კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!

კომპანია Vivus.ge-მ ERTAD.GE-ს კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა!

სოციალური პროექტი ERTAD.GE საქართველოში ონლაინ სესხების კუთხით ლიდერმა კომპანიამ,Vivus.ge-მ წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი ხანია რაც ოპერირებს, უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც მზარდმა ევროპულმა კომპანიამ. პროექტის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია, ის ყოველთვიური ხასიათისაა და 4000 ლარის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებას უწყობს ხელს.

სოციალური პროექტი საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეებს უკვე 3 თვეა, რაც აფინანსებს. ამ ხნის განმავლობაში 3 პროექტი დაფინანსდა, რომელმაც საზოგადოების მოწონება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დაფინანსებაც მოიპოვა.

პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა ზაზა ბროძელი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და უკვე დიდი ხანია, რაც გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევა მოხალისეებთან ერთად. კომპანია Vivus.ge-სა და პროექტ ERTAD.GE-ს დაფინანსებით ორგანიზაციის წევრებმა ქვათახევისა და სიონის წლასაცავის მიმდებარე მნიშვნელოვნად დანაგვიანებული ტერიტორიები დაასუფთავეს და საინფორმაციო ბანერები განათავსეს შემდეგში დასუფთავებული ადგილების განმეორებითი დაბინძურების პრევენციის მიზნით.

საგულისხმოა, რომ კომპანია Vivus.ge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების პროექტებში ჩართულობა არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდანაც. ამის დასტური გახლავთქალაქ რუსთავში მცხოვრები #მე-18 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ქეთევან ციცქიშვილის წარმატება, რომელმაც ივნისის თვეში დაფინანსება მოიპოვა პროექტისთვის „მწვანე გარემო უკეთესი მომავლისთვის“და ამ ეტაპზე სკოლის ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო სამუშაოები მისი თაოსნობით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლის ეზოს მშენებლობაში მოსწავლეებიც არიან ჩართულნი.

ივლისის თვის გამარჯვებული ორგანიზაცია „კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების“ ხელმძღვალელი, შუქია არაბული გახდა. შუქიას პროექტი სახელწოდებით „კარუსელები ხევსურ ბავშვებს“ ხევსურეთის სოფელ ბარისახოში მდებარე ერთადერთი საშუალო სკოლის ეზოში ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობას მოიცავს.აღნიშნული სკოლა ერთადერთია პირაქეთა ხევსურეთში, სადაც ბავშვები 7 სხვადასხვა სოფლიდან დადიან. პროექტის განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება.

სოციალური პროექტი კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება და აფინანსებს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ პროექტებს შემდეგი სფეროებიდან: განათლება, მეცნიერების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, სპორტი, კულტურა და ხელოვნება.პროექტის აპლიკაციის შევსება მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელი და ის www.ertad.ge-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

ERTAD.GE და VIVUS.GE ქართველ საზოგადოებას მომავალშიც არაერთი ნიჭიერი და მოტივირებული მოქალაქის იდეის განხორციელებას ჰპირდება და აღიშნულით ქვეყნის განვითარებაში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანას გეგმავს.

განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ERTAD.GE-ს Facebook-ის გვერდზე: http://on.fb.me/1uJn6cp

გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაციას კი გაეცანით შემდეგ ბმულებზე:

http://bit.ly/1rhOJqC

http://bit.ly/1kw9RuO

http://bit.ly/1uGb97a

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი