SILK TV-ის "საშინაო სკოლა" გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

SILK TV-ის "საშინაო სკოლა" გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით სკოლებში. სასწავლო წლის ხანგრძლივობა 34 კვირიდან 36 კვირამდე გაიზარდა, ცვლილებებია სადამრიგებლო და დამატებითი საათების კუთხითაც, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახულია მშობლების მეტი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. მასწავლებლები დაიყოფიან 4 კატეგორიად და მათ შორის კონკურენცია გაიზრდება. პედაგოგები მოტივირებულნი იქნებიან დააგროვონ კრედიტები, იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა ახალ კატეგორიაში გადასვლას შეუწყონ ხელი. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი აღნიშნული ცვლილებები "მოდუნების" საშუალებას არ იძლევა - ერთნაირად დატვირთულები იქნებიან მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. სასწავლო პროგრამას მიჰყვება კომპანია სილქნეტის მიერ დანერგილი პროექტი "საშინაო სკოლა", რომელიც ტელეეთერით 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნების ვიდეო გაკვეთილებს მოიცავს. როცა კომპანიამ შემეცნებით პროექტზე დაიწყო მუშაობა, შეეცადა სასკოლო პროგრამის სწავლების ისეთი მეთოდისთვის მიეგნო, რომელიც ტექნოლოგიურად თანამედროვე იქნებოდა და ამავე დროს მისაღები ახალი თაობისთვის. დღეს "საშინაო სკოლის" სასწავლო კურსით სარგებლობის შესაძლებლობა SilkTV-ის 100 ათასამდე მომხმარებელს აქვს თბილისსა და რეგიონებში და ყველა მათგანს უფასოდ აქვთ გააქტიურებული სასკოლო ვიდეო-გაკვეთილები. "საშინაო სკოლა" მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა- ქიმიის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15-20 წუთს გრძელდება. პროექტისთვის საგანგებოდ შეირჩა 50-მდე მეცნიერი თუ პედაგოგი, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. პროექტის კოორდინატორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გია მურღულიაა, რომელიც თავადაც კითხულობს ქართული ენასა და ლიტერატურას. პედაგოგები ცდილობენ ლექციის დროს გაითვალისწინონ იმ სავარაუდო კითხვებზე პასუხი, რომელიც შეიძლება მოსწავლემ დასვას სკოლაში გაკვეთილის მსვლელობის დროს. "საშინაო სკოლის" დიდი უპირატესობაა, ის, რომ ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ და გემსახურებათ ინდივიდუალურად. ნებისმიერ დროს ახალგაზრდებს და არამარტო მათ, ინფორმაციის მიღების, საგნის უკეთ აღქმის შესაძლებლობა ეძლევათ. "საშინაო სკოლას" ტელეეთერით გაშვებიდან ერთ წელიწადში მილიონი ნახვა ჰქონდა და პოპულარული გახდა, როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში. პროექტი ინტერაქტიულია. ვიდეო-გაკვეთილის მსვლელობისას მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს დროის მართვის ფუნქციები: გადახვევა, კონკრეტულ დროზე გადასვლა, დაპაუზება. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება საეტაპო პერიოდია სკოლის ცხოვრებაში. მოზარდებს არდადეგებიდან მივიწყებულ რეჟიმზე სწრაფად მორგებაში "საშინაო სკოლა" დაეხმარება. კომპანია სილქნეტი ულოცავს სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს თითოეულ საგანში!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი