"ბანკმა რესპუბლიკამ" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა

"ბანკმა რესპუბლიკამ" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა

პირველად საქართველოში "ბანკი რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" მომხმარებელს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს. ვისაც არ აქვს დრო, თუნდაც ყველაზე ახლომდებარე ფილიალს ესტუმროს ან უბრალოდ, დროისა და ენერგიის დაზოგვა სურს," ბანკმა რესბუბლიკამ" მათთვის, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვირტუალური ფილიალი შექმნა. პროექტის პრეზენტაცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

მომხმარებელს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია სასურველი საბანკო მომსახურება ონლაინრეჟიმში მიიღოს. მათ შეუძლიათ შეავსონ განაცხადები სესხებსა და სხვა საბანკო მომსახურებებზე, გაიარონ კონსულტაცია საბანკო ექსპერტებთან, მიიღონ დახმარება რეალური ოპერატორებისგან, გაეცნონ ბანკის შემოთავაზებებსა და სიახლეებს, ვალუტის კურსს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვირტუალური ფილიალის საშუალებით, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება შეუძლებელი იქნება. ის ძირითადად საინფორმაციო დატვირთვას ატარებს.

"2013 წელს "ბანკმა რესპუბლიკამ" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ბრენდის ახალ პლატფორმაზე გადაინაცვლა, სლოგანით "ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია". ეს განსაკუთრებული მიდგომა გამოხატავს ბანკის მიზანს ხელი შუეწყოს კლიენტებთან გრძელვადიან, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, შესთავაზოს მათ მომსახურება, რომელიც მათ მოთხოვნებზე იქნება მორგებული. "ბანკი რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" წევრია. "სოსიეტე ჟენერალი" ევროპაში ლიდერია ციფრული არხების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მომხარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ინოვაციური პროექტი ვირტუალური ფილიალის სახით. ვირტუალურ ფილიალში თქვენ თავს იგრძნობთ ისე, როგორც რეალურ ფილიალში", - აღნიშნა "ბანკ რესპუბლიკის" საცალო საბანკო მომსახურების უფროსმა მაია სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღეისათვის "ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალი" მომხმარებელს მომსახურებას 40 ფილიალსა და სერვის ცენტრში უწევს, თუმცა ვირტუალური ფილიალის მეშვეობით, "ბანკი რესპუბლიკა" მომხმარებელს იმდენ სერვის ცენტრსა და ფილიალს სთავაზობს, რამდენი კომპიუტერიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

"ბანკ რესპუბლიკის" ციფრული მედიის განვითარების სპეციალისტის, ნიკოლოზ შოთაძის განმარტებით, ვირტუალური ფილიალის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საბანკო ექსპერტებთან კონსულტაციაა. მისივე თქმით, ფილიალი დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამადე იმუშავებს. თუმცა, მომხმარებელთა მოთხოვნისამებრ შესაძლოა სამუშაო დრო გაიზარდოს.

ვირტუალური ფილიალის პოვნა შესაძლებელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" facebook.com/bankrepublic ან "ბანკ რესპუბლიკის" ვებგვერდზე br.ge/virtualbranch. სამომავლოდ აპლიკაცია მრავალფუნქციური გახდება და მომხმარებელს დისტანციური საბანკო ოპერაციების შესრულება უფრო გაუმარტივდება. "ბანკი რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ვირტუალურ ფილიალში ახალი ფუნქციების, მათ შორის ვიდეოჩატის დამატებაზე მუშაობს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი