს მიდის კომპრომისზე ხარისხთან მიმართებაში და თუ მომხმარებელს უმაღლესი დონის ზღვის პროდუქცია უნდა, ის სწორედ აღნიშნული სავაჭრო მარკის შეფუთვებშია მოთავსებული. გამომდინარე აქედან, ცნობის მიღებისთანავე ჩვენ ზუსტად მივხვდით, რომ საქმე სულ სხვა პრობლემასთან გვქონდა. მაგრამ იმის დასამტკიცებლად რომ ადგილობრივი მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე მთავარია, კომპანია შეგნებულად წავიდა დიდ ზარალზე და გაუგებრობის გარკვევამდე შეწყვიტა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია და ამასთანავე ქსელიდან მთლიანი პარტიის ამოღება უზრუნველყო. ჩვენ ვთვლით რომ თუ არსებობს თუნდაც მიკროსკოპული რისკი, როდესაც საქმე ადამიანის ჯამრთელობას ეხება, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია ეს რისკიც დააზღვიოს.

პროდუქციის რეალიზაციის დროებითი შეწყვეტის შემდგომ, იმავე პარტიის იგივე პროდუქტი, წავიღეთ სწორედ იმ საგამოცდო ლაბრატორიაში, რომელმაც პირველი ნიმუში შეამოწმა და დარღვევები აღმოაჩინა. შედეგი როგორც ჩვენთვის, ისევე მომწოდებელი კომპანიისთვის (შპს«რუსსკოე მორე») მოსალოდნელი იყო: იმავე პარტიის, იგივე დასახელების პროდუქტში, ამჯერად საგამოცდო ლაბორატორიამ ვერანაირი დარღვევა, ცდომილება ვერ აღმოაჩინა. აღნიშნული გამოცდის ოქმი (09.07.2014 წ. ოქმი № 415-1), ჩვენთან ინახება და მოთხოვნისამებრ გადავუგზავნით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ჩვენ არც აღნიშნულზე გავჩერებულვართ და მომწოდებელ კომპანიას (შპს «რუსსკოე მორე») ხსენებული პროდუქტის შემოწმება, საერთაშორისო ლაბორატორიებში მოვთხოვეთ. რამოდენიმე დღეში მათგან, არბიტრაჟული ნიმუშების (იმავე პარტიის იგივე პროდუქტი) ლაბორატორიული გამოცდის ოქმი მივიღეთ. ბუნებრივია, არც აღნიშნული ოქმის თანახმად დაფიქსირებულა პროდუქტში რაიმე დარღვევა (აღნიშნული დოკუმენტაციაც, მოთხოვნისამებრ შეგვიძლია მივაწოდოთ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს). აღნიშნულიდან გამომდინარე ყველანი ერთად მივედით დასკვნამდე, რომ პირველი ნიმუშის ლაბორატორიაში ტრანსპორტირებამდე, სასურსათე მაღაზიაში (რომლიდანაც მოხდა პირველი ნიმუშის ამოღება) დარღვეული იყო პროდუქტის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი.

ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურულ რეჟიმს (ამ შემთხვევაში -6:-2 0C) ლოგისტიკის მთელი ციკლის განმავლობაში: პროდუქციის იმპორტი ხდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის კონტეინერებით; კომპანიის სასაწყობო მეურნეობა უზრუნველყოფილია, ჩვენ პორტფელში არსებული ყველა პროდუქტისათვის, საჭირო ტემპერატურული რეჟიმით; პროდუქციის მიწოდება სურსათის სარეალიზაციო წერტილებში, ხდება ასევე შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის სატვირთო ავტომობილებით; რაც შეეხება საბოლოო გასაყიდ წერტილებს (სურსათის სარეალიზაციო წერტილები), პროდუქტის შესყიდვისა და მიღების შემდგომ, საჭირო ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა უკვე მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ჩვენ მუდმივად ვაწვდით მათ მითითებებსა და რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებელსაც ასევე მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია პროდუქტის ეტიკეტზე დატანებული ინფორმაციის გაცნობა. როგორც მაგალითად რძის ყიდვა არ შეიძლება მშრალი თაროდან, ასევე დაუშვებელია ხიზილალის ყიდვა პლიუს რეჟიმის სამაცივრე დანადგარებიდან.

გამომდინარე აქედან, როდესაც საქმე ეხება ისეთ სავაჭრო მარკას, როგორციაა «რუსსკოე მორე», ნებისმიერი სახის კვლევები, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ მის უმაღლეს ხარისხში გვარწმუნებს და მისი იმიჯის გამყარებას, შესაბამისად კი ლოიალობის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენ ისევ განვაახლეთ აღნიშნული სავაჭრო მარკის რეალიზაცია და «რუსსკოე მორე»-ს უმაღლესი ხარისხის ზღვის პროდუქტები კვლავ ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე.

Leads:

  • როდესაც საქმე ეხება ისეთ სავაჭრო მარკას, როგორციაა «რუსსკოე მორე», ნებისმიერი სახის კვლევები, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ მის უმაღლეს ხარისხში გვარწმუნებს და მისი იმიჯის გამყარებას, შესაბამისად კი ლოიალობის ამაღლებას უწყობს ხელს.
  • «რუსსკოე მორეს» პროდუქცია მთელ მსოფლიოში სწორედ იმითაა ცნობილი, რომ ის არასდროს მიდის კომპრომისზე ხარისხთან მიმართებაში და თუ მომხმარებელს უმაღლესი დონის ზღვის პროდუქცია უნდა, ის სწორედ აღნიშნული სავაჭრო მარკის შეფუთვებშია მოთავსებული.
  • იმავე პარტიის, იგივე დასახელების პროდუქტში, ამჯერად საგამოცდო ლაბორატორიამ ვერანაირი დარღვევა, ცდომილება ვერ აღმოაჩინა.
  • მომწოდებელ კომპანიას (შპს «რუსსკოე მორე») ხსენებული პროდუქტის შემოწმება, საერთაშორისო ლაბორატორიებში მოვთხოვეთ. რამოდენიმე დღეში მათგან, არბიტრაჟული ნიმუშების (იმავე პარტიის იგივე პროდუქტი) ლაბორატორიული გამოცდის ოქმი მივიღეთ. ბუნებრივია, არც აღნიშნული ოქმის თანახმად დაფიქსირებულა პროდუქტში რაიმე დარღვევა.
R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი