გადაწყვიტე ბეჭდვის საკითხები ColorWay-ს ფოტოქაღალდის მეშვეობით!

გადაწყვიტე ბეჭდვის საკითხები ColorWay-ს ფოტოქაღალდის მეშვეობით!

დაუვიწყარი მოგზაურობის, წვეულების ამსახველი ფოტო სამახსოვროდ, უბრალოდ ფოტო დოკუმენტებისთვის - ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა!

განსაკუთრებით მაშინ, როცა გსურთ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ თქვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს... დარწმუნებული იყავით, რომ შვილიშვილების ნათელი სურათებით ფოტოალბომის საჩუქრად მიღება მათთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რომელიმე საიტზე ატვირთული ან ფლეშკით მიწოდებული სურათები.

ბრენდი ColorWay გახდის ბეჭდვის პროცესს ადვილს და მოხერხებულს! ТМ ColorWay-გან კომპლექსური ჭავლიანი ბეჭდვა შეიცავს საღებავის/მელნის განუწყვეტელ მიწოდების სისტემას, ფოტოქაღალდს და საღებავს/მელანს.

ანაბეჭდის ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული ფოტოქაღალდის მახასიათებელსა და შესაძლებლობაზე. ColorWay ფოტოქაღალდის ასორტიმენტი ფართო და მრავალფეროვანია. იგი მოიცავს 150-ზე მეტ დასახელებას!

მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ქაღალდი ფორმატით: 10х15-დან, А4 და А3 და А3+-მდე, სხვადასხვა შეფუთვით: 20,50,100 და 500 ფურცლამდე, ასევე ქაღალდის რულონი/გრაგნილი. ფოტოქაღალდის შესაძლებლობაა: 2880-დან 5760 dpi-მდე.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად, საჭიროა გამოვდიოდეთ იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ფოტოქაღალდის შეძენისას.

ColorWay გთავაზობთ ფოტოსურათების ბეჭდისთვის მბზინვარე და გლუვ ფოტოქაღალდს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპერ მბზინვარე და მიკროფოროვანი ქაღალდი. АРТ სერიის ფოტოქაღალდს: Canvas, ქსოვილი, ხე და სხვას გააჩნია აშკარად გამოხატული რელიეფური ფაქტურა, რომელიც ახდენს შესაბამისად ქსოვილის ან ხის ან სხვა რამის იმიტაციას და ა.შ. Canvas-ზე ბეჭდვა ზეთით შესრულებული ტილოს იმიტაციას ქმნის, ამიტომ ამ სახის ფოტოქაღალდი ფართოდ გამოიყენება პეიზაჟებისა და რეპროდუქციების ბეჭდვის დროს. АРT- სერია შეეფერებათ ექსპერიმენტების მოყვარულებს. თერმოგადაცემის სპეციალური ფოტოქაღალდი მაისურებზე და ქსოვილებზე გამოსახულების გადატანის საშუალებას იძლევა. ხოლო АРТ სერიის მაგნიტური ფოტოქაღალდის დახმარებით, შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენთვის სასურველი ნახატის ნებისმიერი კონფიგურაციის პერსონალური, საავტორო მაგნიტები.

ColorWay ფოტოქაღალდი - ხსნის შემოქმედების, ფანტაზიის და ექსპერიმენტების შესაძლებლობას!

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ფოტოქაღალდი, რომელიც მის მოთხოვნებს და ამოცანებს აკმაყოფილებს, იქნება ეს ფოტოსურათების თუ სარეკლამო მასალების, პოსტერების, კალენდრების და ა.შ. ბეჭდვა. ქაღალდის ტიპის არჩევასთან დაკავშირებული დაწვრილებითი რეკომენდაციები განთავსებულია ყოველი შეფუთვის უკანა ყდაზე, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა სწრაფად აარჩიოს ქაღალდის ის სახეობა, რომელიც მას სჭირდება.

ColorWay ქაღალდი გამოირჩევა სითეთრის მაღალი ხარისხით. იდეალურად გადმოსცემს ნათელ, გაჯერებულ ფერებს უამრავი ელფერით.

ცალკე აღსანიშნავია ColorWay-ს რულონის/გრაგნილის ქაღალდი, იდეალური ვარიანტი შვებულების, მოგზაურობის ან უბრალოდ მეგობრებთან ან ნათესავებთან სასიამოვნო ურთიერთობის მომენტების აღმსახველი ფართო ფორმატიანი სურათების ბეჭდვის დროს. იგი სიგრძის და სიგანის შეუზღუდავად ფოტოსურათის ბეჭდვის საშუალებას იძლევა. თქვენ თავად არეგულირებთ თქვენთვის სასურველ ზომას.

ამრიგად, ColorWay-ს რულონის/გრაგნილის ქაღალდი, შეუცვლელია ხარისხიანი რეპროდუქციების, პეიზაჟების, გრაფიკებისა და მონახაზების ბეჭდვისას სახლის პირობებშიც კი. მიღებული ფოტოები თამამად შეგიძლიათ განათავსოთ კედელზე, რათა გაალამაზოთ თქვენი ოთახი ან ოფისი.

მითუმეტეს, რომ ColorWay როგორც ყოველთვის გთავაზობთ ზედაპირის სხვადასხვა ფაქტურების ფართო ასორტიმენტს, ესენია: კანვასი, გლუვი, მბზინვარე, სუპერმბზინვარე და სხვა.

ქაღალდის სიმკვრივე მერყეობს 110გ/მ -დან 260გ/მ-მდე, ხოლო რულონის/გრაგნილის სიგანე 210მმ-დან 610 მმ-მდე, მაქსიმალური სიგრძე: 30 მ.

ბეჭდვისთვის რეკომენდირებულია ColorWay-ს საღებავები/მელანი, საღებავის/მელნის განუწყვეტელ მიწოდების სისტემასთან ერთად საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შეამციროთ ბეჭდვის ფინანსური ხარჯები, რაც 20 ჯერ იაფია, ვიდრე ორიგინალური სახარჯო მასალების გამოყენება.

ColorWay-ს პროდუქციით ათჯერ მეტია ბეჭდვის შესაძლებლობა!

ColorWay-ს ფოტოქაღალდი და საღებავები/მელანი იდეალურადაა ადაპტირებულია ერთმანეთთან და პასუხობს ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს:

• საღებავის/მელნის წვეთი გაუშლელად/დაუღვრელად ,,ეჭიდება“ ფოტოქაღალდის მონაკვეთს,

• საღებავის/მელნის ქაღალდთან ქიმიური რეაქციის შემდეგ ფურცლიდან ჩამორეცხვა შეუძლებელია. წყალში გამხსნელი საღებავიდან ის გარდაიქმნება სრულიად ახალ ნივთიერებად - წყალში გახსნადობის ძალიან მცირე ხარისხით.

• საღებავის/მელნის წვეთები ძალიან სწრაფად შრება, რაც ხელს უშლის საღებავის/მელნის გავრცელებას და მოუთმენელი მომხმარებლის თითით გადასმას/მოსინჯვას.

დაბეჭდეთ სიამოვნებით და შეზღუდვების გარეშე!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი