სოფი ვილლის კონცერტი ბათუმში!

სოფი ვილლის კონცერტი ბათუმში!

23 აგვისტოს 23:00 ბათუმში, კლუბ "მანდარინში" უკრაინაში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავი სოფი ვილლი კონცერტს გამართავს.

24 წლის სოფი უკვე 2 ალბომის ავტორია და თავად წერს სიმღერებს, მის სახელს კარგად იცნობენ განსხვავებული სტილის, მინიმალისტური არანჟირებისა და გამორჩეული ვოკალის დამსახურებით, კრიტიკოსები მომღერალს მსოფლიო დონის მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. ავტორ-შემსრულებლის სიმღერები უკვე ტრიალებს კალიფორნიის რადიოსადგურ KCRW-ის ეთერში, მისი სიმღერა CONNECTED შესულია ჟურნალ GUARDIAN-ის პერსპექტიული ჰიტების ექვსეულში.

სოფი განსაკუთრებით პოპულარულია უკრაინასა და საქართველოში, გახდა არაერთი კონკურსის გამარჯვებული გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში, 2013 წელს ქონდა ტურნე შეერთებულ შტატებში.

2012 წლის თებერვალში გამოსულმა ალბომმა "MOTHERFISH" სოფის საშუალება მისცა საკუთარი თავი მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის წარედგინა, ხოლო სიდი სახელწოდებით "DRESS" მსმენელს 2014 წლის 29 მაისს გააცნო.

სოფი ვილი პერსპექტიული შემსრულებელია, რომელსაც სულ რამდენიმე ნაბიჯი დარჩა იმისთვის, რომ ის მსოფლიომ გაიცნოს, მანამდე კი ქართველ მსმენელს აქვს საშუალება მხარი დაუჭიროს და დააფასოს მომღერალი, რომელიც პიროვნულ თავისუფლებას უმღერის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი