Ice Bucket Challenge-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჩაერთნენ

Ice Bucket Challenge-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჩაერთნენ

"სახალისო ქველმოქმედება", რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და ზაფხულის სიცხისგან შეწუხებული ადამიანების გაგრილებასთან ერთად მათი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში ჩართვაც ითავა, საქართველომაც მალე აიტაცა და უამრავმა ადამიანმა, ცნობილმა, თუ უცნობმა ყინულიანი წყლით სავსე ვედრო თავზე დაიცალა.

კამპანიაში, რომელიც უკვე რამოდენიმე კვირაა მეგობრიდან-მეგობარს, ნაცნობსა თუ უბრალოდ ცნობილ ადამიანებს გადაეცემა ამჯერად ბიზნეს კომპანიებიც ჩაერთვნენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ საქმეში პიონერობა შედარებით ახალგაზრდა კომპანიამ ითავა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიუმი"-ს წარმომადგენელმა შავლეგმა, თავზე ერთი ვედრო ყინულიანი წყალი დაიცალა და ქველმოქმედებაში კონკურენტი კომპანიები "ვივუსი", "მინიკრედიტი" და "ნეტკრედიტი" გამოიწვია. კომპანიას არც სოციალური პასუხისმგებლობა დავიწყებია და wehelp.ge-ს ანგარიშზე 100 დოლარიც გადარიცხა.

საინტერესო ის გარემოებაა, რომ "კრედიუმი" ჯერ სულ რამდენიმე თვისაა. მიუხედავად პატარა ასაკისა, კომპანიამ მასზე ბევრად "მდიდარ" და "ასაკოვან" კომპანიებს ქველმოქმედებაში უკვე "აჯობა" და საინტერესო ტენდენციასაც ჩაუყარა საფუძველი.

"კრედიუმი"-ს წარმომადგენლებს სჯერათ, რომ გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის ქველმოქმედება თითოეულმა ორგანიზაციამ, მათი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გაწიოს. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს, მანამდე კი კონკურენტებს მათი წილი ქველმოქმედებისათვის 24 საათი აქვთ.

ონლაინ სწრაფი სესხების კომპანია "კრედიუმ ჯორჯია" მომხმრებლებს სთავაზობს 50-დან 600 ლარამდე სესხებს. მსურველებს შეუძლიათ მოითხოვონ სწრაფი კრედიტი ნებისმიერ დროს, 24/7. კრედიტის ასაღებად არ გჭირდებათ სახლიდან გასვლა, ყველაფერი ხდება ონლაინ რეჟიმში. თუ გსურთ, 15 წუთში მიიღოთ ინტერნეტ სესხი პირად საბანკო ანგარიშზე, მაშინ ეწვიეთ საიტს www.credium.ge, გაიარეთ რეგისტრაცია, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ თქვენთვის სასურველი კრედიტი საკუთარ საბანკო ანგარიშზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი